1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება და განხორციელება;
ბ) მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების წინადადებების მომზადება;
გ) შეჭირვებული მოსახლეობისთვის სამედიცინო და სოციალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური კვლევების ჩატარება;
ე) ჰუმანიტარული დახმარებებისა და სახელმწიფო შემწეობების განაწილების უზრუნველყოფა;
ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მრავალშვილიან ოჯახთა, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა ობოლ და უპატრონო ბავშვთა სააღრიცხვო სისტემის შექმნა;
ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობებისა და მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
თ) ვეტერანთა მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა და თანამშრომლობა;
ი) მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე უსახლკარო პირთა (ოჯახების) რეგისტრაცია. უსახლკაროთა რეესტრის წარმოება;
კ) სოციალური დახმარებების გაცემის აღიცხვასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბაზის შექმნა;
ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემული სოციალური დახმარებების მიზნობრივად გამოყენებისათვის მონიტორინგის განხორციელება;
მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოციალური საცხოვრისების მონიტორინგი და კონტროლი;
ნ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ო) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოსახლოების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე შესაბამისი წინადადებების და სტრატეგიების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობას;
პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. განყოფილება უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის უფროსთან შეთანხმებით