„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №13 |
|
2022 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სასწავლო სამმართველო
სასწავლო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;
გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ნორმატივების ჩაბარების პროცედურებს, ფიზიკურ მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციას და შეფასებას;
ზ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას;
თ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
ი) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. შეფასებისა და გამოცდების სამმართველო
შეფასებისა და გამოცდების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამსახურში მისაღებ კანდიდატთათვის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სამსახურში ახლად მიღებულ მოსამსახურეთათვის, შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;
ბ) სამსახურში მისაღებ კანდიდატთა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სამსახურის მოსამსახურეთა შეფასების, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის უზრუნველყოფს სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;
გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შეფასებას;
ვ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების და შეფასების პროცესის ორგანიზებას;
ზ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
თ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ადმინისტრაციის, როგორც ცენტრის დამხმარე სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ცენტრის მართვის ორგანოებისა და ძირითადი სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციული და საპროტოკოლო მხარდაჭერა, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
ბ) უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაზე მოლაპარაკებების ორგანიზება, უცხოელი ექსპერტების მისაღებად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება;
გ) საერთაშორისო კონფერენციების და სემინარების ჩატარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება და აღნიშნულის შესრულებაზე კონტროლი;
დ) უცხოელი სტუმრების და დელეგაციების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) სამსახურის შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით, ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მედია პლატფორმებისა და აქტივობების გამოყენებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება და კოორდინაცია;
ვ) ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
ზ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა და ქონების დაცვა;
თ) ცენტრის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) ორგანიზება და კონტროლი;
ი) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
კ) ცენტრში საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესის ორგანიზება;
ლ) ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა. თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
მ) ცენტრის შრომის შინაგანაწესის შემუშავება;
ნ) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება;
ო) ცენტრის საქმიანობის პროცესში შექმნილი ყველა დოკუმენტის დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და განსაზღვრულ ვადებში მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება ცენტრის მიერ დამტკიცებული საქმისწარმოებისა და არქივირების მუშაობის წესების შესაბამისად;
პ) საქმისწარმოების, ღია და სპეციალური საბიბლიოთეკო საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ჟ) საგანგებო და საომარ სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შედგენა და ცენტრის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
|