1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5–ზე მეტი.
3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენითდააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.
5.საკრებულოს წევრი, (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი.საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამავე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესისი სესაბამისად იყოს მუნიციპალიოტეტის საკრტებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში,მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა;
6. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არა ნაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომნდგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად,რომლებიც გაერთიანებულკი არ არიან არცერთ ფრაქციაში;
8. საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს(მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმონადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს;
10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისაიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს.საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას.ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს)მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,რომელიც გაერთიანებული არ არის არც ერთ ფრაქციაში,კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით,პირადი განცხადების საფუძველზე.
11. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე,მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.11.2025
მუხლი 24. საკრებულოს კომისიის შექმნა
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა 1 კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
- მუხლი 20. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 21. ბიუროს სხდომა
- მუხლი 22. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 23. საკრებულოს ბიუროს ოქმი და ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 25. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 26. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
- მუხლი 27. კომისიის თავმჯდომარე
- მუხლი 28. კომისიის წევრის უფლება-მოვალეობები
- მუხლი 29. კომისიის სხდომა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №7, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5425447/muxli-24/