„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 1 მარტის №22/2022 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 94%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №31/2022 |
|
2022 წლის 25 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 1 მარტის №22/2022 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 02/03/2022, 010250010.15.008.016627) დამტკიცებული დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC ⬇
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად
წარმოდგენილი დამხმარე სახელმძღვანელო მომზადებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად.
დამხმარე სახელმძღვანელო შემუშავებულია „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ ცესკოს 2022 წლის 18 თებერვლის №19/2022 დადგენილების, „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2022 წლის 2 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” ცესკოს 2021 წლის 23 აგვისტოს №52/2021 დადგენილების და „2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2022 წლის პირველი თებერვლის №06/2022 დადგენილების საფუძველზე.
საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
სარჩევი
ნაწილი I. საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 4
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი 4
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი 4
თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 5
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები 5
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 6
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 7
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 7
ნაწილი II . საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 8
თავი I. ამომრჩეველთა სიები 8
ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი გამოქვეყნების წესი 8
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 9
ამომრჩეველთა სპეციალური სია 9
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის დროებითი წესი 9
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 10
ამომრჩევლის ბარათი 12
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა 12
საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება 12
საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი 13
კენჭისყრის შენობის მოწყობა 14
ნაწილი III. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს 15
თავი I. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებები 15
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებები 15
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნები 15
თავი II . საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 16
საარჩევნო უბნის გახსნა 16
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები 16
დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა 17
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 17
თავი III. კენჭისყრის პროცესი 22
კენჭისყრის ჩატარება 22
კენჭისყრის გაგრძელება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების გარეშე 25
„ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა 27
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა 28
კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება 28
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა 28
კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა 30
თავი IV. საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება 32
საარჩევნო უბნის დახურვა 32
გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა 32
მთვლელების გამოვლენა, საარჩევნო უბნის მოწყობა ხმების დათვლის პროცედურისთვის და ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები 33
ამომრჩეველთა სიების, გაფუჭებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა 35
ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაცია 35
ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა 36
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვა 36
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა 37
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა 39
სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქვა, საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის 40
ნაწილი IV. კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები 40
თავი I. კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია 40
კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი 41
თავი II. კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება 42
დანართი №1. საუბნო საარჩევნო კომისიაში წარსადგენი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები 43
დანართი №2. ცნობა განცხადების/საჩივრის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარების შესახებ 44
დანართი №3. ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე 45
ნაწილი I. საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი
საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს არაუმეტეს 17 წევრისგან:
← 8 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია;
← 9 წევრს ნიშნავენ პარტიები.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.
აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში (13 მარტი), კენჭისყრის დღეს (2 აპრილი) და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს (3 აპრილი).
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის მომენტიდან:
← კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში
← მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებსა და ტრენინგ/სემინარებში;
← ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;
← საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ან კომისიის მდივანს;
← დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.
← იმყოფებოდეს საუბნო საარჩევნო კომისიაში, კენჭისყრის წინა დღეს, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა /არაჯეროვანი შესრულება ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება განხილული იქნას, როგორც დისციპლინური გადაცდომა და გახდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/კომისიის მდივნად ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/კომისიის მდივნად დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე მიეთითება სხდომის გამართვის თარიღი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
← კომისიის თავმჯდომარე;
← კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
← კომისიის მდივანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
← იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას;
← განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე;
← იღებს და ანაწილებს კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და კორესპონდენციას;
← პირადად აგებს პასუხს საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის შენახვისთვის/გაცემისთვის;
← საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს;
← კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილებას;
← პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის;
← ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
← კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა სახის საარჩევნო საბუთს;
← ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
← ამზადებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და განკარგულებათა პროექტებს;
← პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;
← ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
← ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა, მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ:
← ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს;
← ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს;
← ცესკოს აპარატისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;
← ცესკოში ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;
← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში;
← ცესკოში ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;
← ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).
ყურადღება!
საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. თუ დამრღვევი პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი
კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი, ხოლო კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი (კომისიის უფლებამოსილი პირი).
კომისიის უფლებამოსილი პირი, კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 10-დან 18 საათამდე, გარდა კენჭისყრის დღისა. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია.
I. შემოსული დოკუმენტაცია
კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია კომისიაში შემოსული დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი. ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი, ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია. სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტაციას კომისიის უფლებამოსილი პირი წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს.
ყურადღება!
დოკუმენტის/განცხადების მიღების და სარეგისტრაციო ჟურნალში სათანადო რეგისტრაციის შემდეგ კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა (იხ. დანართი №2), რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, აგრეთვე ჟურნალში მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. აღნიშნული ცნობა კომისიის უფლებამოსილმა პირმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
II. გასული დოკუმენტაცია
კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია დოკუმენტის გაცემა რეგისტრაციაში გაატაროს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.
კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის უფლებამოსილი პირი აკეთებს წარწერას: „დოკუმენტი გაცემულია” და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის განკარგულება და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა დაუყოვნებლივ.
სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ყოველი დღის 18 საათზე, გარდა კენჭისყრის დღისა. სარეგისტრაციო ჟურნალის ორივე ნაწილში ბოლო ჩანაწერის შემდეგ აღინიშნება „ჟურნალი დახურულია“ და მიეთითება თარიღი და ზუსტი დრო. ამ აღნიშვნას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს. სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში იმავე თარიღით დამატებით რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.
ყურადღება!
კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.
კენჭისყრის დღეს სარეგისტრაციო ჟურნალი იწარმოება მთელი საარჩევნო პროცესის პარალელურად. კენჭისყრის დღის ყველა პროცედურის დასრულებისა და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით.
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები
საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:
← კომისიის განკარგულება;
← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 6 წევრი). ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას (არანაკლებ 9 ხმა).
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მეორე დღესვე გამოიკვრება საარჩევნო უბანში.
ნაწილი II . საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
თავი I. ამომრჩეველთა სიები
ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი გამოქვეყნების წესი
საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (31 მარტი) გადაეცემა საბოლოო, დაზუსტებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე), ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (სამაგიდო სია ფოტოსურათებით), ასევე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სია (სია ფოტოსურათებით). ერთ-ერთ ვერიფიკაციის აპარატში ასევე ჩატვირთული იქნება ამომრჩეველთა სპეციალური სია (არსებობის შემთხვევაში).
ყურადღება!
კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას განთავსდეს დაზუსტებული ვერსია.
დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ ამომრჩეველთა სამაგიდო სიის ბეჭდური ვერსიის და მისი ასლის გატანა, ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების, ასევე ამომრჩეველთა სამაგიდო სიის ბეჭდურ ვერსიაში არსებული მონაცემების დამუშავება (მათ შორის, ფოტოვიდეოგადაღება, შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ქმედებების განხორციელება აუცილებელია საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება
(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 26.2.ბ; მუხლი 31.7)
საუბნო საარჩევნო კომისია:
← ამოწმებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სისწორეს და შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (15 მარტი), სიაში ცვლილების შეტანის წინადადებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას;
← ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით - ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.
ამომრჩეველთა სპეციალური სია
საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (30 მარტი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას ასევე გადასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „კომისიის წევრია“.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (15 მარტი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), შესაბამისი დოკუმენტების (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მას სპეციალურ სიაში რეგისტრაციაში გაატარებს საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს წარდგენილი დოკუმენტების ფოტოასლებს.
იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში/პასპორტში არ არის მითითებული რეგისტრაციის მისამართი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უკავშირდება ცესკოს ცხელ ხაზს.
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის დროებითი წესი
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (27 მარტი) წერილობითი ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.
შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი ამომრჩევლის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილმა პირმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, მისი პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული საარჩევნო უბნის ნომერი, სადაც იგი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.
ყურადღება!
ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (27 მარტი) საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.
საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული, მათ შორის, ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციისა და, აგრეთვე, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (30 მარტი), ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას (საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია)).
ყურადღება!
ადაპტირებულ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობებში.
კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას (სამაგიდო სია).
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი სპეციალურ სიაში. ასეთ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობის“ აკეთებს ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“. ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.
ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ, თუ:
← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა (ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს);
← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობით ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც (30 მარტი).
ამომრჩევლის წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. ამ განცხადების მიღებას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.
სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში უთითებს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დროს, ტელეფონის ნომერს, ამომრჩევლის სახელს, გვარს, მის პირად ნომერს და იმ მისამართს, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.
თუ მისამართი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას, არ შედის იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ამომრჩეველი რეგისტრირებულია, მას განემარტება, რომ ის არ შეიყვანება აღნიშნული უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.
← სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი (კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას);
← იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;
← იმყოფება პატიმრობაში;
← სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;
← საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური წოდების მქონე პირია, რომლის სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მის ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
← მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია.
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (სამაგიდო სიაში) შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სამაგიდო ვერსიაში, გარდა ამომრჩევლის პირადი ნომრისა) მისი შედგენისთანავე გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (კედლის და სამაგიდო) მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“, ხოლო ერთიანი სიის კედლის და სამაგიდო ვერსიებში, შესაბამის გვერდზე ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე შესაბამისი პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.
ამომრჩევლის ბარათი
საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა (31 მარტი) საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიღებული ამომრჩეველთა ბარათები.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა დაუბრუნონ კომისიის მდივანს ის ამომრჩეველთა ბარათები, რომლებიც ვერ დაურიგეს ამომრჩევლებს.
ყურადღება!
ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა
საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება
საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიისგან იღებს:
საარჩევნო დოკუმენტაციას:
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის და სამაგიდო);
← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (კედლის და სამაგიდო);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის და სამაგიდო) ბლანკებს;
← ამომრჩეველთა ბარათებს;
← საარჩევნო ბიულეტენებს (საარჩევნო ბიულეტენები შეფუთულია 50-50 ცალად თავფურცლის გარეშე);
← ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შესწორების ოქმის ფორმას;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს.
საარჩევნო ინვენტარს:
← ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს, რომლებშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სია ფოტოსურათებით, ერთ-ერთ ვერიფიკაციის აპარატში ასევე ჩატვირთული იქნება ამომრჩეველთა სპეციალური სია (არსებობის შემთხვევაში). საარჩევნო უბანში ყოველი 800 ამომრჩევლისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სულ ცოტა 1 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი;
← ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილ გაუმჭვირვალე ყუთს/ყუთებს;
← ძირითად ყუთს, მასზე დასამონტაჟებელ ხმის ელექტრონულ მთვლელ აპარატს (საარჩევნო უბნებში შეიძლება გამოყენებული იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატი);
← გადასატან საარჩევნო ყუთს (საჭიროებისამებრ);
← საარჩევნო ყუთის ლუქებს;
← საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქებს;
← ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილი გაუმჭვირვალე ყუთის/ყუთების ლუქებს და ჭრილის ლუქებს;
← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს და სამელნე ბალიშს;
← კენჭისყრის კაბინებს (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შშმ პირებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);
← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);
← საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერებს;
← გამადიდებელ ლინზას მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალურ ჩარჩო-ფორმას უსინათლო ამომრჩევლებისთვის;
← ვიდეოგადამღებ მოწყობილობას, ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცის მიზნით;
← ასლგადამღებ მანქანას;
← პორტატულ კომპიუტერებს (შესაძლებლობის ფარგლებში);
← ლითონის შემკერს („სტეპლერს“).
სხვა საარჩევნო მასალას:
← კანდიდატთა სიებს;
← ცესკოს განკარგულებით დამტკიცებულ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს (იკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე);
← ამონარიდს ცესკოს დადგენილებიდან/საარჩევნო კოდექსიდან, რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს და სხვა.
საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელი პირი. კომისიის თავმჯდომარე პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, კომისიის სპეციალური ბეჭდის, შემაჯამებელი ოქმისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის.
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს:
✓ საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიებს (სამაგიდო სია ფოტოსურათებით);
✓ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს, რომლებშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სია (სია ფოტოსურათებით). ერთ-ერთ ვერიფიკაციის აპარატში ასევე ჩატვირთული იქნება ამომრჩეველთა სპეციალური სია (არსებობის შემთხვევაში);
✓ 50-50 ცალად, თავფურცლის გარეშე შეფუთულ საარჩევნო ბიულეტენებსა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;
✓ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაციის მიზნებისთვის (ვიდეოგადამღებ მოწყობილობაზე აღინიშნება შესაბამისი საარჩევნო უბნის ნომერი).
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის/აპარატების, ასევე ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება:
← მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;
← გადაცემული მასალის/ინვენტარის რაოდენობა (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის რაოდენობა, საარჩევნო ბიულეტენების შეკვრების რაოდენობა; ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობა; ვიდეოგადამღები მოწყობილობის რაოდენობა);
← მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.
ყურადღება!
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს, საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.
კენჭისყრის შენობის მოწყობა
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (1 აპრილი) მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს:
← ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;
← ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერი (ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფარული კენჭისყრის კაბინა ეწყობა შემდეგნაირად: კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან (ამომრჩევლისთვის შესასვლელი) რჩება გახსნილი და ეს მხარე მიმართული იქნება კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი);
← მაგიდა ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტებისთვის (უნდა იდგეს ძირითად საარჩევნო ყუთთან ახლოს);
← აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები და ძირითად საარჩევნო ყუთზე დასამონტაჟებელი ხმის დათვლის სპეციალური აპარატი.
კენჭისყრის შენობაში ძირითადი საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და ხმის ელექტრონულ მთვლელ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსების შემდეგ, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტი დადოს სპეციალურად გამოყოფილ მაგიდაზე და დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.
კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:
← ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);
← კანდიდატთა სიები;
← ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;
← ამონარიდი ცესკოს დადგენილებიდან/საარჩევნო კოდექსიდან, რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;
← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.
ნაწილი III. საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
თავი I. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებები
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებები
საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კენჭისყრის შენობის დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.
კენჭისყრის შენობის შესასვლელთან განთავსებული უნდა იქნეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის საშუალება) და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხელის დასამუშავებელი ხსნარი (კენჭისყრის შენობაში შესვლისას და შენობის დატოვებისას ხელის დეზინფექციის მიზნებისთვის).
კენჭისყრის დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურები, სამუშაო მაგიდების და ა.შ.) სათანადო წესით წმენდა/დეზინფექცია და პერიოდულად კენჭისყრის შენობის ბუნებრივი ვენტილაცია.
კენჭისყრის დღისთვის კენჭისყრის შენობაში განთავსებული უნდა იქნეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცების, თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი.
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დამლაგებლის მომსახურებით (შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების აღჭურვით).
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში შესვლის/გამოსვლის და შენობაში ყოფნის/გადაადგილებისას დასაცავი სანიტარიულ - ჰიგიენური მოთხოვნები
ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობაში შესვლამდე გათვალისწინებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება პირბადის გარეშე. ამასთან, კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.
ყურადღება!
✓ პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით ან აღნიშნული ავადმყოფობების შესახებ რაიმე ტიპის დამადასტურებელი დოკუმენტით (მ.შ., სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა და სხვ.)).
✓ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე პირს აძლევს გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად, პირი აგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული პირბადის ტარების წესის დარღვევას, კომისიის თავმჯდომარე მიუთითებს მას დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ დამრღვევი ნებაყოფლობით არ ასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების თაობაზე. კომისიის მდივანი დამრღვევი პირის შესახებ ინფორმაციას აღნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში.
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საქმიანობას განახორციელებენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით (პირბადე, დამცავი ფარი და ერთჯერადი ხელთათმანები).
თავი II . საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები
საარჩევნო უბნის გახსნა
საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათსა და 45 წუთზე.
ყურადღება!
თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის დღის განმავლობაში ატარონ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფორმები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ განხილული იქნება როგორც დისციპლინური გადაცდომა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;
← ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;
← შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს;
← რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);
← რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი);
← მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 2 წარმომადგენელს).
ყურადღება!
✓ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშანი (მოწმობა).
✓ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია.
დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა
დამკვირვებელი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს სარგებლობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილებებით, მათ შორის, მას უფლება აქვს:
← კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
← დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;
← კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს უფლება არ აქვს:
← ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
← გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
← აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
← ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
← კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
← დაარღვიოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ სხვა მოთხოვნები.
ყურადღება!
დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლია კენჭისყრის შენობაში აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ ხდება კენჭისყრის კაბინის ან ამომრჩეველთა სამაგიდო სიის გადაღება.
დაუშვებელია დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის მიერ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების დამუშავება (მათ შორის, ფოტოვიდეოგადაღება, შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება; მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა რეგისტრაციის და საარჩევნო ბიულეტენების გაცემის პროცესს. ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავების აკრძალვა ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ კენჭისყრის პროცესი წარიმართება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის/აპარატების გამოყენების გარეშე, ამომრჩეველთა სამაგიდო სიის ბეჭდური ვერსიის გამოყენებით.
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები
საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:
საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის გახსნისთანავე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გადასცემს კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი და გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-2, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მე-10 და მომდევნო გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს საარჩევნო უბნის გახსნის შემდგომ კენჭისყრის შენობაში გამოცხადებული კომისიის წევრის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მონაცემები, მათი საარჩევნო უბანში შემოსვლის დროის მითითებით და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს დალუქული პაკეტების მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი, ხსნის მას (ბეჭდის ნომერს კომისიის მდივანი უთითებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის გასანაწილებელი ფუნქციებია:
← ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი (სულ ცოტა ერთი რეგისტრატორი ყოველ 800 ამომრჩეველზე);
← გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი (აუცილებლობის შემთხვევაში);
← ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი;
← ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიის წევრი.
ყურადღება!
წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი.
საარჩევნო ყუთისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ზედამხედველობას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, კომისიის სხვა წევრი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ჩატარებამდე უნდა შეადაროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელი ფუნქციების რაოდენობას.
თუ წილისყრის ჩატარების დროს დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდება გასანაწილებელ ფუნქციებზე:
← 1-ით ნაკლები, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;
← 2-ით ნაკლები, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად კომისიის თავმჯდომარე ასრულებს ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას;
← 3-ით ნაკლები, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობის შემცირებასთან ერთად კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას, ხოლო საარჩევნო ყუთისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის, ასევე ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას ასრულებს კომისიის თავმჯდომარე.
პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ატარებს წილისყრას რეგისტრატორი კომისიის წევრების გამოსავლენად.
ყურადღება!
რეგისტრატორი კომისიის წევრის გამოსავლენად გათვალისწინებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;
← გამოსავლენი რაოდენობის შესაბამისად ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „რეგისტრატორი“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა, და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
ყურადღება!
თუ წილისყრაში მონაწილე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა შეესაბამება წილისყრით გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, წილისყრა არ ტარდება და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრებს ავტომატურად მიენიჭებათ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქცია.
თუ წილისყრაში მონაწილე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა აღემატება წილისყრით გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობას, მაშინ ამომრჩეველთა რეგისტრატორები გამოვლინდებიან წილისყრით.
თუ წილისყრაში მონაწილე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდება წილისყრით გამოსავლენი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრთა რაოდენობაზე ნაკლები, წილისყრა არ ტარდება, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს ავტომატურად მიენიჭება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქცია და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულებას ავალებს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრს/წევრებს.
ამის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ატარებს წილისყრას გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად (აუცილებლობის შემთხვევაში).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;
← 2 ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა, და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.
ყურადღება!
თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების (ნაკადის მომწესრიგებელი, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი) გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრთა გამოვლენის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს მორიგ წილისყრას დარჩენილი ფუნქციების გასანაწილებლად.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
← კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;
← ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „ნაკადის მომწესრიგებელი“, „ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემა შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მე-5 გვერდზე დროის მითითებით. კომისიის წევრი ხელმოწერით ადასტურებს ფუნქციის გადაცემას.
თუ კომისიის რომელიმე წევრი კომისიაში წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი შრომის ანაზღაურების საკითხს − საოლქო საარჩევნო კომისია.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა სიების მიხედვით, აგრეთვე მიღებული საარჩევნო ბიულეტენების და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობებს. კომისიის მდივანს აღნიშნული მონაცემები, გარდა ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობისა, შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში. სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ააქტიურებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესს და აპარატიდან/აპარატებიდან ბეჭდავს საწყის ანგარიშს/ანგარიშებს. ამობეჭდილ საწყის ანგარიშს/ანგარიშებს ინახავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარე ვერიფიკაციის პროცესის გააქტიურების შემდეგ, ამომრჩეველთა რეგისტრატორებს მისცემს მითითებას, რომ აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდონ ამომრჩეველთა სია (ამომრჩევლის რიგითი ნომრის, გვარის და ფაქტობრივი მდგომარეობის მითითებით), რომელიც გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას სადემონსტრაციო ოქმთან ერთად.
ყურადღება!
რეგისტრატორების მაგიდასთან გამოიკვრება ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიების შესაბამისად ამომრჩეველთა გვარების ანბანური თანმიმდევრობა და ამომრჩეველთა ნომრების თანმიმდევრობა.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამოწმებს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ საარჩევნო ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით დალუქავს მათ. ძირითადი საარჩევნო ყუთი ილუქება იმგვარად, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენის ხელით მოთავსება ან/და ამოღება და საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის მოხსნა.
ყურადღება!
საარჩევნო უბანში შეიძლება გამოყენებული იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატი.
საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდავს დასტურს („ნულოვან ამონაწერს“) იმისა, რომ იმ დროისთვის არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა აპარატის საშუალებით და ამონაბეჭდს გადასცემს კომისიის მდივანს შესანახად.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს საარჩევნო ყუთის/ყუთების ინდივიდუალური ლუქის/ლუქების ნომრები და დალუქვის ზუსტი დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე. ამავე გვერდზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ხელმოწერით ადასტურებენ ცარიელი საარჩევნო ყუთების დალუქვასა და ამონაწერში მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ მომენტისათვის აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობებს საარჩევნო ყუთების დალუქვისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატიდან დასტურის ამობეჭდვის („ნულოვანი ამონაწერი“) შესახებ.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს გადასცემს მასალებს.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს გადასცემს:
← 50 ცალად შეფუთული საარჩევნო ბიულეტენების თითო შეკვრას (რეგისტრატორმა უნდა გადაამოწმოს შეკვრაში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტე და თავმჯდომარესთან ერთად ხელმოწერით დაადასტუროს მიღება-ჩაბარების აქტით);
← საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერს (ამომრჩევლისთვის საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის განმარტების პროცესში საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩევლის მიერ საცდელი წრის გაფერადების მიზნით);
← ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;
← მარკირების სითხეს;
← ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილ გაუმჭვირვალე ყუთს (გადაცემამდე კომისიის თავმჯდომარე ლუქავს აღნიშნულ ყუთს/ყუთებს).
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადასცემს მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს.
თავი III. კენჭისყრის პროცესი
კენჭისყრის ჩატარება
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღის (2 აპრილს) 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი:
← არეგულირებს კენჭისყრის შენობაში შემომსვლელი ამომრჩევლების ნაკადს (ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვას (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში)).
← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და შემოწმების პროცესში დროებით მოიხსნას პირბადე.
ყურადღება!
თუ ამომრჩეველი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს დროებით არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში.
← ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება.
ყურადღება!
თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი ვინაობა მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ამომრჩეველს კენჭისყრის ოთახში შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება. კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო.
ყურადღება!
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამომრჩეველი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირი კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება პირბადის და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე.
ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორთან გადის რეგისტრაციას. ამ მიზნით:
← რეგისტრატორი სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
← ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შესაბამისობას. ამ მიზნით სთხოვს ამომრჩეველს დროებით მოიხსნას პირბადე;
ყურადღება!
თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და არ უნდა გადაეცეს საარჩევნო ბიულეტენი.
თუ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი.
აღნიშნულ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით.
← შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში, ამომრჩეველთა რეგისტრატორი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID ბარათი) ატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის MRZ წამკითხველში (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა). ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩევლის მიერ წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებულ ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებს ადარებს აღნიშნულ აპარატში ჩატვირთულ ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს და მონაცემების შესაბამისობის შემთხვევაში, აპარატს ეკრანზე გამოაქვს ამ ამომრჩევლის მონაცემები;
ყურადღება!
თუ ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემთა ძებნას აპარატში ახორციელებს ხელით.
თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა, საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული. საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
← ვერიფიკაციის აპარატის მიერ ამომრჩევლის მონაცემთა შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს უკეთებს მარკირებას (მარკირება კეთდება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე, თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია – მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე). ამის შემდგომ ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვერიფიკაციის აპარატიდან ბეჭდავს ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითარს, რომელზეც ხელს აწერს ამომრჩეველი. აღნიშნულ ქვითარს რეგისტრატორი ათავსებს სარეგისტრაციო მაგიდაზე განთავსებულ გაუმჭვირვალე დალუქულ ყუთში;
ყურადღება!
✓ მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა;
✓ თუ ვერიფიკაციის აპარატი დააფიქსირებს, რომ კენჭისყრის შენობაში ხმის მისაცემად გამოცხადებული ამომრჩეველი შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ან სხვა უბნისთვის განკუთვნილ სპეციალურ სიაში, მას საარჩევნო უბანში აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა;
✓ ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „იმყოფება უცხოეთში“ ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ზოგადი წესით.
← ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენს და ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს;
← საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს, აფერადებინებს ამომრჩეველს ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ წრეს (წრეებს).
ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების საჭირო რაოდენობის ნაკლებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს აღნიშნული სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველ კომისიის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს მათი რაოდენობის შევსებას საამისოდ განკუთვნილი მაგიდიდან.
საარჩევნო ბიულეტენისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში, სპეციალური მარკერის გამოყენებით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს და ათავსებს მას სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში (საარჩევნო ბიულეტენზე არსებულ შესაბამის ნიშნულამდე). საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება.
ყურადღება!
✓ თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი (შესაბამისი საარჩევნო უბნის სხვა ამომრჩეველი), გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.
✓ თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, მათ ეს უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტი ახლით. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ ბიულეტენს ცალკე ინახავს.
ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალური ჩარჩო-კონვერტში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენით ამომრჩეველი მიდის ძირითად საარჩევნო ყუთთან.
საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრი, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი აქვს, განუმარტავს ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის ხმის ელექტრონულ მთვლელ აპარატში მოთავსების წესს. ამომრჩეველი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებულ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საარჩევნო ყუთისა და აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრი.
ყურადღება!
✓ საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.
✓ დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს, დააკვირდეს ხმის ელექტრონულ მთვლელ აპარატში სპეციალური ჩარჩო-კონვერტების საშუალებით საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებას.
✓ თუ ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, იგი ჩაითვლება გაფუჭებულად, ცალკე შეინახება და კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. კომისიის თავმჯდომარის დავალებით რეგისტრატორი ვალდებულია შეუცვალოს ამომრჩეველს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ახალი საარჩევნო ბიულეტენით (თუ აღმოჩნდა, რომ ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ უკან დაბრუნებული ბიულეტენი არის დაუდგენელი ნიმუშის, აღნიშნული არ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას და გადაიდება ცალკე. თუ აღმოჩნდა, რომ ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ უკან დაბრუნებული საარჩევნო ბიულეტენი არის სხვა უბნისთვის განკუთვნილი, ასეთ შემთხვევაშიც აღნიშნული საარჩევნო ბიულეტენი არ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას, გადაიდება ცალკე და მისი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).
მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი აპარატის საშუალებით აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი დებს ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის შენობის გასასვლელში ამომრჩევლისთვის უზრუნველყოფილი იქნება სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავების შესაძლებლობა.
ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიის წევრი თვალყურს ადევნებს ამომრჩევლის მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე მოთავსებას და უზრუნველყოფს უკვე გამოყენებული სპეციალური ჩარჩო-კონვერტების გადაცემას რეგისტრატორებისათვის.
კენჭისყრის გაგრძელება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების გარეშე
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ, რის თაობაზეც ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე კენჭისყრა გრძელდება აპარატის/აპარატების საშუალებით.
იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა შესაბამისი აპარატით/აპარატებით კენჭისყრის გაგრძელება, შესაბამისი აპარატის/აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე დგება აქტი და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე.
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შესაბამის ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს/წევრებს გადასცემს საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიას/სიებს (სამაგიდე სია ფოტოსურათებით); ერთ-ერთ რეგისტრატორს აგრეთვე გადაეცემა ამომრჩეველთა სპეციალური სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კომისიის თავმჯდომარე ხსნის ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრების მოსათავსებლად განკუთვნილ გაუმჭვირვალე დალუქულ ყუთს/ყუთებს და მასში მოთავსებული ქვითრების საფუძველზე რეგისტრატორი კომისიის წევრი/წევრები სიაში/სიებში შესაბამის ამომრჩეველთა გასწვრივ რეგისტრატორის გრაფაში აკეთებს/აკეთებენ ხელმოწერას. პროცედურის დასრულებისთანავე, ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები ხელახლა თავსდება აღნიშნული დოკუმენტაციისთვის განკუთვნილ გაუმჭვირვალე ყუთში/ყუთებში, კომისიის თავმჯდომარე ლუქავს ამ ყუთებს, მათ შორის, ილუქება ყუთის/ყუთების ჭრილი.
საჭიროების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები ასრულებს/ასრულებენ ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციას.
ყურადღება!
რეგისტრატორების მაგიდასთან გამოიკვრება რეგისტრატორების მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად ამომრჩეველთა გვარების ანბანური თანმიმდევრობა და ამომრჩეველთა ნომრების თანმიმდევრობა.
ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გარეშე კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა რეგისტრაციას ახორციელებს შედეგი წესის დაცვით:
← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
ყურადღება!
თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა, საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული. საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
← ამოწმებს ამომრჩევლის მიერ წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას. ამ მიზნით სთხოვს ამომრჩეველს დროებით მოიხსნას პირბადე. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:
✓ სახელი;
✓ გვარი;
✓ დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
✓ მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);
← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათის და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობას;
ყურადღება!
თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა.
თუ ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.
თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი.
აღნიშნულ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით.
← ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას;
ყურადღება!
მარკირება კეთდება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე, თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია - მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე;
მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა.
← ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში;
← მიუთითებს ამომრჩეველს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით, რის შემდეგაც ამომრჩეველს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენს და ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს;
ყურადღება!
თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის ერთიან სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით).
← საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს, აფერადებინებს ამომრჩეველს ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ წრეს (წრეებს).
ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების შემთხვევაში, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატს ხსნის ძირითად საარჩევნო ყუთს, რომელსაც აქვს საარჩევნო ბიულეტენის მოსათავსებლად სპეციალური ჭრილი, რის შემდგომაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს საარჩევნო ბიულეტენი მოათავსოს პირდაპირ საარჩევნო ყუთში.
„ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა
(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილება)
ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, კენჭისყრაში მონაწილეობს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:
← ამომრჩეველი არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს;
← ამომრჩეველთა რეგისტრატორი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას (ID ბარათი) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს ატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის MRZ წამკითხველში (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობის წაკითხვადი ზონა);
← იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გამოყენების გარეშე, ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის გადაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს;
← ამომრჩეველს უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა;
← აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში დებს და ხმის ელექტრონილ მთვლელ აპარატში ათავსებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებაში.
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.
საუბნო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში წესრიგის დამრღვევი გააძევოს იმ შენობიდან, სადაც კომისიაა განთავსებული. დამრღვევის გაძევების შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ფაქტთან დაკავშირებით სათანადო აღნიშვნა კეთდება ჩანაწერთა წიგნში. თუ დამრღვევი პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.
ყურადღება!
დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.
თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობით პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.
გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის ან დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება
კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება. თუ რაიმე გარემოება აფერხებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი ხორციელდება ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების გარეშე.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, სურვილისამებრ, უფლება აქვთ, დააკვირდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცემს:
← დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;
← საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს;
← საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერებს;
← სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქს;
← ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილ კალმისტრებს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ამომრჩევლების შესაბამისად, სიაში ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის დაფიქსირების მიზნებისთვის).
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და მეთვალყურეები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ პირბადე, სახის დამცავი ფარი, ხელთათმანები და ხელის სადეზინფექციო ხსნარი.
კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი:
← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას.
ყურადღება!
მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ.
← ხელს აწერს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას.
ყურადღება!
თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით).
← საარჩევნო ბიულეტენს, ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტთან ერთად, გადასცემს ამომრჩეველს.
ყურადღება!
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ამომრჩეველს განუმარტავს საარჩევნო ბიულეტენის შევსების და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესს. ამომრჩეველს მიეთითება სპეციალური მარკერით გააფერადოს ამომრჩევლისთვის გადაცემულ საარჩევნო ბიულეტენზე არსებული საცდელი წრე (წრეები). ამომრჩეველმა შევსებული საარჩევნო ბიულეტენი უნდა მოათავსოს ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენზე არსებულ შესაბამის ნიშნულამდე.
← ამომრჩეველი ფარულობის პრინციპის დაცვით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს.
ყურადღება!
თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.
თუ ამომრჩეველს ან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტი ახლით.
← გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი ხსნის გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილს და უთითებს ამომრჩეველს, ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოათავსებული საარჩევნო ბიულეტენი ჩაუშვას მასში.
ყურადღება!
თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერონ თანმხლებ პირებთან ერთად.
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი/გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტები.
ყურადღება!
✓ კომისიის მდივანი ამოწმებს გადასატანი ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სისწორეს. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით.
✓ ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში.
✓ კომისიის მდივანს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო შეაქვს ჩანაწერთა წიგნში.
✓ კომისიის თავმჯდომარე გამოუყენებელ/გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს აჭრის კუთხეს, აწერს გაფუჭებულია და ხელმოწერით ადასტურებს.
კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა
რეკომენდებულია, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მითითებით, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა/რეგისტრატორებმა 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდონ ანგარიში/ანგარიშები.
შესაბამისი პერიოდისთვის კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დადგენის მიზნით, ამობეჭდილ ანგარიშში/ანგარიშებში მითითებულ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას (რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) ემატება ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობისას) ხელმოწერების ჯამი.
რეკომენდაცია
რეკომენდებულია, ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათებზე, ასევე ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში, გადაითვალონ მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით). გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის დადგენა შესაძლებელია კომისიის თავმჯდომარისგან მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასთან რეგისტრატორთან დარჩენილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შედარებით.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრატორების მიერ დათვლილ მონაცემებს ადარებს ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილ ანგარიშში/ანგარიშებში მითითებულ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას.
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით (მასში ასახული მონაცემების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში გათვალისწინების მიზნით).
თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი გაგრძელდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გარეშე, 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათზე კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დადგენა ხდება საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით (რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით).
რეკომენდაცია
საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესის ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გარეშე მიმდინარეობისას, რეკომენდებულია ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათებზე, ასევე ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში, გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით), მათ მიერ გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით). გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის დადგენა შესაძლებელია კომისიის თავმჯდომარისგან მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობასთან რეგისტრატორთან დარჩენილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შედარებით.
კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ დათვლილი მონაცემების სისწორეს.
[pic]
თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (მასში ასახული მონაცემების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში გათვალისწინების მიზნით).
საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატით ან აპარატის გარეშე), საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, 12:00 და 17:00 საათის მდგომარეობით, უთითებს კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას. მონაცემები ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას.
რეკომენდებულია
ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა, კენჭისყრის დასრულების შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გარდა, ასევე მიაწოდონ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები. კომისიის თავმჯდომარე მონაცემებს აცნობებს საოლქო საარჩევნო კომისიას.
თავი IV. საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება
საარჩევნო უბნის დახურვა
კენჭისყრის პროცედურა სრულდება და კენჭისყრის შენობა იკეტება 20:00 საათზე. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უთითებს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობას. როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება.
ყურადღება!
კენჭისყრის დასრულებისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატში/აპარატებში ასრულებს ვერიფიკაციის პროცესს, აპარატიდან/აპარატებიდან ბეჭდავს საბოლოო ანგარიშს და ინახავს ხმების დათვლის პროცესისთვის. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, აპარატში არსებული ინფორმაცია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა შესახებ ინახება ელექტრონულად კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პირმა, ხმების დათვლისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს საარჩევნო უბანი.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 26-ე და 27-ე გვერდზე შეაქვს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი, გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.
ყურადღება!
კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ, კენჭისყრის შენობაში შესვლისა და კენჭისყრის შენობის დატოვების უფლება აქვთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს.
გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა
საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ, თავდაპირველად იხსნება გადასატანი საარჩევნო ყუთი.
თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის მეშვეობით ათავსებს ძირითად საარჩევნო ყუთში იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა.
ყურადღება!
✓ თუ ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატი უკან აბრუნებს გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ამოღებულ საარჩევნო ბიულეტენს, ასეთი საარჩევნო ბიულეტენი ცალკე დაიდება იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა და შემდგომ შეერევა ძირითადი საარჩევნო ყუთიდან/ყუთებიდან დათვლის მიზნებისთვის ამოღებულ საარჩევნო ბიულეტენებს.
✓ თუ გადასატან საარჩევნო ყუთში სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი აღმოჩნდა, ცალკე დაიდება და ძირითად ყუთში აღმოჩენილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის რაოდენობებს დაემატება.
საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის პროცედურის წარმართვის შემთხვევაში, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებს ძირითად საარჩევნო ყუთში იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. ამ პროცესის დასრულებისთანავე, საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს ძირითადი საარჩევნო ყუთის ჭრილს.
ყურადღება!
იმ საარჩევნო უბანში, სადაც გამოყენებულია ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთ-ერთ ძირითად საარჩევნო ყუთში ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს (რეგულაცია ვრცელდება როგორც ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების შემთხვევაზე, ასევე აპარატის გარეშე საარჩევნო ბიულეტენების გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცესზე).
იმ შემთხვევაში, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
ყურადღება!
თუ გადასატან საარჩევნო ყუთში სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი აღმოჩნდა, ცალკე დაიდება და ძირითად ყუთში აღმოჩენილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის რაოდენობებს დაემატება.
გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარე ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს/ამონაწერებს (შემდგომში „ამონაწერს”). აღნიშნული მონაცემების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო ამონაწერი შეინახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
ყურადღება!
ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი ამონაწერი/ამონაწერები იკვრება კენჭისყრის შენობაში სადემონსტრაციო ოქმთან ერთად.
მთვლელების გამოვლენა, საარჩევნო უბნის მოწყობა ხმების დათვლის პროცედურისთვის და ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით შეარჩევს ოთხ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს ორ მეთვალყურეს. თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს კომისიის თავმჯდომარე.
საარჩევნო უბანზე მყოფ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ავტომატურად ენიჭებათ უფლებამოსილება, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში.
ყურადღება!
მთვლელების გამოვლენის მიზნით ჩასატარებელ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რომლების წარმომადგენელებსაც ავტომატურად მიენიჭათ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება.
მთვლელების გამოსავლენად კომისიის თავმჯდომარე:
← კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთნაირ ფურცლებს;
← ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „პირველი მთვლელი“, „მეორე მთვლელი“, „მესამე მთვლელი“, „მეოთხე მთვლელი“;
← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;
← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე (კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას).
კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები ხმების დათვლის პროცედურისთვის ამზადებენ საარჩევნო უბანს, ისე, რომ:
← მაგიდის ერთ მხარეს მთვლელებმა დაიკავონ ადგილი (ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ);
← კომისიის თავმჯდომარემ შეძლოს ყველა მთვლელის დანახვა;
← წილისყრით გამოვლენილმა ორმა წარმომადგენელმა და დამკვირვებლებისგან გამოვლენილმა ორმა მეთვალყურემ ადგილი დაიკავონ მთვლელების გვერდით (ერთი მეთვალყურე დგება მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე – მესამე მთვლელთან);
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) ორი მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესის დანახვა.
კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან უნდა მიიტანოს:
← ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი საბოლოო ანგარიში;
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;
← გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;
← ძირითადი საარჩევნო ყუთი/ყუთები.
მთვლელები ითვლიან კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა დგინდება ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი საბოლოო ანგარიშის მონაცემების, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით დათვლილი ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა და რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში მითითებული შესაბამისი მონაცემების გათვალისწინებით.
ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი საბოლოო ანგარიში ინახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
ყურადღება!
საარჩევნო უბანში, სადაც კენჭისყრის პროცესი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გარეშე წარიმართა, კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან ასევე უნდა მიიტანოს კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, ამომრჩეველთა სპეციალური სია (ასეთის არსებობისას).
მთვლელები ითვლიან კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის სიაში და კომისიის მდივანს აღნიშნული მონაცემები (რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში მითითებული შესაბამისი მონაცემების გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
ამომრჩეველთა სიების, გაფუჭებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა
კომისიის მდივანი გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს აჭრის კუთხეს.
კომისიის მდივანი ცალ-ცალკე პაკეტებში ათავსებს:
← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
← გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს.
ყურადღება!
საარჩევნო უბანში, სადაც კენჭისყრის პროცესი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის გარეშე წარიმართა, კომისიის მდივანი ასევე ცალ-ცალკე პაკეტებში ათავსებს ამომრჩეველთა ერთიან სიებს, ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (ასეთის არსებობისას).
თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო დოკუმენტაციის სახე და რაოდენობა. პაკეტები ილუქება, დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.
ყურადღება!
საარჩევნო დოკუმენტაციისა და საარჩევნო ინვენტარის დალუქვისთვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
ამომრჩეველთა სიების და გამოუყენებელი/გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს იმ შემთხვევების რაოდენობას, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათის ერთმანეთთან შეუსაბამობას, აგრეთვე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას (მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში). საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ლუქავს აღნიშნულ დოკუმენტებს, დალუქულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს, დოკუმენტების სახეობას და აწერს ხელს.
ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაცია
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაცია ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის მომენტიდან საარჩევნო ბიულეტენების დასტების დალუქვის მომენტის ჩათვლით.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ვიდეოგადამღები მოწყობილობა განათავსოს იმდაგვარად, რომ სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი.
კენჭისყრის შენობაში ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებას და ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩაწერას უზრუნველყოფს პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან (რომლებიც საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.
თუ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღეს უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ან კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდება კენჭისყრის შენობაში, ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებას და ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩაწერას უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.
ყურადღება
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე (ან საჭიროებისამებრ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) პასუხისმგებელია ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებაზე და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის დაზიანებისგან ან წაშლისგან დაცვაზე.
ვიდეოგადამღები მოწყობილობის შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის შენობაში ხმის დათვლის პროცესის დროს უფლებამოსილი არიან იმყოფებოდნენ ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური პერსონალი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ საუბნო საარჩევნო კომისიებს.
ვიდეოგადამღები მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.
ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა
კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას და ხსნის ძირითად საარჩევნო ყუთს.
ყურადღება!
თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
იმ საარჩევნო უბანში, სადაც გამოყენებულია ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითად საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ საარჩევნო ბიულეტენებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესს.
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვა
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების და დათვლის მიზნით, პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბილეტენს და აცხადებს ვისთვისაა მიცემული ხმა, საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო სუბიექტების მიხედვით გადასცემს მეორე და მესამე მთვლელს, ხოლო მეოთხე მთვლელს გადასცემს დაუდგენელი ნიმუშის/საეჭვო და ბათილ საარჩევნო ბიულეტენებს (ასეთის არსებობისას).
ყურადღება!
პირველი მთვლელი ვალდებულია საარჩევნო ბიულეტენი ხელში იმდაგვარად დაიკავოს, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია.
ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომლის შესაბამის სვეტში გაფერადებულია/მონიშნულია მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე.
დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად, თუ:
← გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე;
← არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე;
← შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
← გადასატანი საარჩევნო ყუთიდან ამოღებულ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი.
ყურადღება!
იმ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრის პროცესი წარიმართა ხმის ელექტრონული აპარატის გარეშე, დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი ბათილად მიიჩვევა ასევე იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის (ასეთი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს კომისიის თავმჯდომარე დებს ნამდვილი ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში.
საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ:
← ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები;
← თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმები.
კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას და კომისიის მდივანთან ერთად ამოწმებს მონაცემების სისწორეს. მიღებული შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.
საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქონ:
← ბათილი საარჩევნო ბიულეტენები (მათ ეწერება „ბათილია“);
← საარჩევნო სუბიექტების კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტები.
ყურადღება!
თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა დაეწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, სუბიექტის მონაცემები (სახელი და გვარი) და საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
ბათილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა დაეწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
დალუქულ პაკეტებს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა
საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები დასტურდება მხოლოდ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმით (მას და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ფოტოასლს გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა).
საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში ბეჭდური ფორმით ასახულია შემდეგი ინფორმაცია:
← არჩევნების დასახელება და კენჭისყრის თარიღი;
← საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
← საარჩევნო უბნის ნომერი;
← გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;
← N1 გრაფაში – ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
← N2 გრაფაში – მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
← საარჩევნო სუბიექტების დასახელება (რიგითი ნომრების მითითებით);
← ოქმის შედგენის წელი და თვე.
ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიის მდივანი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შესაბამის შემაჯამებელ ოქმს და შეაქვს შემდეგი მონაცემები:
← N3 გრაფაში – სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;
← N4 გრაფაში – არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ყველა სახის (ერთიანი, /სპეციალური/გადასატანი საარჩევნო ყუთის სია) ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე;
← N5 გრაფაში – არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში, ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
← N6 გრაფაში – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
← საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
ყურადღება!
N3, N4, N5, N6 გრაფებში, ასევე სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მოცემულ ოთხდანაყოფიანი უჯრებიდან მეოთხე (ბოლო) უჯრაში მდივანმა უნდა შეიტანოს ერთეულების თანრიგის ციფრი, მესამე უჯრაში – ათეულების თანრიგის ციფრი, მეორე უჯრაში – ასეულების თანრიგის ციფრი, პირველ უჯრაში – ათასეულების თანრიგის ციფრი;
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემების გრაფაში დარჩება ცარიელი უჯრა/უჯრები, სავალდებულოა კომისიის მდივანმა ცარიელ უჯრაში/უჯრებში შეიტანოს სიმბოლო „X“.
[pic]
← კომისიის სპეციალური ბეჭდის ნომერი.
საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში სპეციალურად განკუთვნილ გრაფაში აღინიშნება მონაცემი, რომელსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი, რასაც ადასტურებს ხელმოწერით). განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს მათი შედგენის თარიღი და დრო (საათი და წუთი). კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით. კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.
ყურადღება!
აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება.
თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის N3, N4, N5, N6 გრაფებში, ასევე კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მონაცემების შეტანისას შეცდომა იქნა დაშვებული, შეცდომის გამოსასწორებლად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ კეთდება ჩანაწერი „შესწორებულია“ და დგება შესწორების ოქმი.
კომისიის მდივანი შესწორების ოქმს ადგენს კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, რომელშიც შეაქვს შემდეგი მონაცემები:
← საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;
← საარჩევნო უბნის ნომერი;
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი გრაფის ნომერი, რომელშიც შედის შესწორება; რიცხვი, რომელიც უნდა გასწორდეს ამ გრაფაში და ის რიცხვი, რომელიც უნდა ეწეროს მის ნაცვლად;
← კანდიდატის სახელი და გვარი, რომლის გასწვრივ მონაცემებში შედის შესწორება;
← რიცხვი, რომელიც უნდა გასწორდეს ამ გრაფაში და ის რიცხვი, რომელიც უნდა ეწეროს მის ნაცვლად.
საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი. კომისიის მდივანი შესწორების ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. შესწორების ოქმი დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა.
თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა კომისიის სპეციალური ბეჭდის ნომრის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღის/დროის შეტანისას, ან არ მოხდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმება კომისიის სპეციალური ბეჭდით და ასეთი ფორმით გაიცა მისი ფოტოასლი, კომისიის მდივანმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა
კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლები გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით ფოტოასლების მიღებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.
სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქვა, საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის
ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი და ჩანაწერთა წიგნი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით.
კომისია ლუქავს:
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს და მასთან ერთად განცხადებებს/საჩივრებს (ასეთის არსებობისას), ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატიდან ამონაბეჭდებს (დასტური, რომ ყუთების დალუქვამდე ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ და წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი), ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარტიდან/აპარატებიდან ამობეჭდილ საბოლოო ანგარიშს/ანგარიშებს;
← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი).
ყურადღება!
კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და სარეგისტრაციო ჟურნალი არ ილუქება.
კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო ინვენტარს და საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას, რომელშიც მოთავსებულია დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია და მისგან განცალკევებით:
← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, შესწორების ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსხვავებული აზრის ამსახველ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← სარეგისტრაციო ჟურნალს და საუბნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს.
საარჩევნო ინვენტარის და საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით დგება მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები, რის შემდეგაც თითოეულს გადაეცემა აქტის თითო ეგზემპლარი.
ყურადღება!
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიას, საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა გადასცეს:
✓ ვიდეოგადამღები მოწყობილობა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერთან ერთად, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, ხმების ელექტრონული მთვლელი აპარტი/აპარატები;
✓ ვერიფიკაციის აპარატიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი ამომრჩევლების ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითარების განსათავსებლად განკუთვნილი დალუქული ყუთი/ყუთები.
ნაწილი IV. კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები
თავი I. კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს საუბნო საარჩევნო კომისიაში და დამკვირვებელს უფლება აქვს:
← განცხადება/საჩივარი გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს;
← კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე).
ყურადღება!
არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს პრეტენზია, შენიშვნა ან საჩივარი.
კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით).
საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე, ხოლო განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში, ასევე ჩანაწერთა წიგნში და განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ცნობას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს.
ყურადღება!
თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა დააფიქსირეს (აღმოაჩინეს) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი
(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება)
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;
← საარჩევნო უბნის ნომერს;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.
განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით ან წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს ჩანაწერს „ხარვეზი“. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.
ყურადღება!
ხარვეზის შევსების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთპიროვნულად ადგენს განცხადების/ საჩივრის მიმღები პირი.
ხარვეზის შევსების შემთხვევაში კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სარეგისტრაციო ჟურნალში წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.
ყურადღება!
დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება.
თავი II. კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება
(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება)
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისია ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივანი წერს „დარღვევა აღმოფხვრილია“ და უთითებს ზუსტ დროს.
იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საარჩევნო უბნის გახსნიდან (07:00 საათიდან) ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევები დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად).
იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევებს, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში).
ყურადღება!
საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორს შეუძლია მოითხოვოს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა. (ეხება საარჩევნო უბანს, სადაც განხორციელდა ხმის დათვლის პროცესის ფიქსაცია). საჩივარში უნდა მიეთითოს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის შესახებ. აღნიშნული საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 10-წუთიანი ინტერვალის ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით. საჩივრის წარმდგენს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში.
საუბნო საარჩევნო კომისია წარდგენილ განცხადებას/საჩივარს არ განიხილავს და გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:
← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
← განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და ჩადენის დრო;
← განცხადება/საჩივარი შეტანილი იქნა კანონით დადგენილი ვადისა და წესის დარღვევით;
← დადგენილ ვადაში არ შეივსო წარდგენილი განცხადების/საჩივრის ხარვეზი.
დანართი №1 - საუბნო საარჩევნო კომისიაში წარსადგენი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები
განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;
← განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
← საარჩევნო უბნის ნომერი*;
← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;
← დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;
← დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;
← დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;
← განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;
← განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;[1]
← სხვა დამატებითი ინფორმაცია.
დანართი №2
№ „……“…………………… საარჩევნო ოლქი
№ „……“……………………. საუბნო საარჩევნო კომისია
ცნობა
განცხადების/საჩივრის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარების შესახებ
განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: ....................................................................................
განცხადების/საჩივრის მიღების დრო: ............................................................................................
განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ..................................................................
კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი: ....................................
/ხელმოწერა/
დანართი №3 – ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე
(მომზადებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილების მიხედვით)
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია:
← კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება, რათა არ გამჟღავნდეს ამომრჩევლის არჩევანი;
← ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის და სხვა ისეთი ინფორმაციისა ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.
კენჭისყრის პროცესის ხელშეუშლელად მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით:
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ;
← საარჩევნო კომისიის წევრებმა ინტერვიუ უნდა მისცენ კენჭისყრის პროცესში მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
← ამომრჩეველს − ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში;
← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;
← საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს);
← შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 2 წარმომადგენელს);
← შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);
← ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს) (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი)).
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცესი იმ პერიოდში, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდეგაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები გატანილი უნდა იქნეს კენჭისყრის შენობიდან.
← ერთსა და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ერთხელ, არაუმეტეს 10 წუთისა ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს ნებისმიერი ადგილიდან, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფით.
← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს (მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ ფოტოვიდეოგადაღება აწარმოონ 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში) შეუძლიათ კენჭისყრის დღეს მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსებული სტაციონარული ფოტოვიდეოგადამღები აპარატის მეშვეობით. ამ ადგილიდან უნდა ჩანდეს საარჩევნო ყუთი.
-----------------------
* აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
*** აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდე სგანცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.
-----------------------
I
II
III
IV
V
VI
VII
I
II
III
IV
VI
V
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა
გაცემული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა
ნიმუში
I
I
I
I
I
I
I
I
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
II
II
II
II
II
II
II
II
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში
III
III
III
III
III
III
III
III
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება
დარღვევებზე რეაგირება