1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის პირველ მოადგილეს)საკრებილოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან
საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“-ს 36-ე მუხლისა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
2.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს.
ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის,მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების,მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში- საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მპირველი მოადგილე,ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი.
4.საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო,პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები (მასთ შორის პირველი მოადგილე) იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს კომისიის ან
ფრაქცის თავმჯდომარეები.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
და გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მათი როგორც საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
საკრებულოს ბიუ