1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საკრებულოს მიერ შესაბამისი საარჩევნო კომისიის წარდგინებისა და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის (ხოლო მუდმივი კომისიის შექმნამდე სამანდატო დროებითი კომისიის) დასკვნის საფუძველზე.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით.
3. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
4. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით. პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან;
ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა-სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესვლის მომდევნო დღიდან;
გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
დ)შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა-საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ
აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში- საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მომდევნო დღიდან;
ვ)დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო
დღიდან;
ზ) გარდაიცვალა-გარდაცვალების მომდევნო დღიდან.
5.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აგრეთვე ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელ თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში;
6. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.
7. საკრებულო საკრებულოს წევრის ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.
8.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია არკვევს საკრებულოს
წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკრებულო იღებს ფარული კენჭისყრით.
9. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პარიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით გათავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენთით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.
10. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოშ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.11.2025
მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, უფლებამოსილების შეჩერება და/ან უფლებამოსილების შეწყვეტა
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 10. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 12. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 17. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №7, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5425447/muxli-14/