1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური) შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას, ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
2. მერიის სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
4. მერიის სამსახურის ფუნქციები განსაზღვრულია შესაბამისი სამსახურის დებულებით.
5. მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური:
ა.ა) მოქალაქეთა მომსახურეობის და საქმისწარმოების განყოფილება;
ა.ბ) იურიდიული განყოფილება;
ა.გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ა.დ) წარმომადგენელთა კოორდინაციის და საორგანიზაციო საკითხების განყოფილება;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური:
ბ.ა) საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილება;
ბ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;
ბ.გ) სახაზინო განყოფილება;
ბ.დ) შესყიდვების განყოფილება;
გ) ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური:
გ.ა) ეკონომიკის განყოფილება;
გ.ბ) მუნიციპალური ქონების და მატერიალური რესურსების მართვის განყოფილება;
დ) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური:
დ.ა) არქიტექტურის განყოფილება;
დ.ბ) საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება;
დ.გ) სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება;
ე) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური:
ე.ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;
ე.ბ) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;
ვ) ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური:
ვ.ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
თ) მუნიციპალური ინსპექციის სამსახური:
თ.ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება;
თ.ბ) ინსპექტირების განყოფილება;
თ.გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განოფილება;
ი) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური:
ი.ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
ი.ბ) მონიტორინგის განყოფილებ