„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 1 თებერვლის №12/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23/2022
სარეგისტრაციო კოდი
010250010.15.008.016628
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №23/2022

2022 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 1 თებერვლის №12/2022 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის, 2036 მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 1 თებერვლის №12/2022 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 02/02/2022, 010250010.15.008.016617) დამტკიცებული ინსტრუქცია შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელებლად

წარმოდგენილი დამხმარე სახელმძღვანელო მომზადებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად.

დამხმარე სახელმძღვანელო შემუშავებულია „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ ცესკოს 2022 წლის 18 თებერვლის №19/2022 დადგენილებისა და „2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2022 წლის პირველი თებერვლის №06/2022 დადგენილების საფუძველზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

სარჩევი

ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი 5

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება 5

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა 5

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები 5

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები 6

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები 7

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/ კამპანიაში 7

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი 8

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება 8

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა 9

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი 10

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 10

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი 11

ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში 13

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება და კომისიის პირველი სხდომის ორგანიზება 13

საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი 13

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა 14

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი 15

თავი II. ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი 15

ამომრჩეველთა ერთიანი სია 15

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი 16

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება 16

ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 17

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი 17

ამომრჩეველთა სპეციალური სია 18

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის დროებითი წესი 19

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი 21

თავი III. მზადება კენჭისყრის დღისთვის 22

საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის 22

კენჭისყრის შენობის მოწყობა 24

ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია 25

თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია 25

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია 25

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა 27

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 27

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია 28

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია 30

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება 30

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია 30

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიების შემოწმება და კანდიდატის რეგისტრაცია 32

არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა 34

არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია 35

მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა/საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება 36

არჩევნებში მონაწილეობის/კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება 36

საარჩევნო სუბიექტების მიერ კანდიდატად წარდგენილი „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე პირის საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურები 37

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა 37

ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდში 38

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია 38

თავი II. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში 39

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება 39

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა დათვლა 40

თავი III. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 43

კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში 43

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა 43

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნების არჩევნების შედეგების დადგენა 44

ნაწილი V. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები 45

თავი I. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება 45

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია 46

განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში 46

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია 46

ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება 47

თავი III. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა 49

თავი IV. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა 51

თავი V. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი 51

დანართი N1 52

დანართი N2 53

ნაწილი I. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

თავი I. საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილება

საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 19; მუხლი 20)

საოლქო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან:

← 5 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (5 წლის ვადით);

← 3 წევრს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია (აირჩევა არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე);

ყურადღება!

ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.

← 9 წევრს ნიშნავენ პარტიები (ეს წევრები ინიშნებიან არჩევნების დანიშვნის შემდეგ და უფლებამოსილება უწყდებათ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე).

ყურადღება!

პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მხოლოდ კენჭისყრის დღემდე 3 კვირით ადრე. პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები

საოლქო საარჩევნო კომისია მის სამოქმედო ტერიტორიაზე სრულად ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის:

← საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

← განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

← განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის;

← დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

← განკარგულებით ანიჭებს ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს;

← განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

← საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმს;

← განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

← უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

← განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, მათ შორის, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას − გადაწყვეტილებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და მათი უფლებამოსილებები

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 8; მუხლი 22; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი ‒ მუხლი 2; მუხლი 4; მუხლი 9.4; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი ‒ მუხლი 1.5)

საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

← კომისიის თავმჯდომარე;

← თავმჯდომარის მოადგილე;

← კომისიის მდივანი.

კომისიის თავმჯდომარე:

← ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

← უძღვება კომისიის სხდომას;

← საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისიის შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე (სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია);

← განკარგავს კომისიის ფინანსურ სახსრებს;

← შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალთან;

← საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

← განკარგულებით იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს და განსაზღვრავს პირველი სხდომების დღის წესრიგს;

← ბრძანებით განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობას;

← სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;

← სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს;

← ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს.

თავმჯდომარის მოადგილე:

← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებას (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

კომისიის მდივანი:

← ანაწილებს კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კორესპონდენციას;

← ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს, ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

← განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

← განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

← განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1.ბ; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7)

საოლქო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:

← კომისიის განკარგულება;

← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

← კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;

← კომისიის მდივნის განკარგულება;

← კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები.

საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობა და შეზღუდვები წინასაარჩევნო აგიტაციაში/ კამპანიაში

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 45.4.ა; მუხლი 45.9-10; მუხლი 46.4)

საოლქო საარჩევნო კომისია იღებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებიდან იმ შენობა-ნაგებობების შესახებ, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), აგრეთვე ინფორმაციას სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ ინფორმაციას უგზავნის ცესკოს.

საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ გადაცემული წინასაარჩევნო კამპანიისთვის (აგიტაციისთვის) გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის გასაჯაროებას მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, აგრეთვე ამ შენობა-ნაგებობების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების მომზადება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის მოთხოვნით იწვევს კომისიის სხდომას.

კომისიის მდივანი სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას აკრავს განცხადებას სხდომის მოწვევის შესახებ, სხდომის თარიღის, ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ:

← ცესკოს წევრებსა და ცესკოს წარმომადგენლებს;

← ცესკოს აპარატის და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;

← ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;

← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში;

← ცესკოს მდივნის ან/და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს;

← ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად;

← კონკრეტული საკითხის/საკითხების განსახილველად მოწვეულ დაინტერესებულ მხარეებს (რომლებიც დღის წესრიგით გათვალისწინებულ შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ტოვებენ სხდომას).

კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირებს, კომისიის სხდომისთვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება, ცესკოს 2017 წლის 21 აგვისტოს N33/2017 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება დამრღვევი პირის (მათ შორის, კომისიის წევრის) კომისიის სხდომიდან გაძევების შესახებ, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევებასაც. თუ დამრღვევი პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის თაობაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი (თანამდებობის პირი) და დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმების შესახებ („საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ - მუხლი 911; მუხლი 93.1).

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.3; მუხლი 42.5; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი დავალებით - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც ამავე კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.

კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას დასწრების ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებენ. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი.

კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად, უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს დამატებით გამოვიდეს სიტყვით 2 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საარჩევნო კომისიის წევრებს ან/და კომისიის თანამშრომლებს, როგორც განსახილველ საკითხზე მომხსენებლებს, სხდომაზე გამოსვლისათვის ეძლევათ არაუმეტეს 10 წუთისა და საჭიროებისამებრ, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება დაემატოთ არაუმეტეს 5 წუთისა.

კონკრეტული საკითხის განხილვისას, სხდომის თავმჯდომარის თანხმობითა და მის მიერ განსაზღვრული დროით, კომისიის წევრების შემდეგ, სხდომაზე დასწრების უფლების მქონე და განსახილველი საკითხის განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შეიძლება მიეცეთ დრო, რომელიც უნდა იყოს გონივრული და ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ერთსა და იმავე საკითხზე, ერთსა და იმავე პირის მიმართ, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებისამებრ, დამატებითი დროის გამოყოფის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს აქვს უფლება, შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომაზე მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

სხდომაზე საკითხის განხილვის პროცესში მხარეებისათვის და მხარის მიერ კითხვების დასმა და მასზე პასუხების გაცემა დასაშვებია მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.4; მუხლი 8.5; მუხლი 8.6; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 7; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ საარჩევნო კოდექსით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 6 წევრი).

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გაუქმების, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნის და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას (გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით).

კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ვალდებული არიან განკარგულება ხელმოწერისთანავე გამოაკრან საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას საჯარო გაცნობისათვის.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.7-9; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9; მუხლი 10)

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების მიმდინარეობა ფიქსირდება სხდომის ოქმში. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის მდივანი სხდომის ოქმს აფორმებს სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე უთითებს სხდომის გამართვის თარიღს.

ყურადღება!

კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს.

განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 71.9. 75.8, 77.53, 29; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)

საოლქო საარჩევნო კომისიაში საქმისწარმოება ხორციელდება როგორც ელექტრონული ასევე მატერიალური ფორმით. ელექტრონული საქმისწარმოება ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფის - საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის – „eDocument” მეშვეობით, რომლითაც ხორციელდება შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება და დამუშავება, მათ შორის განცხადებების/საჩივრების მიღება და დამუშავება. მატერიალური საქმისწარმოებით ხორციელდება მმართველობითი დოკუმენტების: საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების/ბრძანების, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების, სხდომის ოქმისა და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა და დამუშავება. განცხადება/საჩივრების მიღება/რეგისტრაცია შესაძლებელია იწარმოებოდეს მატერიალური ფორმითაც.

წერილების/განცხადებების/საჩივრების რეგისტრაციის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი, ან როდესაც შეუძლებელია მდივნის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წლით არჩეულ წევრთაგან ერთ-ერთი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კომისიის წევრის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე პერსონალი (შემდგომში - კომისიის უფლებამოსილი პირი)

ყურადღება!

კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ რეგისტრაციას საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.

კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია კომისიაში შემოსული ყოველგვარი დოკუმენტაცია (წერილი, განცხადება, საჩივარი) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის - eDocument” მეშვეობით, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.

საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის - eDocument” მეშვეობით სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა/სარეგისტრაციო ბარათი, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია დოკუმენტებს იღებს სამუშაო დღის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, 18:00 საათის შემდეგ იკრძალება საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემაში - eDocument” რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი. არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო დოკუმენტაცია გაიცემა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით).

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), მისი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს.

კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

ნაწილი II. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება და კომისიის პირველი სხდომის ორგანიზება

საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 24.1,2,4; მუხლი 761 მუხლი 1961.14; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილება)

საუბნო საარჩევნო კომისია შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1961 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები, საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია კომისიის სხდომაზე, სახელობითი კენჭისყრით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით (12 წევრი), იმ პირობით,რომ მომხრე 12 წევრიდან 3 მაინც უნდა იყოს 5 წლის ვადით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

ყურადღება!

არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პარტიის მიერ იყო დანიშნული.

იმ შემთხვევაში თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ასეთ შემთხვევაში ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად, გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატს მხარს დაუჭერს საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა - 9 წევრი. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. წილისყრისთვის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარის დავალებით:

▪ კანდიდატების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;

▪ ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კანდიდატების მონაცემებს (სახელი და გვარი);

▪ წილისყრის ფურცელს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაგიდაზე ათავსებს დაკეცილ წილისყრის ფურცლებს (წილისყრის ფურცლები უნდა დაიკეცოს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი მონაცემების წაკითხვა). კომისიის თავმჯდომარე არსებული ვაკანსიის შესაბამისი რაოდენობის გათვალისწინებით სათითაოდ იღებს წილისყრის ფურცლებს. არჩეულად ჩაითვლება წილისყრის შედეგად გამოვლენილი კანდიდატი/კანდიდატები.

ყურადღება!

თუ ზემოაღნიშნული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, იმართება ხელახალი კენჭისყრა, ასეთ შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საოლქო საარჩევნო კომისიის უმრავლესობა - 9 წევრი. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხელახალი კენჭისყრისას სხვებზე მეტი ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო, ასეთ შემთხვევაში ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად

საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს უფლება აქვს, განხილვის მიზნით, გაეცნოს კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციას. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობისას დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის მიზნით გამართულ სხდომაზე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ურიგდებათ დადგენილი ფორმის ცხრილის სახით ამობეჭდილი კონკურსანტების ჩამონათვალი, რომელშიც კონკურსანტების სახელისა და გვარის გარდა, აგრეთვე, მიეთითება თუ რომელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს მას შეტანილი განცხადება. საარჩევნო კომისიის თითოეული წევრი ცხრილში შემოხაზავს თუ რომელ კანდიდატს/კანდიდატებს აძლევს იგი ხმას, თითოეულ გვერდზე მიუთითებს თავის სახელსა და გვარს, მოაწერს ხელს და დოკუმენტს გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის მდივანს. საარჩევნო კომისიის სხდომის მდივანი ითვლის ხმის მიცემის შედეგებს, რომელსაც ასახავს სპეციალურ ცხრილში და აცხადებს თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას.

ყურადღება!

იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის შემადგენლობაში კანონით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის შესავსებად წევრთა არჩევის უფლება აქვს კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.2,3, 23; მუხლი 25.21)

საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (3 მარტი). პირველი სხდომა მოიწვევა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ, რის თაობაზეც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას და განსაზღვრავს პირველი სხდომების დღის წესრიგს. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, მაგრამ კომისიის არანაკლებ 9 წევრი. სხდომას, კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე, ხელმძღვანელობს კომისიის უხუცესი წევრი.

ყურადღება!

საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის „საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი, რომლებსაც ამავე კანონის შესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/კომისიის თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევის წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 25)

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/კომისიის მდივნად ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ/ კომისიის მდივნად დასახელებულ კანდიდატს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში და ხმა მისცეს საკუთარი კანდიდატურის სასარგებლოდ.

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში, ხოლო ოქმზე მიეთითება სხდომის გამართვის თარიღი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

თავი II. ამომრჩეველთა სიების შედგენის, გამოქვეყნებისა და მონაცემთა გადამოწმების წესი

ამომრჩეველთა ერთიანი სია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31)

ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სხვა შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებაზე.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

← გვარი, სახელი;

← დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

← მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);

← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

← ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

← ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

← სქესი;

← ფოტოსურათი (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემა და მისი გამოქვეყნების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.11; მუხლი 34.1)

საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს არაუგვიანეს პირველი შეკრების დღისა (კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე - 3 მარტი). გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია).

ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია - ფოტოსურათების გარეშე) და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა (31 მარტი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია), ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (სამაგიდო სია ფოტოსურათებით), ასევე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი/აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სია (სია ფოტოსურათებით).

ყურადღება!

დაუშვებელია სამაგიდო სიის და მისი ასლის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა. კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია უნდა გამოიკრას.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.7-71)

საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას და ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (15 მარტი), მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა.

ყურადღება!

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხორციელდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.

ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 21.მ; მუხლი 26.2.ბ; მუხლი 31.8-9)

საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივითა და განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, განცხადებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წინადადებების (სიებში ცვლილების შეტანის შესახებ - ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (17 მარტი).

ყურადღება!

ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულები არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებთან/ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.10)

შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა (20 მარტი) უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისიამ სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ, განკარგულებით უნდა შეიტანოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.

ამომრჩეველთა სპეციალური სია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32; მუხლი 31.12)

საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა 30 მარტი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ვერსიებს.

ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ფოტოსურათით ან ფოტოსურათის გარეშე. საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:

← საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (საოლქო საარჩევნო კომისიას ეს პირები სიაში შეჰყავს წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (28 მარტი));

← ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან (ამ პირთა სიას სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (27 მარტი));

← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (27 მარტი));

← ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (27 მარტი));

← საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არჩევნების დღეს მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება (საოლქო საარჩევნო კომისიას ამ პირთა სიას გადასცემენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა (8 მარტი), ხოლო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით - კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (27 მარტი)). სპეციალურ სიაში ასევე შეიტანება ამ კატეგორიის ამომრჩევლის შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე სამსახურის დაწყების და დასრულების თარიღები.

სპეციალური სიების შედგენის შემდეგ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იმ ამომრჩეველთა მონაცემებს, რომლებიც შეყვანილები არიან სხვა უბნის სპეციალურ სიებში, გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა სპეციალურ სიაში შეყვანილი ან სხვა უბნის სპეციალურ სიაში გადაყვანილი ამომრჩეველი უნდა მოძებნოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სამაგიდო და ასევე კედლის სიაში) და მისი გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა.

ყურადღება!

სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (15 მარტი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მისი რეგისტრაციის საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ (ამომრჩევლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები შეიტანება ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში). ამომრჩეველს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაუყოვნებლივ.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის დროებითი წესი

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (27 მარტი) წერილობითი ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო ან საუბნო საარჩევნო კომისიას.

შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი ამომრჩევლის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში და განცხადების მიღებას ადასტურებს ხელმოწერით. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილმა პირმა სარეგისტრაციო ჟურნალში უნდა მიუთითოს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დრო, ტელეფონის ნომერი, ამომრჩევლის სახელი, გვარი, მისი პირადი ნომერი და იმ ადაპტირებული საარჩევნო უბნის ნომერი, სადაც იგი ითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.

ყურადღება!

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაცია, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (27 მარტი) საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი.

საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული, მათ შორის, ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციისა და, აგრეთვე, მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (30 მარტი), ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას (საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას (კედლის სია)).

ყურადღება!

ადაპტირებულ საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა, საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიას (სამაგიდო სია).

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას აწვდის იმ საუბნო საარჩევნო კომისიას რომლის უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველიც იქნა შეყვანილი სპეციალურ სიაში. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობის“ აკეთებს ჩანაწერს „ეტლით მოსარგებლეა“. ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 32.8; მუხლი 33; მუხლი 34.1, 2.ე)

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ თუ:

← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);

← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა. ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს.

ყურადღება!

დადგენილი ზღვრული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ყოველი ახალი შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებებს განიხილავს და ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც (30 მარტი).

საუბნო საარჩევნო კომისიას, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ამომრჩეველთა სპეციალური სიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, შეჰყავს ამომრჩეველი, რომელიც:

← სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი (კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა;

← იმყოფება პატიმრობაში;

← იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;

← მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

← არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური წოდების მქონე პირი და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

← მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“ (ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ასევე აღინიშნება ამომრჩევლის შეყვანის მიზეზი) და დადასტურდეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

ყურადღება!

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ერთიან ან სპეციალურ სიაში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

თავი III. მზადება კენჭისყრის დღისთვის

საარჩევნო დოკუმენტაციის და ინვენტარის გადაცემა საუბნო საარჩევნო კომისიისთვის

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 63.9-11)

კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღემდე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემენ ყველა საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციას და ინვენტარს, კერძოდ:

საარჩევნო დოკუმენტაციას:

4 ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის სია; სამაგიდო სია - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა);

4 ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში (კედლის სია; სამაგიდო სია - კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა);

4 გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის სია, სამაგიდო სია) ბლანკებს;

4 ამომრჩეველთა ბარათებს;

4 საარჩევნო ბიულეტენებს (საარჩევნო ბიულეტენები შეფუთულია 50-50 ცალად თავფურცლის გარეშე);

4 ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;

4 კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);

4 კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შესწორების ოქმის ფორმებს;

4 კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს.

საარჩევნო ინვენტარს:

4 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს, რომლებშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სია ფოტოსურათებით (საარჩევნო უბანში ყოველი 800 ამომრჩევლისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სულ ცოტა 1 ამომრჩეველთა ვერიფიკაციის;

4 ძირითად ყუთს, მასზე დასამონტაჟებელ ხმის ელექტრონულ მთვლელ აპარატს (საარჩევნო უბნებში შეიძლება გამოყენებული იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატი);

4 გადასატან საარჩევნო ყუთს (საჭიროებისამებრ);

4 საარჩევნო ყუთის ლუქებს;

4 საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქებს;

4 საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს და სამელნე ბალიშს;

4 კენჭისყრის კაბინებს (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შშმ პირებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);

4 მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);

4 საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერებს;

4 გამადიდებელ ლინზას მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალურ ჩარჩო-ფორმას უსინათლო ამომრჩევლებისთვის;

4 ვიდეოგადამღებ მოწყობილობას, ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცის მიზნით;

4 ასლგადამღებ მანქანას;

4 პორტატულ კომპიუტერებს (შესაძლებლობის ფარგლებში);

4 ლითონის შემკერს („სტეპლერს“).

სხვა საარჩევნო მასალას:

← კანდიდატთა სიებს;

← ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებულ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს (იკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე);

← ამონარიდს ცესკოს დადგენილებიდან, რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს და სხვა.

საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს:

✓ საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიებს (სამაგიდო სია ფოტოსურათებით);

✓ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს, რომლებშიც ჩატვირთულია შესაბამისი საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სია (სია ფოტოსურათებით);

✓ 50-50 ცალად, თავფურცლის გარეშე შეფუთულ საარჩევნო ბიულეტენებსა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს;

✓ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაციის მიზნებისთვის (ვიდეოგადამღებ მოწყობილობაზე აღინიშნება შესაბამისი საარჩევნო უბნის ნომერი).

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის/აპარატების, ასევე ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება:

← მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;

← გადაცემული მასალის/ინვენტარის რაოდენობა (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის რაოდენობა, საარჩევნო ბიულეტენების შეკვრების რაოდენობა; ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობა; ვიდეოგადამღები მოწყობილობის რაოდენობა);

← მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს, საარჩევნო ბიულეტენებისა და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

კენჭისყრის შენობის მოწყობა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.4; მუხლი 58.5)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (1 აპრილი) მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს:

← ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;

← ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერი (ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფარული კენჭისყრის კაბინა ეწყობა შემდეგნაირად: კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან (ამომრჩევლისთვის შესასვლელი) რჩება გახსნილი და ეს მხარე მიმართული იქნება კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი);

← მაგიდა ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტებისთვის (უნდა იდგეს საარჩევნო ყუთთან ახლოს);

← აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები და ძირითად საარჩევნო ყუთზე დასამონტაჟებელი ხმის დათვლის სპეციალური აპარატი.

კენჭისყრის შენობაში ძირითადი საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან და ხმის დათვლის ელექტრონულ მთვლელ სპეციალურ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსების შემდეგ, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტი დადოს სპეციალურად გამოყოფილ მაგიდაზე და დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

← ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← კანდიდატთა სიები;

← ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებული საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

← ამონარიდი ცესკოს დადგენილებიდან, რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

ნაწილი III. საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია

თავი I. დამკვირვებელთა, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა რეგისტრაცია, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაცია

დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.2,4; მუხლი 40)

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა (23 მარტი), განცხადებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას და წარუდგენს ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ამონაწერი გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის /წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით). განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

ყურადღება!

ორგანიზაციის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

მოთხოვნის შემთხვევაში, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ, წერილობით აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/ დადასტურების მიზნით.

თუ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს უფლება, მას უარი უთხრას რეგისტრაციაზე.

საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. ასეთ შემთხვევაში კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლება-მოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა არის აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (28 მარტი) საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში/კომისიებში დანიშნული დამკვირვებელთა სია და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

დამკვირვებელთა სიაში უნდა აღინიშნოს:

← დამკვირვებლის ვინაობა (სახელი, გვარი; რეგისტრაციის ადგილი; საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი);

← საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი/უბნები, სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.

საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს შესაბამის საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია ელექტრონული ფორმით excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №297/2016 განკარგულება).

ყურადღება!

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები განსაზღვრულია ცესკოს ცესკოს 2021 წლის 26 ივლისის N41/2021 დადგენილებით.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 39.4), გარდა:

4 მოსამართლისა;

4 საარჩევნო კომისიის წევრისა;

4 პროკურატურის თანამდებობის პირისა;

4 საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

4 სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;

4 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა;

4 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

4 მუნიციპალიტეტის მერისა და მისი მოადგილისა;

4 საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა.

დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის ვადა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 40.9-10)

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა განკარგულებით რეგისტრაციაში გაატაროს დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები. დამკვირვებლის მოწმობა იმავდროულად წარმოადგენს დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს, ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან/პასპორტთან ერთად.

ყურადღება!

ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილია, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 42)

ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს, დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

4 ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;

4 სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

4 საარჩევნო კომისიის წევრი;

4 ადგილობრივი დამკვირვებელი;

4 პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.

ყურადღება!

ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნოს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებული პირის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, პირს უუქმდება წარმომადგენლის რეგისტრაცია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია.

საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის მიზნით საარჩევნო სუბიექტმა უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. საინიციატივო ჯგუფმა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლების დანიშვნის მიზნით, ასევე უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს (იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერაც იქნა რეგისტრაციაში გატარებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი).

საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ შესაბამის განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში.

განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის:

← გვარი, სახელი;

← მისამართი;

← საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის წარმომადგენლის სამკერდე ნიშანი, რომელიც ძალაშია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ან საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

ყურადღება!

საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა (1 აპრილი) და კენჭისყრის დღისა (2 აპრილი), დანიშნოს/გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები განსაზღვრულია ცესკოს ცესკოს 2021 წლის 26 ივლისის N41/2021 დადგენილებით.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 44)

რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები წარმომადგენლების აკრედიტაციის მიზნით, განცხადებას წარუდგენენ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა (28 მარტი). პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის. იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს:

4 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

4 მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

4 მოსამართლე;

4 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

4 საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი;

4 საარჩევნო სუბიექტი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

4 საარჩევნო კომისიის წევრი;

4 დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;

4 სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.

განცხადებას თან უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განცხადებას აგრეთვე უნდა ერთოდეს შესაბამის საარჩევნო კომისიებში დანიშნული წარმომადგენლების სია ელექტრონული ფორმით ე.წ. excel ფორმატში, CD ან სხვა ელექტრონული მატარებლის სახით (ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისათვის წარსადგენი განცხადების დანართის ელექტრონული ფორმის დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 14 ივლისის №298/2016 განკარგულება).

ყურადღება!

ორგანიზაციის წარმომადგენელთა აკრედიტაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობის და გადამოწმების შესაძლებლობით. მოთხოვნის შემთხვევაში, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი საოლქო საარჩევნო კომისიას წერილობით, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/ დადასტურების მიზნით.

განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობებს, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მას იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ხელმძღვანელობაზე /წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელთა აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.

არჩევნების (კენჭისყრის) დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა.

თავი II. საოლქო საარჩევნო კომისიაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაცია

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი - 134.1; მუხლი 141.1; მუხლი 154)

მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის, ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი - 361; მუხლი 141; მუხლი 144; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 მარტის N15/2018 დადგენილება)

მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 47-ე დღისა (14 თებერვალი) განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

← სახელი, გვარი;

← დაბადების თარიღი;

← პროფესია;

← თანამდებობა (საქმიანობა);

← სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია მიეთითება „უმუშევარია“);

← რეგისტრაციის ადგილი;

← პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

← საქართველოში ცხოვრების ვადა;

← ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც პირი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

← წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).

ყურადღება!

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.

განცხადებას, ხელს უნდა აწერდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი და უნდა ერთოდეს მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი პირის:

← წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე;

← საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

← უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

← ორი ფოტოსურათი;

← ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად;

← სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ხარვეზის შესახებ. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ.

რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 146​1)

რეგისტრირებული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია უქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადების საფუძველზე;

← თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ან თუ გაუქმდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია;

← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფიდან ყველა წევრის გასვლის შემთხვევაში.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიების შემოწმება და კანდიდატის რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 14.1.ჰ; მუხლი 38; მუხლი 141.8; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №11/2014 დადგენილება; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 მარტის N15/2018 დადგენილება)

კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა (10 მარტი საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

ყურადღება!

მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.

მხარდამჭერთა სიები საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენისთანავე ილუქება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც დასტურდება, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლის, ისე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ლუქზე ხელმოწერების დატანებით.

მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შემოწმება სრულდება მისი წარდგენიდან 3 დღეში. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს. მხარდამჭერთა ხელმოწერები შესრულებული უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულებით დამტკიცებული ნიმუშის ბლანკზე. ბლანკს აქვს განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ყოველი კანდიდატისთვის სხვადასხვაა და აღნიშნულია ბლანკის ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება საოლქო საარჩევნო კომისიაში. შესაბამის საარჩევნო კომისიაში, მხარდამჭერთა სიების დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ხელმოწერები ხელმომწერთა საერთო რაოდენობაში არ ჩაითვლება და არ დაექვემდებარება შემოწმების პროცედურებს.

ყურადღება!

თუ დაუდგენელი ნიმუშის ბლანკზე შესრულებული ხელმოწერების გამოკლებით, დარჩენილი ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველს უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

4 მითითებულია მხარდამჭერი ამომრჩევლის: მხოლოდ სახელი; მხოლოდ გვარი; გვარი და მხოლოდ სახელის ინიციალი; სახელი და მხოლოდ გვარის ინიციალი; მხოლოდ ინიციალები;

4 სრულად არ არის მითითებული დაბადების რიცხვი და თვე (აღინიშნება ორნიშნა რიცხვით) და წელი (აღინიშნება ოთხ ნიშნა რიცხვით);

4 სრულად არ არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი 11- ნიშნა ნომერი;

4 სრულად არ არის მითითებული ხელმოწერის თარიღი (მაგ.,01.08.2021), რომელიც უნდა ემთხვეოდეს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს;

4 ბლანკის გატანის თარიღი დაფიქსირებულია და დამოწმებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის ხელმოწერით ნიმუშზე, რომლის ერთი ეგზემპლარი ინახება საოლქო საარჩევნო კომისიაში;

4 არ ფიქსირდება ამომრჩევლის ხელმოწერა.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვალდებულია მიმდევრობით შეამოწმოს იმდენი ხელმოწერა, რამდენიც საჭიროა დადგენილ რაოდენობამდე მისაღწევად. გადაამოწმება ხორციელდება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში, ამასთან საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი ვალდებულია ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმებისას, მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული მონაცემების გარდა, დამატებით ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ტერიტორიაზე მხარდამჭერ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ფაქტი.

მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ასევე მიიჩნევა ბათილად თუ:

4 ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი (რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა);

4 ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით, განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

4 საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში/ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი.

ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის:

4 სახელი, გვარი;

4 პირადი ნომერი;

4 საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

4 ხელმოწერა;

4 ბლანკის შევსების თარიღი (რომელიც უნდა ემთხვეოდეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის მიერ ბლანკის გატანისა და შემოტანის თარიღებს შორის პერიოდს).

თუ შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, გაბათილებული ნაწილი უბრუნდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად.

საოლქო საარჩევნო კომისია, იმავე წესის დაცვით, კვლავ ამოწმებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს. თუ ხარვეზის შევსების მიუხედავად მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

← საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

← წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ზემოაღნიშნული საბუთების სრულყოფისთვის ეძლევა 2 დღე. შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (3 მარტი) და რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას, თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 144)

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (3 მარტი) სათანადო განცხადებით მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის, წარდგენის მიზნით.

საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში მონაწილე პარტია სათანადო განცხადებით მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:

← გვარი, სახელი;

← დაბადების თარიღი;

← პროფესია;

← თანამდებობა (საქმიანობა);

← სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

← საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

← რეგისტრაციის ადგილი;

← საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

← პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“).

განცხადება დამოწმებული უნდა იყოს პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით და უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად (პარტიის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 145)

პარტიის მიერ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა (5 მარტი) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატს, თუ წარდგენილი თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს ზემოაღნიშნული საბუთების სრულყოფისთვის ეძლევა 2 დღე.

შესწორებული მონაცემები მოწმდება და საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს ან იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატს, რეგისტრაციის შემდეგ, 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასცემს კანდიდატის მოწმობას.

მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმა/საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 136; მუხლი 141.9; მუხლი 145.7; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 მარტის N11 დადგენილება)

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს ან რეგისტრაციას გაუუქმებს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, ან სახეზეა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, მათ შორის:

← არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

← საინიციატივო ჯგუფის მიერ არ იქნა წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია ან მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადების დარღვევით;

← საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

← მაჟორიტარული წესით წარდგენილი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

← არსებობს მაჟორიტარული წესით წარდგენილი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო ოლქში წარდგენაზე ან ერთდროულად არჩევნებში მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე;

← დარღვეულია კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობის მოთხოვნები;

← გაუქმდა კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაცია;

← კანდიდატის პირადი განცხადების საფუძველზე;

← კანდიდატმა არ წარმოადგინა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა;

← თუ პირი გარდაიცვალა;

← საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

ყურადღება!

იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი (საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 47) სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდება წარდგენილი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

არჩევნებში მონაწილეობის/კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი - 146.1, 2, 21, 3;)

კანდიდატს/მის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა (21 მარტი), უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე/წარდგენილ კანდიდატზე (აღნიშნული დათქმა არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე), რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საარჩევნო სუბიექტების მიერ კანდიდატად წარდგენილი „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე პირის საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურები

(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 აგვისტოს №39/2017 დადგენილება)

პარტიის მიერ წარდგენილი ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის სააღრიცხვო ბარათს კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით ავსებს, ხელს აწერს, თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატთან ერთად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის სააღრიცხვო ბარათს კანდიდატის ნაცვლად ავსებს და თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე მისი თანდასწრებით წერს კანდიდატის მიერ არჩეული ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე განცხადებას, ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატის ნაცვლად, კანდიდატის თანდასწრებით წერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატთან ერთად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა).

ყურადღება!

ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატი, რომელიც ზედა კიდურების არქონის ან სხვაგვარად შეზღუდული (დროებით/მუდმივად) მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას.

საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 381.1,8,11)

პარტიის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას აქვს მინიჭებული.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღეს (3 მარტი). წილისყრის პროცედურები ტარდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე:

← ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან;

← ყოველ ფურცელს ამოწმებს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

ყურადღება!

წილისყრის ფურცლები უნდა დაიკეცოს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული კანდიდატების იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 25-ე დღისა (8 მარტი).

ნაწილი IV. საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდში

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია

კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიიდან იღებს სხვადასხვა სახის სავალდებულო ინფორმაციას, მათ შორის:

← საარჩევნო უბნის გახსნისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობის შესახებ;

← საარჩევნო ყუთების დალუქვის, ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატიდან დასტურის ამობეჭდვის („ნულოვანი ამონაწერი“) და კენჭისყრის დაწყების შესახებ;

← 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათის მდგომარეობით, ასევე კენჭისყრის დასრულების შემდეგ კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებს;

ყურადღება!

კენჭისყრაში/არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასა და გენდერულ მონაცემებს საოლქო საარჩევნო კომისია აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

← ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

ყურადღება!

თუ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის/ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია კენჭისყრის დაწყება ან შეფერხდა კენჭისყრის პროცესი, აღნიშნული შეტყობინების შემოსვლისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგილზე ტექნიკურად/პროგრამულად ამოწმებს აპარატების ფუნქციონირებას. ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი გრძელდება იმავე აპარატებით. თუ ხარვეზის აღმოფხვრა შეუძლებელია, საოლქო საარჩევნო კომისია აპარატებს ანაცვლებს ახლით (სათადარიგო აპარატის არსებობისას), წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი გაგრძელდება აპარატების გამოყენების გარეშე. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

თავი II. დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება საოლქო საარჩევნო კომისიაში

დოკუმენტაციის მიღება/დახარისხება

საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირები ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას და მისგან განცალკევებით:

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, შესწორების ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსხვავებული აზრის ამსახველ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

← სარეგისტრაციო ჟურნალს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

← დალუქულ კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატიდან/აპარატებიდან ამონაბეჭდები (დასტური, რომ ყუთების დალუქვამდე ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ და წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი), ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარტიდან/აპარატებიდან ამობეჭდილი საბოლოო ანგარიში/ანგარიშები, განცხადებები/საჩივრები (ასეთის არსებობისას).

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად გადასცემს ვიდეოგადამღებ მოწყობილობას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერთან ერთად, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს/აპარატებს, ხმების ელექტრონულ მთვლელ აპარტს/აპარატებს.

რეკომენდებულია, საარჩევნო დოკუმენტაციის[1] მიღება/დახარისხება მიმდინარეობდეს ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით.

ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი აკონტროლებს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პირების ნაკადს და აგზავნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შემოწმებაზე პასუხისმგებელ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოწმებისთვის პასუხისმგებელი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები იბარებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებსა და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და ამოწმებენ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილ მონაცემებს და რეკვიზიტებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ოქმებთან და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, გადასცემენ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს.

ყურადღება!

საარჩევნო კოდექსის 71-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქვისა და მასზე კომისიის ყველა წევრის მიერ ხელის მოწერის შემდეგ იკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა (საარჩევნო კოდექსი - მუხლი 70.41).

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს (შესწორების ოქმებთან და ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) ტვირთავს საარჩევნო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

საუბნო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარებაზე პასუხისმგებელი კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს მასალის მიღების შესახებ და გასცემს მიღება-ჩაბარების აქტს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა დათვლა

(საარჩევნო კოდექსი ‒ მუხლი 8.4; მუხლი 21.დ1, ე; მუხლი 75.11; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №40/2021 დადგენილება)

საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.

ყურადღება!

აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით პირველად ითვლება ის მონაცემები, რომელი მონაცემიც გადასწორებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შემდგომ სხვა მონაცემებიც.

საოლქო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შესახებ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და, მათი სურვილის შემთხვევაში, უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება შესაბამისი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე.

კენჭისყრის შედეგები შეიძლება ხელახლა დათვლილი იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შერჩეულ სხვა შენობაში.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გარეთ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შემთხვევაში, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქულ მდგომაროებაში ტრანსპორტირებას საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის გარეთ და შემდგომ დაბრუნებას უზრუნველყოფს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

თითოეული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესში მთვლელებად მონაწილეობენ:

← შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის მონაწილეობის შეუძლებლობის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან წილისყრით განსაზღვრული პირი, რომელიც ავტომატურად ასრულებს პირველი მთვლელის ფუნქციას და განსაზღვრავს წილისყრით გამოვლენილი მთვლელების რიგითობას;

← შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი;

← საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილი საოლქო საარჩევნო კომისიის ცესკოს მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი.

კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესში მთვლელების გამოვლენის მიზნით, წილისყრა ტარდება საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

წილისყრის ჩატარების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ. წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრები რიგრიგობით იღებენ წილისყრის ფურცლებს, მთვლელის ფუნქციას ასრულებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ის 2 წევრი (ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული 1 წევრი და პარტიების მიერ დანიშნული 1 წევრი), რომლებსაც პირველად შეხვდებათ შევსებული ფურცელი.

მთვლელები კენჭისყრის შედეგებს ითვლიან შემდეგი წესით და თანმიმდევრობით:

პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბილეტენს და აცხადებს ვისთვისაა მიცემული ხმა, საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო სუბიექტების მიხედვით გადასცემს მეორე და მესამე მთვლელს, ხოლო მეოთხე მთვლელს გადასცემს დაუდგენელი ნიმუშის/საეჭვო და ბათილ საარჩევნო ბიულეტენებს (ასეთის არსებობისას).

მთვლელები ცალ-ცალკე აწყობენ:

← საარჩევნო ბიულეტენებს, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

← ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს;

← საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს.

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების დასრულების შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და კენჭისყრით წყვეტს საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის საკითხს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. ნამდვილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს პირველი მთვლელი დებს ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების დასტაში (საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმის მიხედვით), ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენს − ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტაში.

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან:

← ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს;

← თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემულ ხმებს.

ყურადღება!

ერთიდაიმავე შენობაში, ერთდროულად შესაძლებელია გაიმართოს რამდენიმე საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესი ისე, რომ ხელი არ შეეშალოს თითოეული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების დათვლას. კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ესწრებოდეს კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს.

ხელახლა დათვლის შედეგად მიღებული შედეგები საოლქო კომისიის მდივანს შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში და კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შემდეგ შესაბამისის საარჩევნო დოკუმენტაცია ილუქება შესაბამისი მთვლელების მიერ. კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის მონაცემები მტკიცდება საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია გადაამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სისწორე.

საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შესწორება დასაშვებია საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნის, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილებას საოლქო საარჩევნო კომისია იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ით.

საუბნო საარჩევნო კომისიისგან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლას, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს ხელახლა დათვლის პროცესზე მათი წარმომადგენლების დასწრება.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ამ და სხვა შემთხვევებშიც, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლისას, იხელმძღვანელოს ზემოთ აღნიშნული წესით.

თავი III. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75; მუხლი 150)

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა (16 აპრილი) აჯამებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგებს, ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს შემაჯამებელ ოქმში შესატანი მონაცემები, მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.

საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. ამასთან, განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.

არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრის პარტიულობა (თუ საკრებულოს წევრი უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 75.7-9)

საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

საოლქო საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

ყურადღება!

კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნების არჩევნების შედეგების დადგენა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 149; მუხლი 1491)

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 40%-ზე მეტი მიიღო.

ყურადღება!

არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე იყო რეგისტრირებული.

თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.

მეორე ტურს ნიშნავს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს (30 აპრილი).

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

თუ არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ-ერთ ან ორივე კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია ან კანდიდატი გარდაიცვალა, 2 თვის თავზე ტარდება ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნების თარიღს ნიშნავს ცესკო ზემოაღნიშნული ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში.

ნაწილი V. საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესები

თავი I. საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის N8/2012 დადგენილებით დამტკიცებული საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/ საჩივრის შეტანისა და განხილვის ინსტრუქციით (შემდგომში ‒ ინსტრუქცია), საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის N2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით[2].

საოლქო სარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

← განცხადება/საჩივარი[3];

← საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით საკითხის შესწავლის შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დავებთან, მათ შორის, კენჭისყრის დღის განც- ხადების/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული და საკუთარი ინიციატივით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ქვემოთ მოცემულ სქემაში ნაჩვენები ეტაპების შესაბამისად.

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის წარდგენა და რეგისტრაცია

განცხადება/საჩივრის შემდგენი პირები და მათი უფლებები საუბნო და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72; მუხლი 73; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 6.1,3,4,5)

კენჭისყრის დღის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწყება დაინტერესებული მხარის (უფლებამოსილი პირის) მიერ განცხადების/საჩივრის წარდგენის შემთხვევაში.

არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებლებს/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი/გამოვლენილი დარღვევების შესახებ განცხადებით/საჩივრით მიმართონ საუბნო საარჩევნო კომისიას საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.

იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საარჩევნო უბნის გახსნიდან (07:00 საათიდან) ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევები დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად).

იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილ დარღვევებს (საჩივარი შედგენილი უნდა ოყოს ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე), დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში)

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72; მუხლი 73; მუხლი 77.8,9; საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 1)

საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივარი შეტანილად ითვლება კომისიაში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისიაში და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრის შეტანა დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს განკარგულებით განსაზღვრავს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში ატარებს კომისიის მდივანი, ან საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირი შემდეგი წესის დაცვით:

← განცხადება/საჩივარი საარჩევნო კომისიაში მიღებისას დაუყოვნებლივ ტარდება სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანმიმდევრობით აღირიცხება მათი შემოსვლის რიგის მიხედვით;

← თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი, ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი, დრო და ფურცლების რაოდენობა;

← სარეგისტრაციო ჟურნალში აღინიშნება განმცხადებლის/მომჩივნის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ განმცხადებელს/მომჩივანს გადაეცემა წერილობითი ცნობა, რომელშიც მიეთითება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი და ზუსტი დრო, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებული ნომერი. აღნიშნულ ცნობას/სარეგისტრაციო ბარათს განცხადების/საჩივრის მიმღები კომისიის თანამშრომელი ადასტურებს ხელმოწერით (ცნობის ნიმუში იხ. დანართში №2).

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციისას ვალდებულია დარწმუნდეს, რომ განცხადება/საჩივარი შეიცავს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ყველა საჭირო რეკვიზიტს (იხ. დანართი №1).

ყურადღება!

კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი არ იბარებს განცხადებას/საჩივარს, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დაუკავშირდეს ცესკოს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე: 032-251 00 51.

ხარვეზის დადგენის წინაპირობები და განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 74; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 6)

საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

← საარჩევნო უბნის ნომერს;

← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.

ასეთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს განუსაზღვროს გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ეს ვადა უნდა იყოს გონივრული, რომ წარმდგენმა სუბიექტმა შეძლოს მითითებული ხარვეზის გამოსწორება.

შენიშვნა:

ხარვეზის შევსების გონივრული ვადა დგინდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის/კომისიის უფლებამოსილი პირისა და განცხადების/საჩივრის წარმდგენი პირის შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ვადას ერთპიროვნულად ადგენს საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი.

სარეგისტრაციო ჟურნალში ხარვეზის ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი.

განცხადების/საჩივრის წარმდგენს დადგენილ ვადაში უფლება აქვს გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები ან/და წარადგინოს განცხადება, სადაც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი, სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებული განცხადების/საჩივრის გასწვრივ აკეთებს ჩანაწერს ”შევსებულია”, ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერს განცხადების/საჩივრის წარმდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი/კომისიის უფლებამოსილი პირი.

დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზეც საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ხარვეზის დადგენა არ ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე/საჩივარზე. კომისიის მიერ ხარვეზის დაუდგენლად განუხილველი რჩება ასევე განცხადება/საჩივარი, რომელიც წარდგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურების დარღვევით, თუ:

← განცხადება/საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურების დარღვევის შესახებ არ არის შედგენილი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე;

← არ არის მითითებული დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

← განცხადება/საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე არ არის გადაცემული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა ან კომისიის მდივნისთვის, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს მას ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მოთხოვნათა შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი;

← განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ არ არის რეგისტრირებული ჩანაწერთა წიგნში;

← დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

← განცხადება/საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

თავი III. კენჭისყრის დღის განცხადების/საჩივრის განხილვა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 77; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 10)

კენჭისყრის პროცედურებთან, ხმის დათვლასთან და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 კალენდარული დღის ვადაში.

საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების/საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ინიციატივით მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით და ვადებში შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.

მხარეს უფლება აქვს, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში. ამასთან, მხარეს, რომელიც ესწრება საარჩევნო კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 საათისა. თუ საჩივრის ავტორია:

← საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას;

← საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს;

← საარჩევნო კომისიის წევრი, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ პირადად მას ეცნობება.

საჩივრის განხილვისათვის მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარება დასტურდება:

← მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

← ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში − შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.

ყურადღება!

მხარე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აქტს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

მხარეს უფლება აქვს:

← საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობა აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით;

← ისარგებლოს ადვოკატის დახმარებით.

წარმომადგენელი ვალდებულია საარჩევნო კომისიაში წარადგინოს კანონით დადგენილი წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი:

← მოქალაქეების წარმომადგენლობა დასტურდება მათ მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით;

← ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლობა დასტურდება წარმომადგენლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით;

← პარტიის, დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლობა დასტურდება მისი ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული მინდობილობით;

← ადვოკატის წარმომადგენლობა დასტურდება მარწმუნებლის მიერ დადგენილი წესით მასზე გაცემული დოკუმენტით (მინდობილობა/ორდერი).

ყურადღება!

თუ წარმომადგენელი არ წარადგენს შესაბამისი წესით დამოწმებულ წარმომადგენლობის დამადასტურებელ საბუთს, მას არ მიეცემა განცხადების/საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება და გადაწყვეტილება მიიღება მისი პოზიციის გაუთვალისწინებლად.

განცხადების/საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადება/საჩივარზე (უკან გაითხოვოს განცხადება/საჩივარი).

უარი განცხადებაზე/საჩივარზე განცხადებული უნდა იქნეს წერილობით, საოლქო საარჩევნო კომისია წერილობით უარს დაურთავს განცხადებას/საჩივარს. ზეპირი მოსმენის დროს განმცხადებელი/მომჩივანი უფლებამოსილია განცხადება/საჩივარზე უარი განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც, რაც აისახება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმში.

ყურადღება!

განცხადების/საჩივრის უკან გამოთხოვის (უარი განცხადება/საჩივარზე) შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია არ გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

თავი IV. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილი განცხადების/საჩივრის განხილვა

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 77.4; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება - მუხლი 4)

საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან (გარდა კენჭისყრის დღისა) დაკავშირებული განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია, განცხადების/საჩივრის განხილვაზე მხარეების დაბარება და განცხადების/საჩივრის განხილვა მიმდინარეობს ერთიანი წესით, რომელიც მოცემულია კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე წარდგენილ განცხადებებთან/საჩივრებთან მიმართებით.

საოლქო საარჩევნო კომისია არ ადგენს ხარვეზს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების გამო (გარდა კენჭისყრის დღისა) წარდგენილ განცხადებებზე/საჩივრებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას განცხადება/საჩივარი ხარვეზის დაუდგენლად რჩება განუხილველი.

ყურადღება!

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 78-ე მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს (აგრეთვე ამ პირთა სახელით – მათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე – ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს), სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში შეტანილი განცხადება/ საჩივარი განუხილველი რჩება.

საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 4 კალენდარული დღის ვადაში.

თავი V. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა და წესი

საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებები, გარდა ქვემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებებისა, მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, როგორიცაა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელ პირთა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის გამო) შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 2 კალენდარული დღის ვადაში.

დანართი N1

საარჩევნო კომისიაში წარდგენილი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები

განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:[4]

← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;

← განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

← საარჩევნო უბნის ნომერი*;

← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

← დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;

← დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;

← დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;

← განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;

← განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;

← სხვა დამატებითი ინფორმაცია.

დანართი N2

№ „……“…………… საოლქო საარჩევნო კომისია

ცნობა

განცხადების/საჩივრის რეგისტრაციაში გატარების შესახებ

განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: .............................................................................................. განცხადების/საჩივრის მიღების დრო: .................................................................................................... განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: .................................................................................

კომისიის მდივანი/საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პირი: ....................................................

/ხელმოწერა/

-----------------------

[1] საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა­განმარტება.

[2] საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიები იყენებენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI, VII, XIII თავის საფუძველზე).

[3] განცხადება არის უფლების მოპოვებაზე ადმინისტრაციულ ­ სამართლებრივი აქტის გამოცემით/ქმედების განხორციელებით დაინტერესებული მხარის მიერ შეტანილი წერილობითი მოთხოვნა ან ზეპირი განცხადება, ხოლო საჩივარი ‒ დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამის საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიაში დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ ­ სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ ­ სამართლებრივი აქტის გამოცემის ან საუბნო/საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ ­ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

*აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

**აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

***აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდეს განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.

-----------------------

განცხადების/საჩივრის წარდგენა

საკუთარი ინიციატივა

განუხილველად დატოვება

ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი

არსებითი განხილვა

ხარვეზის დადგენა

განუხილველად დატოვების საფუძვლების შემოწმება

რეგისტრაცია