1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით უნაზღაურდება საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, საკრებულოს მიერ შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან (ამომრჩევლებთან) შეხვედრებთან დაკავშირებული ხარჯები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში ,საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეე