სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №137
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023347
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №137
2022 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული განვითარების“ (პროგრამული კოდი: 31 05 09) პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა.
2. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა.
მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ა) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე რეგისტრირებული კოოპერატივი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება;
ბ) ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე რეგისტრირებული კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;
გ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
დ) თანადაფინანსება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;
ე) განაცხადი − პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების მიზნით;
ვ) შემნახველი საწარმო – პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი შესაქმნელი ახალი, მშრალი ან/და სამაცივრე საწარმო.
მუხლი 4🔗. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი და შესაბამისობის კრიტერიუმები
1. პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს.
2. პოტენციური ბენეფიციარის თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.1 ჰა-ს.
3. პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 ჰა-ს.
მუხლი 5🔗. პროგრამის პირობები
1. პროგრამა ითვალისწინებს ახალი, მშრალი ან/და სამაცივრე, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას.
2. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას.
3. შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 ტონას.
4. პროგრამა ითვალისწინებს შემნახველი საწარმოსათვის მხოლოდ ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების) შეძენის/შექმნის თანადაფინანსებას.
5. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ძირითადი საშუალებების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს, არაუმეტეს 450,000 ლარისა.
6. შემნახველი საწარმო უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, რომლებსაც სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 6🔗. ბენეფიციარის ვალდებულებები
პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებებია:
ა) შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი საწარმოს ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. საწარმო ამოქმედებულად განისაზღვრება თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 18 თვისა, იმ შემთხვევაში, თუ გაცემულია თანადაფინანსების თანხა სრულად ან ნაწილობრივ. ამასთან, დასაშვებია სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვროს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვემდე ვადაში, ბენეფიციარის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე;
ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე არ დაუშვას პროგრამის მე-4 მუხლით განსაზღვრული მეპაიეებისა და მიწის ფართობის რაოდენობის შემცირება;
გ) ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავდროულად, დასაშვებია სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.
მუხლი 7🔗. განაცხადის მიღების, თანადაფინანსების დამტკიცების, გაცემის პროცედურა და მონიტორინგი
1. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას, ასევე სააგენტოს პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად წარსადგენი საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის გამცემ პირებს განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტო.
2. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა დასტურდებოდეს საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით.
მუხლი 8🔗. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.