2022 წლის 2 აპრილს გასამართი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №29/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016634
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/03/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და თვითმმართველი თემის - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2022 წლის 2 აპრილს გასამართი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
29/2022
2022 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
2022 წლის 2 აპრილს გასამართი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსიЁ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გЁ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
1. თუ კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსიЁ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გამოსავლენი წარმომადგენლების რაოდენობას არ აღემატება, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტების წარმომადგენელს/წარმომადგენლებს ავტომატურად ენიჭება აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისათვის და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი