„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №509 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №216 |
|
2022 წლის 21 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 75 ლარი, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 75 ლარი;“;
ბ) „ზ“ – „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 75 ლარი;
თ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და მათში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 26 ლარი;
ი) საბანკო გარანტიის წარმოშობისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ – 13 ლარი;
კ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – დაუყოვნებლივ – 39 ლარი;
ლ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – დაუყოვნებლივ – 7 ლარი;
მ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი;
ნ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია, გარდა ამ დანართის მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, – 1 სამუშაო დღის ვადაში – 26 ლარი;
ო) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 2 სამუშაო დღის ვადაში – 39 ლარი;
პ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 26 ლარი;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:
ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – 1 სამუშაო დღის ვადაში – 13 ლარი;
ბ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;
გ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში:
გ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 13 ლარი;
გ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 7 ლარი;
დ) საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 9 ლარი;
ე) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 13 ლარი;
ვ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან/ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 13 ლარი;
ზ) მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 13 ლარი;
თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 9 ლარი;
ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;
კ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;
ლ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,70 ლარი;
მ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში:
მ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 13 ლარი;
მ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 7 ლარი;
ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან/ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან ამონაწერის ინგლისურ ენაზე მომზადება – 26 ლარი. აღნიშნული საფასური ემატება იმ მომსახურების საფასურს, რომელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომზადება.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით:
ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 300 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 220 ლარი;
ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 300 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 220 ლარი;
გ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 400 ლარი;
დ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი;
ე) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს 75 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – განცხადების შეტანის დღეს – 52 ლარი;
ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინფორმაციის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 39 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 26 ლარი;
ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 26 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 26 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;
ი) საკადასტრო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 26 ლარი;
კ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 7 ლარი;
ლ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 39 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 26 ლარი;
მ) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 39 ლარი;
ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი;
ო) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 39 ლარი;
პ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 75 ლარი;
ჟ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 78 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 52 ლარი;
რ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 52 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 26 ლარი;
ს) საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 18 ლარი;
ტ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 78 ლარი;
უ) საკადასტრო რუკის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში:
უ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 26 ლარი;
უ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 14 ლარი;
ფ) ორთოფოტოს გაცემა – 1 სამუშაო დღის ვადაში:
ფ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 26 ლარი;
ფ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2 (1 ჰა)-ზე – 14 ლარი.“.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:
„დ2) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – 2 სამუშაო დღის ვადაში;“.
2. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ წარდგენილ განცხადებებზე.
|