ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №160
სარეგისტრაციო კოდი 210020000.10.003.023371
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2022
matsne.gov.ge 378 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 09.01.2017 ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.06.2024 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 23.03.2017 საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 30.12.2015 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 06.06.2018

დოკუმენტის ტექსტი

ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №160 2022 წლის 29 მარტი ქ. თბილისი ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები „ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ლატარიის მოწყობისთვის დადგენილ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 3🔗. ლატარიის ორგანიზატორი და ლატარიის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ცნება, მოსაკრებლის გადამხდელი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლატარიის ორგანიზატორი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად. 3. ლატარიის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი). მუხლი 4🔗. ლატარიის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტი და განაკვეთი 1. ლატარიის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტია ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა. 2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ლატარიების მოწყობაზე განისაზღვრება  ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%-ით. მუხლი 5🔗. ლატარიის მოწყობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშება და გადახდა 1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი თითოეული ლატარიის მოწყობისათვის დაიანგარიშება და განისაზღვრება საანგარიშო კვარტალის განმავლობაში ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებისა და ამ ღირებულების სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საპრიზო ფონდისათვის გათვალისწინებული პროცენტული მოცულობის სხვაობის 10%-ით (ლატარიის მოსაკრებლის განაკვეთი = (X - X * Y%) * 10%,  სადაც  X − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულება, Y − სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საპრიზო ფონდისათვის გათვალისწინებული პროცენტული მოცულობა). 2. ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.