2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებში დამატებითი საარჩევნო ყუთის გამოყენების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42/2020
სარეგისტრაციო კოდი
010190020.15.008.016514
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №42/2020

2020 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებში დამატებითი საარჩევნო ყუთის გამოყენების შესახებ

2020 წლის 31 ოქტომბერს, ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ერთდროულად ტარდება საქართველოს პარლამენტის მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნები. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთდროულად გაიმართება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველს გადაეცემა საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის განკუთვნილი რამდენიმე სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, 2020 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია 50 საარჩევნო სუბიექტი, კერძოდ, 2 საარჩევნო ბლოკი და 48 პოლიტიკური პარტია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო უბნებში, სადაც ერთდროულად გაიმართება საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნები, კენჭისყრაში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი საარჩევნო ყუთის გამოყენება.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ერთდროულად ტარდება საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით უფლებამოსილია გამოიყენოს დამატებითი საარჩევნო ყუთი.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებითი საარჩევნო ყუთი უნდა დაილუქოს და მასში საკონტროლო ფურცელი მოთავსდეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. საკონტროლო ფურცელს ხელს აწერს ის ამომრჩეველი, რომლის საარჩევნო ბიულეტენები პირველად უნდა მოთავსდეს აღნიშნულ საარჩევნო ყუთში. დამატებითი საარჩევნო ყუთის დალუქვისა და მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-10 ან მომდევნო გვერდებზე.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი