ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.04.2022
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 803 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 06.04.2022 ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.09.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 25.08.2023 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 28.09.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის, ოქმის ფორმის, ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის, გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 01.07.2022

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №07 2022 წლის 29 აპრილი დაბა ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 209​3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ლენტეხის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების  მიზნით, აიკრძალოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ. ლენტეხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1). მუხლი 3🔗 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება განახორციელოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადმა სტრუქტურულმა ერთეულმა – ზედამხედველობის სამსახურმა და კომუნალური მომსახურეობისა  და კეთილმოწყობის ა(ა)იპ-მა. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთათვის გადასაცემი გაფრთხილების ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა უფლება-მოვალეობისა და ჯარიმის გადახდის წესის შესახებ (დანართი №2). მუხლი 5🔗 დაევალოს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურს და ა(ა)იპ „კომუნალური მომსახურეობა და კეთილმოწყობას. აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ. მუხლი 6🔗   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი დანართი №1 ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი 1.ეს წესი აწესრიგებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. 2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაყვანას სპეციალურ სადგომში. 3. ბულვარში, პარკში, სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 10 (ათი) ლარის ოდენობით. 4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ სადგომში გადაყვანისა და განთავსების შემთვხვევაში ხორციელდება პირუტყვის  მოვლა-პატრონობა სათანადო კვების უზრუნველყოფით. 5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით,  ხორციელდება პირუტყვის რეალიზება  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 7. სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი / მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე  გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. 9.ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. 10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. 12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს-ზედამხედველობის სამსახურს. 13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია: ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება ბულვარში, პარკსა და სკვერში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი დაბის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე; ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება. 14. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას ა(ა)იპ – კომუნალური მომსახურეობა და კეთილმოწყობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად.                                                                                                                                                                                                                                                                  დანართი №2  გაფრთხილება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მე-4 ნაწილისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---------- წლის ---  ---------- №-------- დადგენილების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბულვარში და  სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას, დაჯარიმდებით 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი. მესაკუთრისათვის წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნება მოხდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის საკუთრების  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების  შემდეგ. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 30 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:  მიმღების დასახელება – სახელმწიფო ხაზინა საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი  –  ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლაპატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები: გვარი, სახელი ---------------------------------,    მისამართი ----------------------------------,  პირადი № -------------------------------------  გავეცანი ---------------------------------------