1.
საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე tsalenjikha.gov.ge საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
2.
ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ვებგვერდზე ასევე ამ რეგლამენტის 147-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.
3.
საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე (www tsalenjikha.gov.ge );
4.
საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე (www tsalenjikha-sakrebulo.ge ) აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.
5.
საკრებულოს სამართლებრივი აქტები შესაძლებელია გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში, რომელიც ვრცელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 110. საკრებულოს სამართლებრივი აქტების და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 104. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 105. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 106. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 107. მერისათვის უნდობლობის გამოცხადების წესი
- მუხლი 108. საკრებულოს თანამდებობის პირის გადადგომა
- მუხლი 109. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 111. საკრებულოს სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა
- მუხლი 112. საკრებულოს სხდომის ოქმი
- მუხლი 113. საკრებულოს სხდომის ოქმის შენახვისა და სარგებლობის წესი
- მუხლი 114. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები
- მუხლი 115. წერილობითი და ზეპირი შეკითხვები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 110, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-110/