ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ
მიღების თარიღი 20.04.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016744
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.04.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ააიპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.08.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების“ (კოდი: 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №292 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №101 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2022 წლის 20 აპრილი
ქ. რუსთავი
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ი“ პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჩარიცხვა განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 2🔗
ქალაქ რუსთავში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ – დევნილ სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ჩარიცხვა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით.
მუხლი 3🔗
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების და ასევე იმ ბავშვების, რომელთაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ჩარიცხვა განხორციელდეს, დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნების გარეშე.
მუხლი 4🔗
2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში შემოსული მე-3 მუხლით გათვალისწინებული უკრაინის მოქალეების ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ჩარიცხვა განხორციელდეს დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ააიპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №199 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27.08.2013 წ., 010250020.35.160.016183).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია