ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განვითარების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებების ხელშეწყობა;
ე) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაავადებათა პროფილაქტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
ვ) მოსახლეობის სოცალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
თ) ბავშვის სოციალური განვითარების და განათლების ხელშეწყობა;
ი) ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის ხელშეწყობა