შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №06/1-რ
2022 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
1. შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405504949) რეგისტრირებული იქნას სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012054.
2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფს“.
3. შპს „სადაზღვევო საბროკერო კომპანია თი ერ ჯი ჯგუფის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
1-06-4-202203221403 №06/1-რ ქ.თბილისი 22/03/2022
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი.