ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ

მიღების თარიღი 18.03.2022
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №09-ს
სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.060.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2022
matsne.gov.ge 286 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 84% 11.01.2023 „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 78% 15.05.2024 „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 78% 05.10.2022 „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021–2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 78% 22.12.2021 რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 76% 11.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №09-ს 2022 წლის 18 მარტი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ მუხლი 1🔗 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევის მორიგ გამოვლინებად  იქცა 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. მსგავსი „არჩევნების“ მიზანი იყო და არის სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობა. ამ რეჟიმს კი, რუსეთის ფედერაციის ხელშეწყობით, ჩადენილი აქვს  უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, გენოციდი. ეს დანაშაულები, ჰუმანიტარული სამართლის სხვა უხეში დარღვევები დადასტურებული და დაგმობილია საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის უშიშროებისა და თანამშომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ ბუდაპეშტის (1994), ლისაბონის (1996) და სტამბოლის (1999) სამიტებზე. ასევე აღსანიშნავია გაეროს გენერალური ასამბლეის 2008 წლის 29 მაისის და შემდგომი წლების ანალოგიური რეზოლუციები, რომლებშიც ასევე დაფიქსირებულია აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ფაქტი. ამა წლის 12 მარტის „არჩევნები“ მიმდინარეობდა უცხოური ოკუპაციის პირობებში, როდესაც ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე, როგორც ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა (2020 წლის 21 იანვარი), ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. გარდა ამისა, მასში მონაწილეობა არ მიუღია  აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის თითქმის სამ მეოთხედს, ფეხქვეშ გაითელა საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი. ყოველივე ამის გამო, ცივილიზებული სამყარო, მსოფლიო თანამეგობრობა, რომელიც მხარს უჭერს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“, რაც მკაფიოდაა დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული სახელმწიფოების დოკუმენტებსა თუ  განცხადებებში. ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის  უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციას,  ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ  საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს.  ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს: 1. უკანონოდ იქნეს ცნობილი 2022 წლის 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია