1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე. სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და  დღის  წესრიგის თაობაზე  და  განსახილველ  საკითხებზე დაინტერესებულ პირთა  მიერ  მოსაზრებების  წარდგენის  ვადის შესახებ  –  შესაბამისი  სხდომის  ჩატარებამდე  7 დღით  ადრე მაინც;

ბ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის  დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში);

გ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან  10 დღის ვადაში;

დ)  საკრებულოს თანამდებობის პირების  მიერ მოქალაქეთა  მიღების  გრაფიკი –  გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ე) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის ტექსტი, ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ზ) საკრებულოს მუშაობის წლიური ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

თ)  მერის,  მერიის  სამსახურების  უფროსების   წლიური  ანგარიში  გაწეული  საქმიანობის  შესახებ  – შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ი) საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე, „თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულებით“ დადგენილი წესით.

თავი XVIII

საკრებულოს აპარა