1. საკრებულოს თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, კვირაში ერთხელ მაინც მოაწყონ მოქალაქეთა მიღება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, რომელშიც აღინიშნება მიღების დღე, ადგილი და საათი, რეგლამენტის 128-ე მუხლით დადგენილი წესით გრაფიკი ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია, თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს ამომრჩევლების მიღება. ამომრჩევლების მიღების მიზნით საკრებულოს წევრს გამოეყოფა ოთახი საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში (მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში)
3. საკრებულოს წევრმა/საკრებულოს თანამდებობის პირმა მოქალაქეთა მიღების შესახებ ანგარიში უნდა წარადგინოს წერილობითი სახით, საანგარიშო თვის მომდევნო თვის პირველ კვირაში საკრებულოს აპარატში, რომელიც აწარმოებს შემოსული ანგარიშების აღრიცხვა-სისტემატიზაციას