რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №02-რს |
|
2023 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი |
„შეთანხმების“ მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს პირველად ეძლევათ აფხაზეთის დე ფაქტო მოქალაქეობის მიღების უფლება. აღნიშნული უფლების თანდათანობითი რეალიზაცია არცთუ ისე შორეულ მომავალში გამოიწვევს აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის ოკუპანტი სახელმწიფოს – ეთნიკური რუსების, ე.წ. რუსული სამყაროს წარმომადგენლების სასარგებლოდ შეცვლას. მათ მიეცემათ უძრავი ქონების, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკუთრების დაუბრკოლებლად შეძენის, დე ფაქტო არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობის მიღებისა და უპირატესობის მოპოვების, შესაბამისად, აფხაზეთის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით სასურველი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.
სრულიად აშკარაა, რომ „შეთანხმება“ ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ მთლიანად ჯდება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკის ჩარჩოებში. იგი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევის მორიგ გამოვლინებას, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ არაერთგზის აღიარებული და დაგმობილი ეთნიკური წმენდის, გენოციდის უმძიმესი შედეგების დაკანონების მცდელობას.
დასახელებული „შეთანხმება“ მთელი თავისი სულისკვეთებით ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას, ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, აგრეთვე საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს:
უკანონოდ იქნეს ცნობილი ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილება.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.01.2023.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“ მიღებულია 11.01.2023. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №02-რს. სარეგისტრაციო კოდი — 480140030.31.060.016030.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.01.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“, №02-რს, 11.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 480140030.31.060.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5690619/