„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 14 თებერვლის №17/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28/2022
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  –

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №28/2022

2022 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 14 თებერვლის №17/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 14 თებერვლის №17/2022 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 15/02/2022, 010190020.15.008.016622):

1. სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციი:

„სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობა

1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში.

2. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობენ ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ცესკოს მიერ შექმნილი საარჩევნო უბნების გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით.

3. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება/თვითიზოლაცია) №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია (რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები) განთავსებული.

3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების  საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, ცესკო №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში განკარგულებით ქმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს.”.

4. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირთა შესახებ მონაცემების ცესკოსთვის გადაცემა”;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით, ცესკოს უნდა გადასცენ იმ პირთა სია, რომლებიც:

ა) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების გამო, კენჭისყრის დღისთვის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში იქნებიან მოთავსებული;

ბ) „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების საფუძველზე, კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში (ფიზიკური პირის მიერ უზრუნველყოფილი სივრცე);

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 28 დეკემბრის №01-516/ო ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე” კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფი სტანდარტის (პროტოკოლის) საფუძველზე, კენჭისყრის დღისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მკურნალობას გაივლიან ბინაზე;

დ) სამსახურებრივი პირობების გამო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელი, მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, დამხმარე პერსონალი, დაცვის პერსონალი) კენჭისყრის დღეს ვერ დატოვებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებების მიერ ცესკოს გადაეცემა მხოლოდ იმ პირთა სია, რომელთა რეგისტრაციის მისამართი და ამ დადგენილებით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება/თვითიზოლაცია) №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია  (რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები) განთავსებული.”.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელი (ადმინისტრაციის თანამშრომელი, მედპერსონალი, დამხმარე პერსონალი, ტექნიკური პერსონალი, დაცვის პერსონალი), რომლის სამსახურის პირობები მოითხოვს არჩევნების დღეს მის ყოფნას ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებაში;”;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიყვანება სტაციონარულ სამკურნალო  დაწესებულებაში მყოფი ყველა ამომრჩეველი, რომლებიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების გამო, კენჭისყრის დღისათვის, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში იქნებიან მოთავსებული.

7. ამ მუხლით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში შეიყვანება ამომრჩეველი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებული პირი, იზოლაციაში მყოფი პირი, სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების თანამშრომელი, დამკვირვებელი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი), რომლის რეგისტრაციის მისამართი და ამ დადგენილებით განსაზღვრული მისი ადგილსამყოფელი №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია  (რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები) განთავსებული.”.

6. მე-6 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების მიმართ, აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული მარკირება არ გამოიყენება.”;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სპეცჯგუფს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესში დახმარება შესაძლოა გაუწიოს აღნიშნული დაწესებულებების პერსონალმა.”;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მყოფი:

ა) ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 დამკვირვებელს, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში;

ბ) საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო  დაწესებულებაში;

გ) საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო  დაწესებულებაში;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 1 წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილი იქნება დააკვირდეს ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს სტაციონარულ სამკურნალო  დაწესებულებაში.”.

7. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი”-„მ” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ”-„დ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები არ უნდა შევიდნენ ამომრჩევლის ბინაში/სახლში/ოთახში;

გ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრებისა და დამკვირვებლების ამომრჩევლის ბინასთან/სახლთან/ოთახთან მისვლისთანავე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, ბინის/სახლის/ოთახის კარის სახელური და სხვა შეხებადი ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

დ) ამომრჩეველზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის  გადაცემა უნდა მოხდეს კონტაქტის გარეშე (მაგალითად, კარის სახელურზე ან ნებისმიერ ზედაპირზე შეხების, ბინაში/სახლში/ოთახში შესვლის გარეშე) და დაცული უნდა იქნეს უსაფრთხო დისტანცია 1,5-2 მეტრის დაშორებით;”.

8. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან უზრუნველყონ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ინფორმირება ამ დადგენილებით განსაზღვრულ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის წესის, დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა რეგისტრაციის/აკრედიტაციის წესის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და კენჭისყრისა და ხმის დათვლის წესების შესახებ (მაგ.: ფლაერები, რეკლამა, კლიპი, სატელეფონო კონტაქტი, სმს გზავნილი და სხვა).

2. ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან, ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ დაწესებულებებს, საჭიროებისამებრ წერილობით აცნობონ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, შესაბამისი საარჩევნო უბნების შექმნისა და  სპეცჯგუფების შემადგენლობის შესახებ.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი