საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2011 ბოლო ცვლილება 06.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№509
სარეგისტრაციო კოდი
040150000.10.003.016669
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (15)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №509

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადებისდამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს იუს­­ტიციი ს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სა­მართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული საა­გენ­ტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფა­სუ­რის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები, დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი          ნ. გილაური

 

 დანართი

საქართველოს იუსტიციი ს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური ს განაკვეთები, საფასურის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები

    მუხლი 1 

1. ეს დანართი განსაზღვრავს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვ­ნუ­­ლი სა­ა­გენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურების ოდე­­ნო­ბას, მომსახურების ვადებს და საფასურის გადახდისა და საფა­სურის უკან დაბრუნების წესს.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ და­ნარ­თით განსაზღვრული საფასური.

3 . ამ დანართით განსაზღვრული ვადის ათვლა იწყება განცხა­ დების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დას­ ვე­ ნების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომ­ დე­ ვნო პირველი სამუშაო დღე.

4 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ დანართით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების განხორცი­ ე­ ლებაზე.

5 . ამ დანართის მე- 2 მუხლის „ა“–„თ “ ქვეპუნქტებით გათვა­ ლი­ ს­­ წინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ერთეული ნივთისა და ერ­ თე­ ული უფლების (საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის) მიხედვით.

6 . ამ დანართის მე-2 მუხლის „კ“ქვეპუნქტით გათვალის­ წი­ ნე­ ბულ შემთხვევაში საფასური გადაიხდება ერთეული უფლების მი­ ხედვით.

7 . ა მ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „თ“ქვე­ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეული ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის მიხედ­ ვით.

8 . ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ქვეპუნქტის შე­ სა­ ბა­ მისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­ დი­ ული პირების რეესტრიდან ინფორმაციის გაცემისთვის საფასური გა­ დაიხდევინება ერთეულ სუბიექტზე, გარდა სუბიექტის სამარ­ თლე­ ბ­ რივი ფორმის, საიდენტიფიკაციო კოდისა და საფირმო სახელ­ წო­ დების შესახებ ინფორმაციისა.

    მუხლი 2

სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურები­სათ­ვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფ­ლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილე­ბების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სა­მეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რე­გისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი, გარდა ამ და­ნარ­თის მე-6 მუხლის „ჟ“ და „ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემ­თხვე­ვებისა;

ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

გ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, საკუთრების უფ­ლე­ბის აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუთებული გა­დაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის ვადაში – 300 ლარი;

დ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ თბი­ლისისა და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცე­ული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, საკუთრების უფ­ლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 4 სა­მუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს დასაბუ­თებული გადაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენდარული დღის ვადაში – 50 ლარი;

 ე) ქალაქ თბილისისა და ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებ­ზე, საკუთრების უფლების აღიარებით, საკუთრების უფლების რეგის­ტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო მარეგისტრირებელი ორ­განოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შემთხვევაში − 30 კალენ­დარული დღის ვადაში – 300 ლარი;

 ვ) „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული უძრავი ქონების ლეგალიზების რეგისტრაცია – 14 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი;

 ზ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნე­ბის­მიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სა­მუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

 თ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და მათში ცვლილების რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;

 ი) საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგის­ტრაცია – დაუყოვნებლივ – 10 ლარი;

 კ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფ­ლების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – და­უყოვნებლივ – 30 ლარი;

 ლ) სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმო­წერების დადასტურება – დაუყოვნებლივ – 5 ლარი;

 მ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი;

 ნ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია, გარ­და ამ დანართის მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემ­თხვევისა, – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;

 ო) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია, რომელიც ასევე მოიცავს იმ საწარ­მოდ რეგისტრაციას, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსა­თის/ცხოველის საკვების გადამუშავებასთან, რეალიზაციასთან, საკ­ვებ­წარმოებასთან, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილე­ბისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი.

    მუხლი 3

 1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემ­ დე­­ გი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

 ა) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექ­ტრო­ნულად, ინტერნეტის საშუალებით – 1 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

 ბ ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

 გ ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში:

 გ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 10 ლარი;

 გ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2  (1 ჰა)-ზე – 5 ლარი;

 დ) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არსებობის შესახებ ცნო­ ბის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;

 ე) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქო­ ნებ­ რივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას­ თან დაკავშირებული ვალდებულების, საჯარო-სამართლებრივი შეზ­ ღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუ­ შაო დღის ვადაში – 10 ლარი;

 ვ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ ული პირების რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

 ზ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში და­ ცუ­ ლი ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

 თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;

 ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარი­ ზა­ ციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

 კ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასია­ თე­ ბის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

 ლ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუ­ შაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 ლარი;

 მ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში:

 მ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსიისა – 1 გვერდი – 10 ლარი;

 მ.ბ) ელექტრონული ვერსიისა – 10 000 მ2  (1 ჰა)-ზე – 5 ლარი.

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შედე­ გად, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტი – როცა საკა­ დასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სა­ კუთ­ რების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად ან რეგისტრაციის შედეგად იც­ ვლე­ ბა ამ ნივთის საკადასტრო მონაცემები.

    მუხლი 4

1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლე­ ბასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მა­ თი შეწყვეტის, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზ­ ნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ ლე­ ბის მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხა­ დე­ ბის შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;

  ბ) აღნაგობის უფლებაზე იპოთეკის რეგისტრაცია – განცხა­ დების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;

გ ) მეწარმე სუბიექტის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი;

დ ) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრი­ რე­ ბულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი;

 ე ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს 50 ლარი, ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექ­ტრონულად, ინტერნეტის საშუალებით – განცხადების შეტანის დღეს – 40 ლარი ;

 ვ ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლე­ ბასთან დაკავშირებული ვალდებულების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ სა­ ჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზა­ დე­ ბა, აგრეთვე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­ დი­ ული პირების რეესტრიდან ინფორმაციის მომზადება, ასევე მიწის მიზ­ ნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ ლე­ ბის მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ სააგენტოში დაცული ინ­ ფო­ რ­­ მაციის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სა­ მუშაო დღეში – 20 ლარი;

 ზ ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასია­ თების მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სა­ მუშაო დღეში – 15 ლარი;

 თ ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარი­ ზა­ ციო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი;

 ი ) საკადასტრო გეგმის მომზადება – განცხადების შეტანის დღეს – 20 ლარი;

 კ ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხა­ დე­ ბის შეტანის დღეს – ამ დანართის მე- 3 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 5 ლა­ რი;

 ლ ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – გან­ ცხა­ დების შეტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;

 მ ) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 50 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 30 ლა­ რი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული საფასური და ვადები არ ვრცელ­ დება სააგენტოს მიერ ავტორიზებული პირების მეშვეობით და საჯა­ რო დაწესებულების განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მომსახურებაზე.

3. სააგენტომ ავტორიზებული პირების მეშვეობით და საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე მომსახურება შეიძლება განახორციელოს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლ ებ ით განსაზ­ ღვრულ ვადებში ნებისმიერ დროს, მათ შორის, განცხადების შეტანის დღეს.

    მუხლი 5

ავტორიზაციასთან დაკავშირებული საფასურის განაკვეთი ავ­ტორიზაციის ფარგლების გათვალისწინებით განისაზღვრება სააგენ­ტოსა და ავტორიზებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 6

საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მი­ტო­ვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწო­რება – 1 სამუშაო დღის ვადაში;

გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელ­მწი­ფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბან­კის უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავ­შირებული ვალდებულების, აგრეთვე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერ­თე­ულის მოთხოვნით, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, მათ სა­კუთრებაში არსებული მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეც­ვლის რეგისტრაცია, საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლი­ლების რეგისტრაცია, როდესაც პრინციპალი არის სახელმწიფო, თვი­თ­მმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე (უფლებაზე) ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება და სარეგისტრაციოდ წარდგენილ სა­ხელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მონაწილეობით და­დებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება;

 დ) რეგისტრირებულ მონაცემებში უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგა­და­სახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ სა­გადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების და მათი შეწყვე­ტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ვ) საჯარო დაწესებულება ინფორმაციის ხელმისაწვდომო­ბი­სა­თ­ვის, გარდა ამონაწერის მომზადებისა;

ზ) წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამის ტერიტორიულ სა­რეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – 3 სამუშაო დღის ვადაში;

თ) საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილე­ბის საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრი­ვა­­ტი­ზების შედეგად წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგის­ტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ი) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალებისას, ასევე სასამართლოს მიერ მისი გარდაც­ვლილად გამოცხადებისას ან ქმედუუნაროდ აღიარებისას ინდი­ვი­დუ­ალური საწარმოს რეგისტრაციის შეწყვეტა – 1 სამუშაო დღის ვა­დაში;

კ) სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული, იმ მეწარმის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრა­ცი­ის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვე­ტის რე­­გისტრაციის, აგრეთვე ამონაწერის ან ინფორმაციის მომ­ზადების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც იგი წარმოდგენილია პარტნიო­რის/დამფუძნებლის სახით;

ლ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირის იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია, თუ ის რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზ­ღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

მ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირის გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყების, შეწყვეტისა და დასრულების რეგის­ტრაცია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მეურვის, გაკოტ­რების ან რეაბილიტაციის მმართველის რეგისტრაცია, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლი­ლებები, ასევე მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის რეგისტრაციის გაუქმება პარტნიორთა გადაწყვე­ტილების, გაკოტრების ან სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი სასამართლოს აქტის საფუძველზე;

ნ) ამ დანართის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალის­წინე­ბული მომსახურება, თუ ის მოთხოვნილია იმავე მუხლის „მ“ და „ნ“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად ;

ო) საბანკო გარანტიის შეწყვეტის რეგისტრაცია – დაუყოვნებ­ლივ ;

პ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო- სა­მართლებრივი შეზღუდვის შეწყვეტის რეგისტრაცია − 3 სამუშაო დღის ვადაში;

ჟ) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხ­ლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შეწყვეტის რეგის­ტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში ;

რ) სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გა­წეული მომსახურება ;

 ს) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უძ­რავ ქონებაზე წინასწარი საკუთრების უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში ;

ტ) დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული საჩივრის გან­ხილ­ვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმის მასა­ლების ელექტრონული ვერსიის გაცემა.

    მუხლი 7

1. განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ:

ა) განმცხადებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახ­დი­ლი თანხის დაბრუნება;

ბ) საფასური გადახდილია ამ დანართით განსაზღვრულ განა­კვე­თზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახ­დილ თანხასა და ამ დანართით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) საფასური გადახდილია ამ დანართის შესაბამისად საფასუ­რის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ;

დ) რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია მოთხოვნის იდე­ნ­ტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა. ამ შემთხვევაში გა­დახდილი საფასური სრულად ბრუნდება;

ე) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერე­სებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამ შემთხვევაში ბრუნ­დება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გა­რეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის ;

ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას.

2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძ­ვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემ­დეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგ­რძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გა­თვალისწინებული შემთხვევებისა.