საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:
ა)
ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ-შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან 7 დღით ადრე მაინც;
ბ)
საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები-სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
გ)
ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში)-საკრებულოში წარდგენიდან 3 დღის ვადაში;
დ)
ბიუჯეტის შესრულების ანგარიში-საკრებულოში მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ე)
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით-ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
ვ)
საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქლაქეთა მიღების გრაფიკი-გრაფიკის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში;
ზ)
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს-შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში;
თ)
საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღებისა და შეხვედრის დღეეებს, ადგილსა და დროს-მიღებისა და შეხვედრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ი)
საკრებულოს, საკრებულოს წევრის, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების მუშაობის წლიური ანგარიშები-ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
კ)
მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა-საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
ლ)
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა-მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
მ)
პეტიცია-მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
ნ)
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინციატივა, მისი საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. თავი XVII
საკრებულოს აპარატ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 147. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა 5 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 137. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 127. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 145. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 140. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 141. მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება
- მუხლი 142. საკრებულოს წევრის შეხვედრები ამომრჩევლებთან
- მუხლი 143. საკრებულოს წევრის ანგარიში
- მუხლი 144. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
- მუხლი 145. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები
- მუხლი 146. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება
- მუხლი 148. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
- მუხლი 149. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
- მუხლი 150. საკრებულოს რეგლამენტის მიღება და ცვლილებების შეტანა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 147, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-147/