2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №40/2020 |
|
2020 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 25-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (პირველი ოქტომბერი). საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დადგენილებით განსაზღვროს ამავე მუხლით განუსაზღვრელი სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან ერთად უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას. შესაბამისად, შესაძლოა საჭირო გახდეს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების საარჩევნო კოდექსით დადგენილისაგან განსხვავებულ ვადაში გამართვა, რის გამოც: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 199-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ვერ გაიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა ან სხდომაზე ვერ იქნა არჩეული კომისიის ხელმძღვანელი პირი/პირები, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს მიეცეთ უფლება, შესაძლებლობისთანავე, ამ მუხლით დადგენილი მიზნებისთვის, განკარგულებით განსაზღვრონ საუბნო საარჩევნო კომისიების ახალი სხდომის მოწვევის თარიღი და დღის წესრიგი. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2020.
- როდის იქნა მიღებული „2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 28.09.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №40/2020. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.016512.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის განსხვავებული ვადის განსაზღვრის შესახებ“, №40/2020, 28.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016512 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5003299/