1.
საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2.
საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები შეიძლება შეტანილი იქნეს:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ)
საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ)
საკრებულოს წევრთა არა ნაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით;
დ)
საკრებულოს კომისიის ინციატივით;
ე)
პეტიციის წესით.
3.
საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა