1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ - შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები – ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში)
დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ე) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკის – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;
ვ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს – შედეგები შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
თ) მერის, მერიის სამსახურების უფროსების წლიურ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ი) საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე, „თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულებით“ დადგენილი წესით.

საკრებულოს აპარა