საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 793 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 793. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა
1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისა, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. 84-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებისთვის (დაკმაყოფილებისთვის) შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 793 მუხლით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.
თბილისი, 17 მარტი 2022 წ. N1448-VIIIმს-Xმპ |