ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №09-ს |
|
2022 წლის 18 მარტი ქ. თბილისი |
ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ
ამა წლის 12 მარტის „არჩევნები“ მიმდინარეობდა უცხოური ოკუპაციის პირობებში, როდესაც ეფექტიან კონტროლს აფხაზეთზე, როგორც ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა (2020 წლის 21 იანვარი), ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. გარდა ამისა, მასში მონაწილეობა არ მიუღია აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის თითქმის სამ მეოთხედს, ფეხქვეშ გაითელა საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სამართალი. ყოველივე ამის გამო, ცივილიზებული სამყარო, მსოფლიო თანამეგობრობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“, რაც მკაფიოდაა დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დემოკრატიული სახელმწიფოების დოკუმენტებსა თუ განცხადებებში.
ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციას, ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. უკანონოდ იქნეს ცნობილი 2022 წლის 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“?
- „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“ მიღებულია 18.03.2022. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №09-ს. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.31.060.016026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ“, №09-ს, 18.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.060.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5411642/