1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით;
დ) პეტიციის წესით.
3. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.11.2025
მუხლი 142. საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 136. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
- მუხლი 137. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ანგარიშები
- მუხლი 138. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ვალდებულება
- მუხლი 139. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
- მუხლი 140. საკრებულოს აპარატის ფუნქციები
- მუხლი 141. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე და მისი დარღვევის შედეგები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 142, №7, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5425447/muxli-142/