სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №75 |
|
2018 წლის 13 ივლისი ქ. გორი |
|
2. საშობაო არდადეგების პერიოდი განისაზღვროს 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ხოლო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდეს 8 იანვრიდან.
ა) 2-დან 3-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფი – არაუმეტეს 25 ბავშვისა;
ბ) 3-დან 4-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფი – არაუმეტეს 35 ბავშვისა;
გ) 4-დან 5-წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფი – არაუმეტეს 35 ბავშვისა;
დ) 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე – სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფი – არაუმეტეს 40 ბავშვისა.
2. ბავშვთა მცირე კონტინგენტის შემთხვევაში დასაშვებია შერეული ასაკობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება, სადაც გაერთიანდებიან მომიჯნავე ასაკობრივი კატეგორიის ბავშვები – არაუმეტეს 15 ბავშვისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელთან შეთანხმებით.
4. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში პერსონალის რაოდენობა შეადგენს 3 (სამ) ადამიანს: 2 (ორი) აღმზრდელი და 1 (ერთი) აღმზრდელის თანაშემწე.
2. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის გავრცელება „საზაფხულო ბაღების“ ფუნქციონირების შესახებ.
3. აღსაზრდელთა დროებითი რეგისტრაცია „საზაფხულო ბაღებში“ განხორციელდეს წინასწარ, სააგენტოში, 20 ივნისიდან 20 ივლისამდე.
4. „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა ჩარიცხვისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
გ) ორი ფოტოსურათი (¾);
დ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
2. აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს 1 თვით ადრე რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე, სადაც მითითებული იქნება პირობები, ვადები და რეგისტრაციის განმახორციელებელი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მისამართი.
3. სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში აღსაზრდელთა რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს 20 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. საჭიროებიდან გამომდინარე ან ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი ამ დებულებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობამდე.
4. ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ სააგენტო ვალდებულია გააგზავნოს სტატისტიკური მონაცემები დამფუძნებელთან როგორც ახლად მიღებულ აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
5. აღსაზრდელის ჩარიცხვისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
გ) ორი ფოტოსურათი (¾);
დ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია.
6. აღსაზრდელის მიღების შემთხვევაში სააგენტოსა და მშობელს შორის ფორმდება ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი), რომელიც განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
7. მშობელს (კანონიერ წარმომადგენელს) შესავსებად გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი, სადაც შედის ძირითადი მონაცემები აღსაზრდელზე და მის ოჯახზე მისამართის და ტელეფონის ნომრების (სახლის, მობილურის, სამსახურის) მითითებით, რომელსაც თან ერთვის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) ხელმოწერა და თარიღი.
8. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას სკოლამდელი აღზდის მომსახურების მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ყველა ჯგუფში ფიქსირდება ამ დებულებით გათვალისწინებული მაქსიმალური რაოდენობა;
ბ) მშობელი რეგისტრაციის ვადაში არ წარმოადგენს ჩარიცხვისთვის აუცილებელ დოკუმენტებს.
9. აღსაზრდელი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან შეიძლება გაირიცხოს იმ შემთხვევაში, თუ მშობელსა და სააგენტოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მშობელი არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
2. აღსაზრდელის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:
ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება;
გ) სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ ჩათვლის საკითხს წყვეტს სააგენტოს მენეჯერი.
3. აღსაზრდელის მიერ საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, მშობელი წარადგენს განცხადებას და შესაბამის დოკუმენტს დაწესებულების დირექტორთან, ავადმყოფობის შემთხვევაში – საავადმყოფო ფურცელს ან/და ექიმის ცნობას, რომელსაც თავის მხრივ დაწესებულების დირექტორი აცნობებს სააგენტოს მენეჯერს
ა) დაათვალიეროს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების შენობა და ტერიტორია (მხოლოდ სამუშაო საათებში);
ბ) სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექციასთან შეთანხმებით დაესწროს ან დააკვირდეს იმ ჯგუფის საქმიანობას, სადაც მისი შვილი იმყოფება დღის განმავლობაში;
გ) იცოდეს მისი შვილის ჯგუფის დღიური განრიგი და ყოველდღიური სასწავლო პროგრამა;
დ) გამოთქვას შენიშვნა ზეპირი ან წერილობითი ფორმით, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
დ.ა) შენობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
დ.ბ) სასწავლო პროგრამა;
დ.გ) სასწავლო პერსონალის კვალიფიკაცია;
დ.დ) დისციპლინა და ა.შ.
2. ამ დებულებით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიხილება იმ პირთან, ვისაც, მოვალეობიდან გამომდინარე, ეს პირდაპირ ეხება. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ვერ დარეგულირდა, საკითხი განიხილება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორთან და თუ პრობლემა კვლავ ვერ დარეგულირდა, მშობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს სააგენტოს ან /და გორის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. დაუშვებელია აღსაზრდელის მშობელმა:
ა) მოითხოვოს მისი შვილის განსაკუთრებულ (პრივილეგირებულ) პირობებში ჩაყენება, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე;
ბ) განსაზღვროს ან მოითხოვოს კონკრეტულ ჯგუფში ან პედაგოგიურ პერსონალთან მისი შვილის მოხვედრა.
4. მშობელი ვალდებულია:
ა) დაემორჩილოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მიერ დადგენილ წესებს;
ბ) სრული ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოსა და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას მისი შვილის ჯანმრთელობის შესახებ;
გ) აღსაზრდელი მიიყვანოს დროულად ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული დროის შუალედში;
დ) აღსაზრდელი მიიყვანოს აღმზრდელთან და ჩააბაროს მას პირადად;
ე) დაუყოვნებლივ, 1 საათის განმავლობაში, გაიყვანოს აღსაზრდელი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან მისი ავადმყოფობის იდენტიფიცირების შემთხვევაში (რათა დროულად მიიღოს სამედიცინო დახმარება გართულების თავიდან ასაცილებლად);
ვ) ნებისმიერი სახის პრეტენზია სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ფორმით.
5. დირექტორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საგანმანათლებლო (ჯგუფის) პერსონალმა აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებიდან წაყვანის უფლება მისცეს მხოლოდ მშობელს ან ბავშვის კანონიერ სხვა წარმომადგენელს. როცა მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ვერ ახერხებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში მისვლას, ბავშვის წაყვანის უფლება მიეცემა გარეშე პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი დარეკავს და გააფრთხილებს პედაგოგიურ პერსონალს ამ პიროვნების შესახებ. ამ შემთხვევაში აღმზრდელი ვალდებულია შეამოწმოს იმ პიროვნების პირადობის მოწმობა და ჩაიწეროს მისი სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ნომერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაატანოს ბავშვი.
2. თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა არსებობდეს დაბალანსებული დღის განრიგი, რომელიც თითოეული ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალმა უნდა შეიმუშაოს გუნდური მუშაობის საფუძველზე და შესაბამისად განახორციელოს ჯგუფთან ჩასატარებელი აქტივობები.
2. სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა ჩარიცხვა, ამორიცხვა ხორციელდება საერთო წესით ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში“.
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულება დანართი №1 შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილება (www.matsne.gov.ge 02/09/2014, 010250050.35.174.016025).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი №1
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულება