1. რეგისტრაციის შემდეგ თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს.
2.საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების,საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ჰბარდება საკრებულოს აპარატს.
3. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და არაუგვიანეს 25 ნოემბრისა გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს მერს.
5.მერი ვალდებულია საფინანსო სამსახურთან, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის,საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან
ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს.
6. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი, მერის მიერ მისი შემოტანიდან 2 დღის ვადაშ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.11.2025
მუხლი 91. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 85. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 86. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 87. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 88. საკრებულოში სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება და განსახილველად წარდგენის პროცესი
- მუხლი 89. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 90. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 92. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
- მუხლი 93. ბიუჯეტის პროექტის შემთანხმებელი ჯგუფი
- მუხლი 94. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება
- მუხლი 95. ბიუჯეტის ანგარიშის განხილვა და დამტკიცება
- მუხლი 96. საფინანსო ნორმატიული აქტის პროექტთა განხილვის განსაკუთრებული წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 91, №7, 01.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.151.016337 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5425447/muxli-91/