1.
საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევნები საკრებულოს სხდომაზე ტარდება მხოლოდ ფარული კენჭისყრით.
2.
თუ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და მან ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი და მათგან ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მიიღო უფრო მეტი ხმა ხელახლა ეყრება კენჭი. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.
3.
თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა ტარდება არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ხმათა მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ მეორე ტურშიც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
4.
თუ არჩევნების პირველ ტურში მეორე ადგილზე გავიდა ორი ან მეტი კანდიდატი, მეორე ტურში კენჭი ეყრება მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები.
5.
ერთი და იგივე კანდიდატი შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.12.2025
მუხლი 98. არჩევნების ჩატარების ზოგადი წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 92. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
- მუხლი 93. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
- მუხლი 94. თვითმმართველი ერთეულის სახელით ხელშეკრულებათა დადება და გაუქმება
- მუხლი 95. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა
- მუხლი 96. პეტიციის წესით შემოტანილ წინადადებათა და ნორმატიული აქტების პროექტთა განხილვა
- მუხლი 97. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
- მუხლი 100. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი
- მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის წესი
- მუხლი 102. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი
- მუხლი 103. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების წესი
- მუხლი 104. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 98, №9, 22.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.104.016469 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5414654/muxli-98/