,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016515
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2022 წლის 30 მარტი

ქ. გარდაბანი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 ნაწილების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ა) შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 30/12/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016499) დამტკიცებულ დანართში 1 „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა“ (პროგრამული კოდი – 06 02 01):

ა.ა)  მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიულ (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა და არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც).

3. კერძო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების (ან/და დაფინანსებაზე უარის თქმის) გათვალისწინებით მოქალაქეთა დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის საფუძველზე: არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, შშსმ ბენეფიციარის შემთხვევაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა, რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვები (მომლოდინის შემთხვევაშიც) არა უმეტეს 1200 ათას ორასი)ლარისა.“;

ა.ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) ალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღით.“;

ა.დ) მე-6 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმ პირის მომართვის შემთხვევაში);“;

ა.ე)  მე-6 მუხლს დაემატოს „ნ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში).“;

ა.ვ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს და სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიას. სამსახური სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს ან ადმინისტრაციულ დაპირებას (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.“;

ა.ზ) შევიდეს ცვლილება ამავე პროგრამის მე-8 მუხლის დასახელებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 8. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი“

ა.თ) შევიდეს ცვლილება მე-8 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისია, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).“;

ა.ი) მე-8 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და მე-3 პუნქტები;

ა.კ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ჩანაწერი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„4. კომისია იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ ან საჭიროებისამებრ.“;

ა.ლ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.“;

ა.მ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.“;

ბ) შევიდეს ცვლილება და დამატება დადგენილებით დამტკიცებული დანართში 2 - „სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 03):

ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალური და მოწყვლადი ჯგუფების, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარების სადღესასწაულო დღეებში სასაჩუქრე ნობათით (ტკბილეული, სურსათი) დასაჩუქრების პირობებსა და პროცედურებს“;

ბ.ბ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები.“;

ბ.გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს.“;

ბ.დ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს.“;

ბ.ე)  მე-6 მუხლს  დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. წერილი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაციიდან.“;

ბ.ვ) მე-7 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და  მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაციას.“;

გ) შევიდეს ცვლილება და დამატება დადგენილებით დამტკიცებული დანართში 3 - „ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა“  (ქვეპროგრამის კოდი 06 02  05):

გ.ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (მერის დავალებით ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ერთჯერად მატერიალურ დახმარების გაცემას. დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ პირზე არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.“;

გ.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს და სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიას, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ან/და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.“;

გ.გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.“;

გ.დ) შევიდეს ცვლილება №3 დანართის მე-8 მუხლის დასახელებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 8. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი“

გ.ე) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისია, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).“;

გ.ვ) ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლიდან  მე-2 და მე-3 პუნქტები.

გ.ზ) მე-8 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ ან საჭიროებისამებრ.“;

გ.თ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.“;

გ.ი) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.“;

დ) შევიდეს ცვლილება და დამატება დადგენილებით დამტკიცებული დანართში 4 - „მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 06):

დ.ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“  ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დამკრძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის, ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.“;

ე) შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული  8 დანართის  - „ვეტერანთა და  ომში  დაღუპულ მეომართა  ოჯახების  სოციალური დახმარების  პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02 11) მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სოციალურად დაუცველ (1000-დან 65 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; 

დ) სოციალურად დაუცველ (65 001-დან 100 000 ქულის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე და მათთან გათანაბრებულ პირებზე წელიწადში ერთხელ 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“;

ვ) შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული 10 დანართის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი  06 02 13) მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შშსმ ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის (მეურვე/ მზრუნველი/ მხარდამჭერი) განცხადება;“;

ზ)  შევიდეს ცვლილება და დაემატოს დადგენილებით დამტკიცებულ დანართს 12 „სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა“ (ქვეპროგრამის   კოდი 06 02 15) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამა ითვალისწინებს იმ სტუდენტების სოციალურ დახმარებას, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. სტუდენტებზე დახმარება გაიცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით, ყოველთვიურად აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში.“;

თ) შევიდეს ცვლილება და დაემატოს დადგენილებით დამტკიცებული დანართს 13 „სოციალურად  დაუცველთა  სამედიცინო  მომსახურების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი 06 02  16):

თ.ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიულ (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას (გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა და არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) თუ:

ა) მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამით დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:

1. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);

2. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).

ბ) მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:

1. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);

2. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).”;

თ.ბ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი;

თ.გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად, 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.“;

თ.დ) მე-6 მუხლს დაემატოს „ლ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში);“;

თ.ე) მე-6 მუხლს დაემატოს „მ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში).“;

ი) შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართში 14  „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი  06 02 17 ):

ი.ა) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი;

ი.ბ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღით.“;

ი.გ) მე-6 მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „კ) ცნობა გამოუყენებელი ადმინისტრაციული დაპირების შესახებ (ადმინისტრაციული დაპირების გამოუყენებლობის შემთხვევაში).“;

კ) შევიდეს ცვლილება და დაემატოს დადგენილებით დამტკიცებული დანართში 19  - „ჩვილ  ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის  პროგრამა“ (ქვეპროგრამის კოდი  06 02 22):

კ.ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. პროგრამით მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი (65 000 ქულის ჩათვლით) და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვები“.

კ.ბ) მე-6 მუხლის დაემატოს „ზ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო 1 (ერთ) თვეს).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური