ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2022
ძალის დაკარგვა 08.07.2022
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016458
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.07.2022
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2022 წლის 29 აპრილი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების
ხელშეწყობის პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში - „პროგრამის“) განხორციელების წესი თანახმად N1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პროგრამის ბიზნეს იდეის ფორმა თანახმად N2 დანართისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ბიზნეს გეგმის შეფასების ფორმა თანახმად N3 დანართისა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი N1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების
ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების წესი წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეწარმეობის განვითარების საბიუჯეტო პროგრამის განხორციელების ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მიზნები
პროგრამის მიზნებს წარმოდგენს:
ა) სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერა;
ბ) აგროტურისტული პოტენციალის განვითარება;
გ) ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
დ) დასაქმების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗.
პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები
პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) თანასწორობა;
გ) საჯაროობა;
დ) მიუკერძოებლობა;
ე) კოლეგიურობა;
ვ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
მუხლი 4🔗.
პროგრამის პარტნიორი
1. პროგრამის პარტნიორი შეიძლება იყოს:
ა) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ვისგანაც მუნიციპალიტეტს გააჩნია გრანტის მიღების უფლება;
ბ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელიც არაფინანსურად მხარს უჭერს პროგრამის განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო
1. პროგრამის საკოორდინაციო სამდივნო (შემდგომში - სამდივნო), წარმოადგენს ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერის (შემდგომში - მერი) სათათბირო ორგანოს, რომელიც იქმნება მერის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის კოორდინაციის, კონკურსის ორგანიზების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.
2. სამდივნოს შემადგენლობაში სავალდებულოდ და თანამდებობრივად შედიან:
ა) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი;
ბ) საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის წარმომადგენელი;
გ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე;
დ) მერის მოადგილე;
ე) მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური;
ვ) მერიის ადმინისტრაციის სამსახურის წარმომადგენელი;
ზ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი;
თ) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი.
3. მერი უზრუნველყოფს სამდივნოში, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო/ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას, მათი მიმართვის საფუძველზე.
4. სამდივნოს საქმიანობას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს მერის მოადგილე.
5. სამდივნოს საქმიანობის წესი, შემადგენლობა და სამდივნოს წევრთა შემადგენლობის ცვლილება მტკიცდება მერის ბრძანებით, პროგრამის ბენეფიციარების, სამიზნე მუნიციპალიტეტ(ებ)ისა და შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის ცვლილების შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
პროგრამის საკონკურსო კომისია
1. პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადებიდან გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომში - „კომისია“).
2. კომისიის შემადგენლობას სამდივნოს წარდგინებით წელიწადში ერთხელ ამტკიცებს მერი.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) მერის მოადგილე;
ბ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი;
დ) ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი;
ე) პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელები;
ვ) ადგილობრივი არასამთავრობო ოგანიზაციის წარმომადგენელი.
მუხლი 7🔗.
პროგრამის ბენეფიციარი
1. პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული:
ა) 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტში გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე;
გ) მეწარმე იურიდული პირი.
2. პროგრამის ბენეფიციარი ასევე შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
3. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);
ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად).
4. პროგრამის ბენეფიციარად (შემდგომში - ბენეფიციარი) ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გადალახავს პროგრამის ბიზნეს იდეების გადარჩევის ეტაპს ან/და გამარჯვებული პროექტის ავტორია.
მუხლი 8🔗.
პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 07 01 03) და პარტნიორი ორგანიზაციიდან მოზიდული სახსრები, რომელიც უნდა შეადგენდეს პროგრამის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 50%-ს.
2. პროგრამის დაფინანსების მიზნით პარტნიორი ორგანიზაციებისგან მოზიდული ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. მერი უფლებამოსილია პროგრამის განხორციელების წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს ან მოამზადოს საბიუჯეტო ცვლილების პროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში, სადაც გათვალისწინებული იქნება ხარჯები, პროგრამის საინფორმაციო კამპანიის და პროგრამის საგანმანათლებლო აქტივობების დასაფინანსებლად.
მუხლი 9🔗.
პროგრამის განხორციელების ეტაპები
1. პროგრამა მოიცავს განხორციელების შემდეგ ეტაპებს:
ა) ბიზნეს იდეების კონკურსის გამოცხადება;
ბ) ბიზნეს იდეების მიღება;
გ) ბიზნეს იდეების გადარჩევა;
დ) ბენეფიციარების გადამზადება;
ე) ბიზნეს გეგმების წარდგენა;
ვ) ბიზნეს გეგმების შეფასება;
ზ) გამარჯვებული პროექტების გამოცხადება;
თ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსება;
ი) გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი;
კ) პროგრამის შეფასება.
მუხლი 10🔗.
კონკურსის გამოცხადება
1. ბიზნეს იდეების კონკურსს სამდივნოს წარდგინებით აცხადებს მერი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებიდან ორი თვის ვადაში.
2. ბიზნეს იდეების წარმოსადგენად საჭირო ფორმა მტკიცდება ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11🔗.
ბიზნეს იდეების მიღება
1. ბიზნეს იდეები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში, როგორც მატერიალური ასევე ელექტრონული ფორმით (meriaozurgeti2018@gmail.com) და მას ენიჭება სპეციალური ნომერი.
2. სამდივნოს ხელმძღვანელის დავალებით, სამდივნოს ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული განაცხადები და შემოსული განაცხადის ფორმის არასწორად/არასრულად შევსების ან კონკურსის პირობებთან შეუსაბამო სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კონკურსანტებს აღმოუჩინოს შესაბამისი საინფორმაციო მხარდაჭერა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს ბიზნეს იდეების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს ერთი კვირისა.
მუხლი 12🔗.
ბიზნეს იდეების გადარჩევა
1. ბიზნეს იდეების გადარჩევას უზრუნველყოფს პროგრამის სამდივნო კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში.
2. ბიზნეს იდეების გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) ბიზნეს იდეის ავტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე);
ბ) ბიზნეს იდეის ავტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს;
გ) ბიზნეს იდეის ავტორიფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირია, რომელიც არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) ბიზნეს იდეა მოიცავს წარმოებას ან მომსახურების მიწოდებას, აგრარული, ტურისტული ან აგროტურისტული მიმართულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან;
ე) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 15,000 ლარს;
ვ) იდეის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს;
ზ) იდეის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
თ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ბიზნეს იდეის ფორმა.
მუხლი 13🔗.
პროგრამის სასწავლო კომპონენტი
1. პროგრამის სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ქვეკომპონენტებს: ბიზნეს გეგმის შედგენის, საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმების, ფინანსების, მარკეტინგის შესახებ, ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის თემებს და სხვა რელევანტურ საკითხებს.
2. მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს სასწავლო მოდულის შეთავაზებას ბენეფიციარებისთვის.
3. სასწავლო კურსის წარმატებით გავლა დასტურდება სერტიფიკატით. სერტიფიცირებულ ბენეფიციარებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს გეგმების წარდგენის ეტაპზე.
4. სასწავლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს პირისპირ, დისტანციურ ან ჰიბრიდულ ფორმატში. პროგრამის პირპისპირ ფორმატში ჩატარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს მონაწილეთა საჭიროებებს, მათ შორის უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში), მისაწვდომობას შშმ მონაწილეებისთვის უნივერსალური მისადაგების პრინციპზე დაყრდნობით.
მუხლი 14🔗.
ბიზნეს გეგმების წარდგენა
1. სასწავლო პროგრამის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში, ბენეფიციარები სამდივნოს წარუდგენენ ბიზნეს გეგმებს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2. ბიზნეს გეგმები მიიღება მუნიციპალიტეტის კანცელარიაში და მას ენიჭება ინდივიდუალური ნომერი.
3. სამდივნოს ხელმძღვანელის დავალებით, სამდივნოს ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული ბიზნეს გეგმები და მოამზადოს კომისიისთვის გადასაცემად.
მუხლი 15🔗.
ბიზნეს გეგმების შეფასება
1. ბიზნეს გეგმების შეფასებას უზრუნველყოფს პროგრამის საკონკურსო კომისია.
2. ბიზნეს გეგმების შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:
ა) ფორმალური შეფასება;
ბ) გასაუბრება.
3. გასაუბრების ეტაპი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობას.
4. შეფასების მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 ქულას, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით:
ა) ფორმალური შეფასება - მაქსიმალური ქულა 40;
ბ) გასაუბრება - მაქსიმალური ქულა 35;
გ) დამწყები ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი - 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
დ) სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი - 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ე) ქალი განმცხადებელი - 10 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ვ) შშმ ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი - 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
5. ბიზნეს გეგმების შეფასების ფორმა მტკიცდება დანართი #3 -ის შესაბამისად.
მუხლი 16🔗.
გამარჯვებული პროექტების გამოცხადება
1. გამარჯვებული პროექტების შესახებ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იღებს და მერს წარუდგენს, საკონკურსო კომისია, შეფასების პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობა უდრის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის მოცულობა (არ იანგარიშება სასწავლო და საინფორმაციო მხარდაჭერის კომპონენტებისთვის გამოყოფილი თანხა) გაყოფილი 15 000-ზე.
3. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის სულ მცირე ნახევარი განაწილდება სარეიტინგო სიაში საუკეთესო შედეგების მქონე ქალ განმცხადებლებზე.
4. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზვღული პირობა ვერ სრულდება, დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის ნახევარი ნაწილდება სარეიტინგო სიაში მყოფ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებზე, დარჩენილი რაოდენობა კი ივსება სარეიტინგო სიაში მყოფი ქალი კანდიდატებით, მათი შედეგების რიგითობის გათვალისწინებით.
5. საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ავსებს ამ დადგენილების #3 დანართით განსაზღვრულ შეფასების ფორმას და ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, საიდანაც გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესების გათვალისწინებით.
მუხლი 17🔗.
პროექტების დაფინანსების წესი
1. პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორსა და მუნიციპალიტეტს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს.
2. მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 15 000 ლარს.
3. კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.
4. ბიზნეს გეგმის ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება კომისიის მიერ საჭიროებს წერილობით დასაბუთებას.
5. პროექტის დაფინანსებისთვის გადაცემული თანხის სრული ათვისება უნდა მოხდეს პროგრამის მიმდინარეობის წლის ბოლომდე. აუთვისებელი თანხა რჩება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
6. პროექტის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვისთვის ბენეფიციარისთვის თანხის ჩარიცხვა ხდება ეტაპობრივად, ხარჯის გაწევის წინასწარ წარმოდგენილი დოკუმენტის (ინვოისი) მიხედვით.
მუხლი 18🔗.
გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი
1. სამდივნოს ხელმძღვანელი, მერის ბრძანებით, ბენეფიციარების მიერ მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით, სამდივნოს წევრებისგან ქმნის სამუშაო ჯგუფს.
2. სამუშაო ჯგუფი ბიზნეს გეგმის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების ათვისების დაწყებიდან მისი სრულად ათვისებამდე პერიოდში, ბენეფიციართა საქმიანობის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მონიტორინგს ახორციელებს არანაკლებ 2-ჯერ.
3. მონიტორინგის ფორმები და მეთოდოლოგია მტკიცდება მერის ბრძანებით.
მუხლი 19🔗.
პროგრამის შეფასება
1. პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით სამდივნო შეიმუშავებს და ამტკიცებს პროგრამის განახორციელების წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ (დასაქმებულთა ოდენობა, წლიური შემოსავლის ზრდა), ისე თვისობრივ მაჩვენებლებს.
2. პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს საკრებულოს წარმოუდგენს სამდივნოს ხელმძღვანელი, არაუგვიანეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენამდე.
3. საკრებულო ცნობად იღებს და აფასებს პროგრამის განახორციელების წლიური ანგარიშს.
მუხლი 20🔗.
პროგრამის საინფორმაციო კამპანია
კონკურსის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე სამდივნო შეიმუშავებს და მერი ამტკიცებს პროგრამის საინფორმაციო კამპანიის და კომუნიკაციის გეგმას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, განსახორციელებელი აქტივობების, მხარდამჭერი ორგანიზაციების, საკონტაქტო პირების, ვადებისა და შესრულების ინდიკატორების შესახებ.
მუხლი 21🔗.
პროგრამის განხორციელების გამჭვირვალობის სტანდარტები
1. სამდივნოს ხელმძღვანელი ვალდებულია პროგრამის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე უზრუნველყოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი.
2. პროგრამის ფარგლებშიპროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) პროგრამის განხორციელების წესი;
ბ) შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამა;
გ) სამდივნოს საქმიანობის წესიდა მისიშემადგენლობა;
დ) მერის ბრძანება კომისიის შექმნის შესახებ;
ე) პროგრამის საკომუნიკაციო სტრატეგია;
ვ) გამარჯვებული ბიზნეს გეგმების ჩამონათვალი;
ზ) პროგრამის შეფასების ანგარიში;
თ) პროგრამის ფარგლებში შექმნილი მეთოდოლოგიური მასალა და განაცხადების შაბლონები.
3. ინფორმაცია პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს იმგვარი ფორმით, რომ მისი გამოქვეყნების დროს დაცული იყოს ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია, და კომერციული საიდუმლოება.