1. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულების დაქვემდებარება მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი, სტრუქტურული ერთეულებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებები და მერის მოადგილეებისთვის მიკუთვნებული საკურატორო დარგები, განისაზღვრება მერის ბრძანებით.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ დებულების მე-11 მუხლით.

4. მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი ერთეულის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

5. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და მერიის საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულ