სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №227
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023437
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/04/2022
matsne.gov.ge 217 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 19.03.2015 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 27.08.2025 სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაფუძნების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 30.09.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 07.03.2019 სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 11.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №227 2022 წლის 27 აპრილი    ქ. თბილისი სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეს“ დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნდეს სსიპ – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ (შემდგომში – ანსამბლი), სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სტრუქტურული ერთეულის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვეს“ ბაზაზე. მუხლი 2🔗 ანსამბლი განისაზღვროს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ უფლებამონაცვლედ, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურულ ერთეულთან – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვესთან“ დაკავშირებულ საკითხებში. მუხლი 3🔗 ანსამბლის უფლებამოსილება განისაზღვრება ანსამბლის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. მუხლი 4🔗 საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელოს ანსამბლის სახელმწიფო კონტროლი და უზრუნველყოს ანსამბლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მუხლი 5🔗 1. ანსამბლს ფუნქციონირებისათვის გადაეცეს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ანსამბლის 2022 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს სსიპ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ 2022 წლის საბიუჯეტო ასიგნებებში მისი სტრუქტურული ერთეულის – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხელოვნების აკადემია „მართვესათვის“ განკუთვნილი ასიგნებების ოდენობით. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი