მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.03.2022
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016452
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2022 წლის 16 მარტი
ქ. ვანი
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემის წესი“ და ფულადი ჯილდოს ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი
დანართი №1
მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1🔗
1. მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისებით მიზნით ფულადი ჯილდოს გაცემის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია სპორტის მხარდაჭერა, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
2. წესი ვრცელდება საქართველოს ან/და ვანის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტული წრეებში აღზრდილ და ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე.
მუხლი 2🔗
1. ფულადი ჯილდო გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე ვანის მუნიციპალიტეტის სახელით და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს სახელით მოასპარეზე ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სპორტსმენებზე, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე, ტურნირებზე, ჩემპიონატებზე და სხვა ასპარეზობებზე წარადგინა:
ა) სპორტის ფედერაციამ;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა სასპორტო დაწესებულებამ;
გ) სხვა უფლებამოსილმა პირმა ან ორგანიზაციამ;
დ) შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო პირადი ინიციატივით; ასეთ შემთხვევაში სპორტსმენი რეგისტრირებული უნდა იყოს ვანის მუნიციპალიტეტში;
2. ფულადი ჯილდო გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპორტსმენების მწვრთნელებზე, რომლებიც სასწავლო-საწვრთნელ საქმიანობას ახორციელებენ ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სპორტულ დაწესებულებებში და რეგისტრირებული არიან ვანის მუნიციპალიტეტში.
3. ფულადი ჯილდო გაიცემა გუნდურ და ეკიპაჟურ სახეობებში პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში, გამარჯვებული გუნდის წევრებზე და მათ მწვრთნელებზე.
4. მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, საუკეთესო შედეგის მქონე ერთ სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს ოდენობის არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ყოველი მომდევნო გამარჯვებული სპორტსმენის ჯილდოს არაუმეტეს 20%-ისა.
5. ფულადი ჯილდო არ გაიცემა კომერციულ ტურნირში მონაწილე სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე.
მუხლი 3🔗
1. ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირ(ებ)მა განცხადებით უნდა მიმართოს ვანის მუნიციპალიტეტის მერს და წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;
ბ) სრულწლოვანი სპორტსმენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;
გ) სრულწლოვანი სპორტსმენის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, ხოლო არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში – ერთერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) არასრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში – მშობლის პირადობის მოწმობის ასლი ან კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ე) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) სპორტსმენის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტები;
2. წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური და მოხსენებითი ბარათით წარუდგენს მერს წინადადებას სპორტსმენსა და მწვრთნელზე ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;
3. ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).
4. ფულადი ჯილდო გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მუხლი 4🔗
1. წარმატებული სპორტსმენების და მწვრთნელების ფულადი ჯილდოს ოდენობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1.1. ოლიმპიური თამაშები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 10000 ლარი, მწვრთნელი – 5000 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 7000 ლარი, მწვრთნელი – 3500 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი;
1.2. ევროპის ოლიმპიური თამაშები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 7000 ლარი, მწვრთნელი – 3500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 4000 ლარი, მწვრთნელი – 2000 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 2500 ლარი, მწვრთნელი –1000 ლარი;
1.3. მსოფლიო პირველობა, უფროსი ასაკი
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 5000 ლარი, მწვრთნელი – 2500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;
1.4. ევროპის პირველობა, უფროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 3000 ლარი, მწვრთნელი – 1500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;
1.5. საქართველოს პირველობა, უფროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 700 ლარი, მწვრთნელი – 350 ლარი;
1.6. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 2000 ლარი, მწვრთნელი – 1000 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 1000 ლარი, მწვრთნელი –500 ლარი;
1.7. მსოფლიო პირველობა, ახალგაზრდები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 1500 ლარი, მწვრთნელი – 750 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 700 ლარი, მწვრთნელი –350 ლარი;
1.8. მსოფლიო პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 700 ლარი, მწვრთნელი – 350 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი;
1.9. მსოფლიო პირველობა, უმცროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 700 ლარი, მწვრთნელი – 350 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 500 ლარი, მწვრთნელი –250 ლარი;
1.10. ევროპის პირველობა, ახალგაზრდები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 1200 ლარი, მწვრთნელი – 600 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 800 ლარი, მწვრთნელი – 400 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 600 ლარი, მწვრთნელი –300 ლარი;
1.11. ევროპის პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 800 ლარი, მწვრთნელი – 400 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 600 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 400 ლარი, მწვრთნელი –200 ლარი;
1.12. ევროპის პირველობა, უმცროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 800 ლარი, მწვრთნელი – 400 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 600 ლარი, მწვრთნელი – 300 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 400 ლარი, მწვრთნელი –200 ლარი;
1.13. საქართველოს პირველობა, ახალგაზრდები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 1000 ლარი, მწვრთნელი – 500 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 700 ლარი, მწვრთნელი – 350 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 500 ლარი, მწვრთნელი – 250 ლარი;
1.14. საქართველოს პირველობა, ჭაბუკები და გოგონები:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 700 ლარი, მწვრთნელი – 350 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 400 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 300 ლარი, მწვრთნელი –150 ლარი;
1.15. საქართველოს პირველობა, უმცროსი ასაკი:
ა) პირველი ადგილი: სპორტსმენი – 700 ლარი, მწვრთნელი – 350 ლარი;
ბ) მეორე ადგილი: სპორტსმენი – 400 ლარი, მწვრთნელი – 200 ლარი;
გ) მესამე ადგილი: სპორტსმენი – 300 ლარი, მწვრთნელი –150 ლარი;
მუხლი 5🔗
1. ამ წესის მიზნებისათვის გუნდი განიმარტება, როგორც ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში მოქმედი სპორტული წრის გუნდი.
2. ჯილდო გაიცემა გუნდზე, რომელიც შესაბამის ლიგაში დაიკავებს პირველ საპრიზო ადგილს.
3. გუნდის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაერთოს ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების გაცემული ცნობა მწვრთნელისა და სპორტული წრის არსებობის შესახებ;
4. გუნდის ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: მწვრთნელი - 500 ლარი; გუნდის თითოეული წევრი - 200 ლარი, სხვა ტექნიკური პერსონალი - 100 ლარი.
მუხლი 6🔗
ამ წესის მიხედვით დაწესებული ფულადი ჯილდოს გაცემა უნდა მოხდეს ვანის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროგრამიდან „სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია“ (კოდი: 05 01 01 ).