„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №64

2022 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 02/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016130) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

1)  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები

ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: სასწავლო მთავარი სამმართველო და შეფასებისა და გამოცდების სამმართველო.“;

2) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სასწავლო მთავარი სამმართველო

სასწავლო მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;

ბ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;

გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;

დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ნორმატივების ჩაბარების პროცედურებს, ფიზიკურ მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციას და შეფასებას;

ზ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას;

თ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;

ი) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

3) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალურ პროფესიულ სწავლებას და არიან სასწავლო მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.12.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.12.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №64. სარეგისტრაციო კოდი — 130000000.63.075.016150.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.12.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 2 ნოემბრის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №64, 23.12.2022, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016150 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5650818/