1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სამი წევრი მაინც.
2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და საჭიროების, შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა.
3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, კომისიის წევრი;
4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს,კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით.
საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.
5. კომისია ვალდებულია საკრებულოს ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამუშაო გეგმის საფუძველზე. კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები.
7. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.
8. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა.
9. ცნობა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, აგრეთვე განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ, ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტით დადგენილი წესი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.11.2025
მუხლი 29. კომისიის სხდომა
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. საკრებულოს ბიუროს ოქმი და ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 26. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 27. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 28. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
- მუხლი 30. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 31. კომისიის მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 32. კომისიის საკონსულტაციო საბჭო
- მუხლი 33. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 34. კომისიის სხდომის ოქმი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 29, №7, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5425447/muxli-29/