1. საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით, მოაწყოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
2. საკრებულოს წევრი ამომრჩევლებისათვის ანგარიშის წარდგენის თაობაზე ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
3. საკრებულოს აპარატი ვალდებულია, უზრუნველყოს საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების გამოქვეყნებ