1. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების (შეტანის) უფლება აქვს:
ა) მერს;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) საკრებულოს წევრს;
დ)ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0.5%-ს, პეტიციის წესით საკრებულოს დადგენილების პროექტის;
ე) მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას.
ვ) დასახლების საერთო კრებას პეტიციის წესით.
2. საკრებულოში სამართლებრივი აქტის პროექტი შეიძლება ინიციირებულ იქნეს საკრებულოს წევრთა ჯგუფის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სახელით.
3. ინიციირების წესით საკითხი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების (განკარგულების) პროექტის სახით.
4. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს თან უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება:
ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, ამ ნორმატიული აქტის მიღების საჭიროების დასაბუთება;
ბ) მითითება საკრებულოს იმ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (შესაბამისი მუხლის ან პუნქტის მითითებით);
გ)იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს ამ პროექტის მიღება;
დ) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;
ე) შეთანხმების ფურცელი (ადგილობრივი თვითმმართველობის რომელ ორგანოებთან ან თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული);
ვ) პროექტის ავტორი (ავტორები) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებელი.
5. საკრებულოში შემოტანილ ნორმატიული აქტის პროექტს ასევე უნდა დაერთოს პროექტი სხვა ნორმატიულ აქტში იმ ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ,~
რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.11.2025
მუხლი 87. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 0.5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 82. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 85. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 84. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 82. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 82. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 83. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 81. სახელობითი კენჭისყრა
- მუხლი 82. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება
- მუხლი 83. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის უფლებები კენჭისყრის პროცედურაზე
- მუხლი 84. კენჭისყრის ზოგადი წესი
- მუხლი 85. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 86. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 88. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
- მუხლი 89. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 90. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 91. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 92. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 87, №7, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5425447/muxli-87/