ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2022
ძალაში შესვლა 01.05.2022
ძალის დაკარგვა 29.09.2025
გამომცემი ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №04/ნ
სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,649 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2022 მიღება
01.05.2022 ძალაში შესვლა
29.09.2025 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (10)
გადამზიდველი
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ფლობს საქართველოში რეგისტრირებულ (გარდა დროებითი რეგისტრაციისა) ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაზიდვას
მუხლი 2
ECMT
ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, დაფუძნებული 1953 წელს
მუხლი 2
წევრი ქვეყანა
ECMT-ის კვოტის სისტემის მონაწილე ქვეყანა
მუხლი 2
ECMT მრავალმხრივი ნებართვა  (შემდგომში
ნებართვა) – სათანადოდ შევსებული, ერთწლიანი ან მოკლევადიანი ნებართვა (მოკლევადიანი ნებართვა ძალაშია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში), აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიისთვის შესაბამის შტამპებთან ერთად („EURO IV უსაფრთხო”, „EURO V უსაფრთხო” ან „EURO VI უსაფრთხო”) და აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ ტერიტორიებზე მისი შეზღუდვის მითითებით (A, GR, H, I, RUS). ნებართვა უფლებას ანიჭებს გადამზიდველს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა წევრ ქვეყნებს შორის
მუხლი 2
სააღრიცხვო წიგნი
დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი ნებართვით შესრულებული სატრანსპორტო ოპერაციების შესახებ, დატვირთული და დაუტვირთავი გარბენების ჩათვლით. ამ ინფორმაციის საფუძველზე დგინდება ნებართვის გამოყენების სისწორე და ეფექტურობა
მუხლი 2
კაბოტაჟი
ერთი ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით რომელიც რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში
მუხლი 2
კომისია
ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისია, რომლის შემადგენლობას და მუშაობის რეგლამენტს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი
მუხლი 2
სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო – კომპეტენტური ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება
მუხლი 2
სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი
საქართველოში გადამზიდველის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა), რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვასთან დაკავშირებით ეკონომიკურ საქმიანობას, სადაც გადამზიდველი ახორციელებს ოფიციალური კორესპონდენციის მიღებას და ამ საქმიანობის შესასრულებლად ვალდებულია ინახავდეს შესაბამის დოკუმენტაციას
მუხლი 2
სერტიფიკატი
სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატი ან სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი. 2. ამ წესში მოყვანილი სხვა ტერმინები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დირექტორი ლევან გამყრელიძე დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №04/ნ 2022 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 5​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესი“. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისს.დირექტორილევან გამყრელიძე ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ გადამზიდველზე გაცემის (მათ შორის – სარეზერვო დოკუმენტის), გაცემაზე უარის თქმის ან ჩამორთმევის პირობებს. მუხლი 2🔗.  ტერმინთა განმარტება 1. წინამდებარე წესის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, ფლობს საქართველოში რეგისტრირებულ (გარდა დროებითი რეგისტრაციისა) ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაზიდვას; ბ) ECMT – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია, მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, დაფუძნებული 1953 წელს; გ) წევრი ქვეყანა – ECMT-ის კვოტის სისტემის მონაწილე ქვეყანა; დ) ECMT მრავალმხრივი ნებართვა  (შემდგომში – ნებართვა) – სათანადოდ შევსებული, ერთწლიანი ან მოკლევადიანი ნებართვა (მოკლევადიანი ნებართვა ძალაშია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში), აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიისთვის შესაბამის შტამპებთან ერთად („EURO IV უსაფრთხო”, „EURO V უსაფრთხო” ან „EURO VI უსაფრთხო”) და აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ ტერიტორიებზე მისი შეზღუდვის მითითებით (A, GR, H, I, RUS). ნებართვა უფლებას ანიჭებს გადამზიდველს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა წევრ ქვეყნებს შორის; ე) სააღრიცხვო წიგნი – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ნებართვის განუყოფელ ნაწილს და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი ნებართვით შესრულებული სატრანსპორტო ოპერაციების შესახებ, დატვირთული და დაუტვირთავი გარბენების ჩათვლით. ამ ინფორმაციის საფუძველზე დგინდება ნებართვის გამოყენების სისწორე და ეფექტურობა; ვ) კაბოტაჟი – ერთი ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით რომელიც რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში; ზ) კომისია  – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველი კომისია, რომლის შემადგენლობას და მუშაობის რეგლამენტს ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი; თ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოკომპეტენტური ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება; ი) სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი – საქართველოში გადამზიდველის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა), რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვასთან დაკავშირებით ეკონომიკურ საქმიანობას, სადაც გადამზიდველი ახორციელებს ოფიციალური კორესპონდენციის მიღებას და ამ საქმიანობის შესასრულებლად ვალდებულია ინახავდეს შესაბამის დოკუმენტაციას; კ) სერტიფიკატი – სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატი ან სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატი. 2. ამ წესში მოყვანილი სხვა ტერმინები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 3🔗.  ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები 1. ნებართვის მისაღებად გადამზიდველი ან მისი წარმომადგენელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას დანართი №1-ით გათვალისწინებული ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი – იურიდიული პირისა ან ინდივიდუალური მეწარმისათვის, სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის; ბ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფიზიკური პირის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიულად;  გ) ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და ECMT მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია; დ) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის სერტიფიკატის (A და B) ასლი; ე) გადამზიდველთან დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი CPC დიპლომის ასლი; ვ) გადამზიდველთან დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის და მძღოლის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმით (მოქმედი არანაკლებ მოთხოვნილი ნებართვის ვადით); ზ) გადამზიდველის საკუთრებაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ასლი. მისი იჯარის, ქირავნობის ან ლიზინგის შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების ასლი; თ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დამადასტურებელი საბუთი. 2. გადამზიდველმა, დანართი №3-ით გათვალისწინებულ ფორმაში, სააგენტოს უნდა მიაწოდოს დამატებით ინფორმაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოფისის მისამართის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე. 3. დანართი №3-ით გათვალისწინებული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტზე შესაბამისი ხელმოწერა დადასტურებული უნდა იქნეს ნოტარიულად. მუხლი 4🔗. ნებართვის გამოყენება 1. ნებართვა ერთი სრული რეისის შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. მისი გადაცემა სხვა გადამზიდველისთვის ან მესამე მხარისათვის დაუშვებელია. 2. ნებართვა კაბოტაჟის უფლებას არ იძლევა. 3. ნებართვა ძალაშია მხოლოდ მაშინ, თუ თან ერთვის სათანადოდ შევსებული სააღრიცხვო წიგნი და ნებართვების შესაბამისი ვადიანი სერტიფიკატები. 4. დაუშვებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ლამინირება ან დამცავი ფირით დაფარვა. 5. ნებართვის მიმართ მოქმედებს ტერიტორიული და ტექნიკური შეზღუდვები. ზოგიერთი ნებართვა არ გამოიყენება ცალკეული წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე და ზოგიერთი ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი კატეგორიის („EURO V უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო”) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. 6. ცალკეული წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებართვის გამოყენების შეზღუდვის ნიშნად ნებართვაზე დაიტანება წითელი ფერის შტამპი შესაბამისი ქვეყნის (ავსტრია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია ან/და რუსეთი) კოდით. 7. მხოლოდ უფრო მაღალი კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების („EURO VI უსაფრთხო“) მიმართ  შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უფრო დაბალი კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების („EURO V უსაფრთხო“) ნებართვები. 8. ნებართვის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები განისაზღვრება  საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სახელმძღვანელოს დებულებებით. მუხლი 5🔗. ნებართვის გაცემის წესი 1. გადამზიდველზე ნებართვას გასცემს მხოლოდ სააგენტო. 2. გადამზიდველზე ნებართვა გაიცემა სააგენტოს მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში წარმოდგენილ შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მოთხოვნებს. 3. ნებართვა შესაბამისი ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა მხოლოდ არანაკლებ „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. 4. ნებართვის გაცემასთან და ნებართვის ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესის შესაბამისად შემოტანილი განცხადებით მოთხოვნილი ნებართვების რაოდენობა აღემატება კვოტის ფარგლებში არსებულ ნებართვების (მათ შორის, ნებართვის ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით) რაოდენობას, ნებართვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს შესაბამისი ფორმულის (დანართი №2) საფუძველზე გაანგარიშებული რეიტინგის გათვალისწინებით. 5. კომისიის გადაწყვეტილებით, ნებართვა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ძირითად პირობებს: ა) სრულადაა წარმოდგენილი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ბ) გადამზიდველს გააჩნია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის №1-1/2511 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული კონკურსის საფუძველზე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვა; გ) გადამზიდველის მფლობელობაში არსებული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ რომელზეც მოთხოვნილია ნებართვა, გაცემულია სატვირთო ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT ვადიანი სერტიფიკატი; დ) ნებართვის მიღებისას გააჩნია საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით საქართველოში რეგისტრირებული „EURO IV უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის არანაკლებ 5 ავტოსატრანსპორტო საშუალება; ე) გააჩნია სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი; ვ) გააჩნია სათანადო ფინანსური რესურსი, რომლის მინიმალური თანხა განისაზღვრება  ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 9000 ევროს ეკვივალენტი ლარში, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის – 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის გათვალისწინებით, რომელზეც მოთხოვნილია შესაბამისი ნებართვა. ამასთან, გადამზიდველის საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაითვლება ფინანსურ რესურსად და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არ ვრცელდება დამატებითი რაიმე რესურსის არსებობის ვალდებულება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ის უძრავი ქონება, რომელიც გადამზიდველს გააჩნია საკუთრებაში;  ზ) აკმაყოფილებს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნას, რაც დასტურდება მასთან,  პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დიპლომის (CPC) მქონე,  დასაქმებული მენეჯერით; თ) დასაქმებული ჰყავს პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის (CPC სერტიფიკატი ან/და კოდი 95) მქონე მძღოლი. მძღოლის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობას, რომელზეც მოთხოვნილია შესაბამისი ნებართვა. 6. გადამზიდველმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მენეჯერთან ან/და მძღოლთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ან შეჩერების (რომელიც გრძელდება უწყვეტად არანაკლებ 2 თვის განმავლობაში) შესახებ. აღნიშნული შეტყობინებით ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალ მენეჯერთან ან/და მძღოლთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმით.   7. გადამზიდველმა დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოფისის ცვლილების შესახებ.  მუხლი 6🔗. ნებართვის შეცვლა და ჩამორთმევა 1. ნებართვის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს. იგი შეიძლება შეიცვალოს სხვა ნებართვით (სააღრიცხვო წიგნთან ერთად), მოქმედების დარჩენილი ვადით. 2. ნებართვა შეიძლება შეიცვალოს ახლით, თუ დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელია მისი გამოყენება. 3.  დაკარგულად ცნობილი და გამოცვლილი, მაგრამ შემდგომში ნაპოვნი ნებართვა ითვლება ძალადაკარგულად. ასეთი ნებართვის გამოყენების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას გადამზიდველის მიმართ გაცემული ორივე ნებართვის ჩამორთმევის შესახებ. 4. გადამზიდველი ვალდებულია ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში წარმოადგინოს სააღრიცხვო წიგნიდან ფურცლები, სადაც დაფიქსირებულია ჩანაწერები შესაბამისი წინა თვის (ან თვეების – იმ შემთხვევაში, თუ ერთი სატრანსპორტო ოპერაცია სრულდება რამდენიმე უწყვეტ კალენდარულ თვეში) განმავლობაში მის მიერ შესრულებული სატრანსპორტო ოპერაციების შესახებ და დადასტურებულია შესაბამისი ქვეყნის შტამპით (ყველა შესაძლო შემთხვევაში). აღნიშნული ინფორმაციის დროულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ნებართვა არ არის გამოყენებული შესაბამის პერიოდში. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დგინდება, რომ გადამზიდველი შესაბამის თვეში არ იყენებს ნებართვას (ან რომელიმე შეზღუდული ქვეყნის კვოტას) მას ეძლევა გაფრთხილება ნებართვის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ. გაფრთხილების მიუხედავად, გადამზიდველის მხრიდან მომდევნო თვეში ნებართვის (ან შესაბამისი შეზღუდული ქვეყნის კვოტის) გამოუყენებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ნებართვის (ან შესაბამისი შეზღუდული ქვეყნის კვოტის) ჩამორთმევის შესახებ. 6. თუ გადამზიდველი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გაცვლილ ნებისმიერი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვას თვითნებურად გადასცემს სხვა გადამზიდველს ან/და გამოიყენებს სხვა გადამზიდველზე გაცემულ აღნიშნულ ნებართვას, რაც იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 139​2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კომისია განიხილავს საკითხს გადამზიდველზე გაცემული ყველა ნებართვის ჩამორთმევის შესახებ.   7. ჩამორთმეული ან ჩაბარებული ნებართვები შეიძლება ხელმეორედ გაიცეს სხვა გადამზიდველზე დარჩენილი მოქმედების ვადით.   8. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში (გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, ჩამორთმევა, სარეზერვო დოკუმენტის გაცემა) გამოიყენება საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სახელმძღვანელოს დებულებები. მუხლი 7🔗. გარდამავალი დებულება 1. 2023 და 2024 წლებისთვის განკუთვნილი ნებართვების საერთო რაოდენობის 2/3 განაწილდება „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო ამავე ნებართვების საერთო რაოდენობის 1/3 – „EURO V უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. 2. 2025 წლიდან ნებართვები სრულად განაწილდება მხოლოდ „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. 3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის და შემდგომ წლებში გასაცემ ნებართვებზე. 4. 2023 წლის ნებართვა შესაბამისი ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა მხოლოდ არანაკლებ „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. 2023 წლის ნებართვა იტალიის და საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე გაიცემა მხოლოდ არანაკლებ „EURO V უსაფრთხო“ და „EURO VI უსაფრთხო“  კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.