ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2022
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016433
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2022 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი | ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2022 წლის 29 მარტი
ქ. ყვარელი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი
დანართი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებს, მათი რეგისტრაციის პირობებსა და სამართლებრივ პროცედურებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. უფასო სასადილო – ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტ(ებ)ი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ფაქტობრივად მცხოვრებ ეკონომიკურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს;
2. ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით;
3. რეგისტრაცია – ეკონომიურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ბენეფიციარად აღრიცხვა;
4. კომისია – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის კომისია;
5. დირექტორი – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ყვარლის სათნოების სახლი“-ს დირექტორი;
6. მერი – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 3🔗. უფასო სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
უფასო სასადილოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობას, უფასო კვებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, განსაზღვრავს მერი კომისიის ან/და დირექტორის მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 4🔗. ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უფასო სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს:
ა) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი, ხოლო საიდენტიფიკაციო დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან-ანკეტის (ფორმა №1) ასლი;
ბ) თუ ბენეფიციარი რეგისტრირებული არ არის ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მან დამატებით უნდა წარადგინოს მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების (სარეიტინგო ქულის) დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
2. კომისია განცხადებას, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) გათვალისწინებით, განიხილავს ინდივიდუალურად არაუგვიანეს 10 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
3. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აფორმებს კომისიის სხდომის ოქმით.
4. კომისია 6 თვეში ერთხელ, საკუთარი ინიციატივით გადასინჯავს რეგისტრირებულ ბენეფიციართა სიას, ბენეფიციართა განცხადებების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მუხლი 5🔗. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან/და ფაქტობრივად ცხოვრობს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მისი ოჯახი აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0-დან 120 001-მდე.
2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ იგი მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს თავისი მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
3. განსაკუთრებულ (სტიქიური მოვლენების, ეპიდემიის და მსგავს წინასწარ გაუთვალისწინებელ) შემთხვევებში, შესაძლებლობის ფარგლებში, კომისიის ან/და დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ პირებს შუძლიათ ისარგებლონ უფასო სასადილოს მომსახურებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა მიუხედავად.
მუხლი 6🔗. უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე
1. კომისია უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის ბენეფიციარად რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში:
ა) თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
ბ) თუ განმცხადებელი დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ განსაზღვრულ ხარვეზს;
გ) შევსებულია მერის მიერ განსაზღვრული ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ)“ ქვეპუნქტის შემთხვევაში პირი ირიცხება სარეზერვო სიაში.
მუხლი 7🔗. ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა მერიას აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) თუ კომისიის მიერ სიის გადასინჯვის შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარის განცხადება აღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;
დ) ბენეფიციარი ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და ეს გარემოება არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
მუხლი 8🔗. ბენეფიციარის რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად დარეგისტრირების/რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ იღებს კომისია საკუთარი ინიციატივით, დაინტერესებული პირის განცხადების ან/და დირექტორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
2. კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება დირექტორს.
3. კომისია უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, პირი ბენეფიციარად დაარეგისტრიროს მიუხედავად იმისა იგი აკმაყოფილებს თუ არა ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებები
1. პირი, რომელიც აღნიშნული წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად რეგისტრირდება თუ აკმაყოფილებს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას მე-8 მუხლის პირველი პუნქტით, მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, გარდა მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.