ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2022 წლის 6 ივლისი ქ. ოზურგეთი
|
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი
ა) სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები) მხარდაჭერა;
ბ) იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ;
გ) ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
დ) დასაქმების ხელშეწყობა.
ა) კანონიერება;
ბ) თანასწორობა;
გ) საჯაროობა;
დ) მიუკერძოებლობა;
ე) კოლეგიურობა;
ვ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
ა) ვისგანაც მუნიციპალიტეტს გააჩნია გრანტის მიღების უფლება;
ბ) რომელიც არაფინანსურად მხარს უჭერს პროგრამის განხორციელებას.
2. სამდივნოს შემადგენლობაში სავალდებულოდ და თანამდებობრივად შედიან:
ა) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წარმომადგენელი;
ბ) საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის წარმომადგენელი;
გ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სამი წარმომადგენელი;
დ) მერის მოადგილე;
ე) მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენელი;
ვ) მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელი;
ზ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენელი;
თ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი;
ი) მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი.
3. მერი უზრუნველყოფს სამდივნოში, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო/ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას, მათი მიმართვის საფუძველზე.
4. სამდივნოს საქმიანობას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს მერის მოადგილე.
5. სამდივნოს საქმიანობის წესი, შემადგენლობა და სამდივნოს წევრთა შემადგენლობის ცვლილება მტკიცდება მერის ბრძანებით, პროგრამის ბენეფიციარების, სამიზნე მუნიციპალიტეტ(ებ)ისა და შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის ცვლილების შესაბამისად.
2. კომისიის შემადგენლობას სამდივნოს წარდგინებით წელიწადში ერთხელ ამტკიცებს მერი.
3. ომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) მერის მოადგილე;
ბ) საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარე;
გ) მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის და ტრანსპორტის და ეკონომიკური განვითარებიs სამსახურების წარმომადგენლები;
დ) ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი;
ე) პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელები;
ვ) ადგილობრივი არასამთავრობო ოგანიზაციის წარმომადგენელი.
ა) 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე;
გ) მეწარმე იურიდული პირი.
2. ბიზნეს იდეის წარდგენა ასევე შეუძლია ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
3. პროგრამის ბენეფიციარად (შემდგომში - ბენეფიციარი) ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გადალახავს პროგრამის ბიზნეს იდეების გადარჩევის ეტაპს ან/და გამარჯვებული პროექტის ავტორია.
4. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს:
ა) საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);
ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად).
2. პროგრამის დაფინანსების მიზნით პარტნიორი ორგანიზაციებისგან მოზიდული ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. მერი უფლებამოსილია პროგრამის განხორციელების წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს ან მოამზადოს საბიუჯეტო ცვლილების პროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში, სადაც გათვალისწინებული იქნება ხარჯები, პროგრამის საინფორმაციო კამპანიის და პროგრამის საგანმანათლებლო აქტივობების დასაფინანსებლად.
ა) ბიზნეს იდეების კონკურსის გამოცხადება;
ბ) ბიზნეს იდეების მიღება;
გ) ბიზნეს იდეების გადარჩევა;
დ) ბენეფიციარების გადამზადება;
ე) ბიზნეს გეგმების წარდგენა;
ვ) ბიზნეს გეგმების შეფასება;
ზ) გამარჯვებული პროექტების გამოცხადება;
თ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსება;
ი) გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი;
კ) პროგრამის შეფასება.
2. ბიზნეს იდეების წარმოსადგენად საჭირო ფორმა მტკიცდება ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.
2. სამდივნოს ხელმძღვანელის დავალებით, სამდივნოს ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული განაცხადები და შემოსული განაცხადის ფორმის არასწორად/არასრულად შევსების ან კონკურსის პირობებთან შეუსაბამო სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში, კონკურსანტებს აღმოუჩინოს შესაბამისი საინფორმაციო მხარდაჭერა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს ბიზნეს იდეების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს ერთი კვირისა.
2. ბიზნეს იდეების გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) ბიზნეს იდეის ავტორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე);
ბ) ბიზნეს იდეის ავტორი 18 წელს მიღწეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს და ამასთან, წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს;
გ) ბიზნეს იდეის ავტორი ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან/და მეწარმე იურიდიული პირია, რომელიც არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, თუმცა, დაფინანსების შემთხვევაში, მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი სრულად განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
დ) ბიზნეს იდეა მოიცავს წარმოებას ან მომსახურების მიწოდებას, აგრარული, ტურისტული ან აგროტურისტული მიმართულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან;
ე) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 15,000 ლარს;
ვ) იდეის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს;
ზ) იდეის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
თ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ბიზნეს იდეის ფორმა.
2. მუნიციპალიტეტის მერი უზრუნველყოფს სასწავლო მოდულის განხორციელებას ბენეფიციარებისთვის ბიზნეს იდეების გადარჩევის დასრულებიდან 3 კვირის ვადაში.
3. სასწავლო კურსის წარმატებით გავლა დასტურდება სერტიფიკატით. სერტიფიცირებულ ბენეფიციარებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს გეგმების წარდგენის ეტაპზე.
4. სასწავლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს პირისპირ, დისტანციურ ან ჰიბრიდულ ფორმატში. პროგრამის პირისპირ ფორმატში ჩატარების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ითვალისწინებს მონაწილეთა საჭიროებებს, მათ შორის უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში), მისაწვდომობას შშმ მონაწილეებისთვის უნივერსალური მისადაგების პრინციპზე დაყრდნობით.
2. ბიზნეს გეგმები მიიღება მუნიციპალიტეტის კანცელარიაში და მას ენიჭება ინდივიდუალური ნომერი.
3. სამდივნოს ხელმძღვანელის დავალებით, სამდივნოს ერთ-ერთი წევრს ეკისრება პასუხიმგებლობა, მიიღოს მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში რეგისტრირებული ბიზნეს გეგმები და მოამზადოს კომისიისთვის გადასაცემად.
2. ბიზნეს გეგმების შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:
ა) ფორმალური შეფასება;
ბ) გასაუბრება.
3. გასაუბრების ეტაპი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობას.
4. შეფასების მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 ქულას, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით:
ა) ფორმალური შეფასება - მაქსიმალური ქულა 30;
ბ) გასაუბრება - მაქსიმალური ქულა 50;
გ) დამწყები ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
დ) სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ე) ქალი განმცხადებელი - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ვ) მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ზ) შშმ ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი - 4 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
5. ბიზნეს გეგმების შეფასების ფორმა მტკიცდება დანართი #3 -ის შესაბამისად.
2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობა უდრის პროგრამის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხის მოცულობა (არ იანგარიშება სასწავლო და საინფორმაციო მხარდაჭერის კომპონენტებისთვის გამოყოფილი თანხა) გაყოფილი 15 000-ზე.
3. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის სულ მცირე ნახევარი განაწილდება სარეიტინგო სიაში საუკეთესო შედეგების მქონე ქალ განმცხადებლებზე.
4. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა ვერ სრულდება, დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის ნახევარი ნაწილდება სარეიტინგო სიაში მყოფ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებზე, დარჩენილი რაოდენობა კი ივსება სარეიტინგო სიაში მყოფი ქალი კანდიდატებით, მათი შედეგების რიგითობის გათვალისწინებით, რომელიც მინიმუმ უნდა შეადგენდეს მაქსიმალური შეფასების 50 პროცენტს.
5. საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ავსებს ამ დადგენილების #3 დანართით განსაზღვრულ შეფასების ფორმას და ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, საიდანაც გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესების გათვალისწინებით.
6. გამარჯვებული პროექტის ავტორ ფიზიკურ პირს, გამარჯვებულად გამოცხადების მომენტიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 10 კალენდარულ დღეში, წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება.
2. მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 15 000 ლარს.
3. კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ.
4. ბიზნეს გეგმის ნაწილობრივ დაფინანსების გადაწყვეტილება კომისიის მიერ საჭიროებს წერილობით დასაბუთებას.
5. პროექტის დაფინანსებისთვის გადაცემული თანხის სრული ათვისება უნდა მოხდეს პროგრამის მიმდინარეობის წლის ბოლომდე. აუთვისებელი თანხა რჩება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
6. გამარჯვებული პროექტს ფინანსურად უზრუნველყოფს მერია.
2. სამუშაო ჯგუფი ბიზნეს გეგმის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების ათვისების დაწყებიდან მისი სრულად ათვისებამდე პერიოდში, ბენეფიციართა საქმიანობის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მონიტორინგს ახორციელებს არანაკლებ 2-ჯერ.
3. მონიტორინგის ფორმები და მეთოდოლოგია მტკიცდება მერის ბრძანებით.
2. პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს საკრებულოს წარმოუდგენს სამდივნოს ხელმძღვანელი, არაუგვიანეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენამდე.
3. საკრებულო ცნობად იღებს და აფასებს პროგრამის განხორციელების წლიური ანგარიშს.
1. სამდივნოს ხელმძღვანელი ვალდებულია პროგრამის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე უზრუნველყოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი.
2. პროგრამის ფარგლებში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) პროგრამის განხორციელების წესი;
ბ) შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამა;
გ) სამდივნოს საქმიანობის წესი და მისი შემადგენლობა;
დ) მერის ბრძანება კომისიის შექმნის შესახებ;
ე) პროგრამის საკომუნიკაციო სტრატეგია;
ვ) გამარჯვებული ბიზნეს გეგმების ჩამონათვალი;
ზ) პროგრამის შეფასების ანგარიში;
თ) პროგრამის ფარგლებში შექმნილი მეთოდოლოგიური მასალა და განაცხადების შაბლონები.
3. ინფორმაცია პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს იმგვარი ფორმით, რომ მისი გამოქვეყნების დროს დაცული იყოს ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი თანახმად N1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პროგრამის ბიზნეს იდეის ფორმა თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ბიზნეს გეგმის შეფასების ფორმა თანახმად №3 დანართისა.
მუხლი 4🔗
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (პროგრამული კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge 02/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.113.016458).დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია
დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი