„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№821
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.027.017313
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №821

2022 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაფორმების, გაცემის და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის №133 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.10.2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016200) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა ფოტოსურათისა, შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით – 3,5 x 4,5 სმ., ელექტრონული ფორმით;“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი. განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი ელექტრონული ფორმით წარადგინოს განცხადებასთან ერთად, ხოლო მატერიალური ფორმით (გარდა ფოტოსურათისა) – განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.“.

4. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირადობის ნეიტრალური მოწმობის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობა (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5 x 4,5 სმ., ელექტრონული ფორმით.“.

5. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5 x 4,5 სმ., ელექტრონული ფორმით;“.

6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი. განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა დოკუმენტი ელექტრონული ფორმით წარადგინოს განცხადებასთან ერთად, ხოლო მატერიალური ფორმით (გარდა ფოტოსურათისა) – განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.“.

7.  23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს პირადობის ნეიტრალური მოწმობა, შესაცვლელი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი (გამონაკლისია დაკარგვის შემთხვევა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5 x 4,5 სმ., ელექტრონული ფორმით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე