„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კ ა ნ ო ნ ი |
1. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში.“.
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დაცვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები.“.
4. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბს ზომით აღემატებოდეს.“.
5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის დაცვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები.“.
ბათუმი, 21 აპრილი 2022 წ. N52-IIს
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.04.2022.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.04.2022. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №52-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.30.056.016101.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №52-IIს, 21.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 010020000.30.056.016101 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5444305/