საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №95 |
|
2020 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
2. ცენტრს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული საქმიანობა.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ის საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. ცენტრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი“, ხოლო ინგლისურ ენაზე „Legal Entity of Public Law – State Security Service of Georgia Training Center“.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4.
7. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი – მცირე სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებ-გვერდი, ლოგო და იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
8. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
2. ცენტრის მიზნებია:
ა) სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ბ) უსაფრთხოების სფეროში სპეციალური პროფესიული და სამოქალაქო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
გ) უსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.
3. ცენტრის ამოცანებია:
ა) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი, ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება. საჭიროებიდან გამომდინარე, ეროვნული და უცხო ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან ერთობლივად, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
გ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
დ) განათლებისა და პროფესიული მომზადების მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნა;
ე) ცენტრის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა და სათანადო გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა;
ვ) თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული, მოქნილი სასწავლო პროცესის ორგანიზება;
ზ) მსმენელებისთვის სწავლის, თვითგანვითარებისა და კვლევისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნა.
4. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი:
ა) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისთვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-სრულყოფის მიზნით, ახორციელებს მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ზრუნავს საკუთარ მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ზრუნავს ინსტრუქტორებისა და ექსპერტების მომზადება-გადამზადებაზე, უცხოელ ინსტრუქტორთა მოწვევაზე კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებსა თუ პროგრამებში ჩასართავად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დაგროვებას, ანალიზს, ადაპტირებასა და გავრცელებას;
ე) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებზე გასცემს შესაბამის სერთიფიკატებს;
ვ) ორგანიზებას უწევს უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბებას (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები და ა.შ.);
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თ) ცენტრის შესაბამის თანამდებობებზე პროფესიული ნიშნით მოიზიდავს სათანადო გამოცდილების მქონე ინსტრუქტორებს;
ი) ახორციელებს ელექტრონულ საარქივო საქმიანობას;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ, შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა და ღონისძიებების ორგანიზებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წარდგინებით.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის მოსამსახურეებს; სამმართველოს უფროსებს – კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.
დ) ცენტრში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;
ე) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრის მოსამსახურეებს. ცენტრის მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის უფროსს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა;
ზ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრში მოქმედ სასწავლო პროგრამებს, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს ცენტრში განსახორციელებელ სხვა აუცილებელ ღონისძიებებს;
თ) ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ი) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს. წარუდგენს წინადადებებს სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ცენტრში კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
კ) წარმოადგენს ცენტრს ან უფლებას ანიჭებს ცენტრის წარმომადგენლობაზე მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ლ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) ცენტრის წესდების ან წესდებაში ცვლილებების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით;
ნ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ცენტრის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
პ) დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ჟ) პერიოდულად აანალიზებს ცენტრის საქმიანობას და სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
რ) იღებს ზომებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის;
ს) პერიოდულად ისმენს ანგარიშს ცენტრის მოსამსახურეების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ცენტრში შემოსულ განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცენტრის უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობებს და საკურატორო სფეროს განსაზღვრავს ცენტრის უფროსი.
3. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.
1. სასწავლო სამმართველო წარმართავს სასწავლო პროცესს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
2. სასწავლო სამმართველო:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები პროცედურების ორგანიზებას;
ბ) შეიმუშავებს სასწავლო პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ცენტრის უფროსს;
გ) შეიმუშავებს სასწავლო მასალასა და მეთოდურ მითითებებს;
დ) აკონტროლებს მასში შემავალი შიდა სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და შესაბამისობას დადგენილ წესებთან და მოთხოვნებთან;
ე) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად და უზრუნველყოფს მათთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
ვ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შეფასების პროცესის ორგანიზებასა და წარმართვას;
ბ) საგამოცდო პროცესის მონიტორინგს და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებას;
გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;
დ) კომპეტენციის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს სამსახურის მოსამსახურეთა პერიოდულ ტესტირება-შეფასებას;
ე) სასწავლო სამმართველოსთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს სამსახურის მოსამსახურეთა ყოველწლიური ნორმატივების ჩაბარების პროცედურებს ფიზიკურ მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში;
ვ) მისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად და უზრუნველყოფს მათთან დაკავშირებულ ანგარიშგებას.
ა) ცენტრის მართვის ორგანოებისა და ძირითადი სტრქუტურული ერთეულების ადმინისტრაციული და საპროტოკოლო მხარდაჭერა, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
ბ) უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი ტრენინგების განხორციელებაზე მოლაპარაკებების წარმოება, უცხოელი ექსპერტების მისაღებად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება;
გ) საერთაშორისო კონფერენციების და სემინარების ჩატარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება და შესრულებაზე კონტროლი;
დ) უცხოელი სტუმრების და დელეგაციების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) ცენტრის ცნობადობის გაზრდა, სხვადასხვა სახის აქტივობების გაშუქებით;
ვ) ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
ზ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა და ქონების დაცვა;
თ) ცენტრის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) ორგანიზება;
ი) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
კ) საკადრო საქმიანობა, ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის კვალიფიციური კადრების მოძიება და დაკომპლექტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ლ) საკანცელარიო და საბიბლიოთეკო საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი.
2. ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან სპეციალური განათლება და შესაბამის სფეროში მუშაობის სათანადო გამოცდილება.
3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალურ პროფესიულ სწავლებას და არიან სასწავლო სამმართველოს დაქვემდებარებაში.
2. ცენტრის საშტატო თანამდებობაზე პირი ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დამხმარე მოსამსახურეებს წარმოადგენენ საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ცენტრის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები.
2. სასწავლო პროცესის მართვის ღონისძიებები, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცედურები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა აქტები, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, მტკიცდება ცენტრის უფროსის მიერ.
2. ცენტრის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან.
3. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის თანხმობით, ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა, ასევე მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) შემოწირულობები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე შესაძლოა მოხმარდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის განვითარებას.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამსახურის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდება